17 თებერვალს თბილისში პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის "ვარსკვლავთა ტურნირი" საზეიმოდ გაიხსნება
17 თებერვალს თბილისში საზეიმოდ გაიხსნება პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის "ვარსკვლავთა ტურნირი", რომელშიც 9 ქვეყნის 12 დიდოსტატი ქალბატონი იასპარეზებს.

შეჯიბრების (მთავარი მსაჯი ორგზის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ნანა ალექსანდრია) მონაწილეთა შორის არიან ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებული მაია ჩიბურდანიძე, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების ჩემპიონები - ორ-ორგზის ევროპის ჩემპიონები კატერინა ლახნო (უკრაინა) და ტატიანა კოსინცევა (რუსეთი), ნანა ძაგნიძე, ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი), მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი), ასევე, ორგზის ევროპის ჩემპიონი პია კრამლინგი (შვედეთი), მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვიქტორია ჩმიტილე (ლიტვა), 20-წლიანებში მსოფლიოს ჩემპიონი ანა მუზიჩუკი (სლოვენია), ანა ზატონსკიხი (აშშ) და ზეინაბ მამედიაროვა (აზერბაიჯანი).

18-21 თებერვალს ისინი სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" პროფესიონალ მოჭადრაკეთა თასს გაითამაშებენ სწრაფ ჭადრაკში.

გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და მინისტრის მოადგილე გია გალდავა სუპერტურნირის ორგანიზატორებს - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძეს და დედაქალაქის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსს მამუკა ქაცარავას შეხვდნენ.

"თბილისი მორიგ სერიოზულ საჭადრაკო ტურნირს უმასპინძლებს. საქართველოში 10 ტიტულოვანი და გამოცდილი მოჭადრაკე ჩამოვა.

ჩვენი ქვეყნის სახელით მაია ჩიბურდანიძე და ნანა ძაგნიძე ითამაშებენ და ვიმედოვნებ, რომ წარმატებასაც მიაღწევენ. საორგანიზაციო თვალსაზრისით ყველა საკითხი მოგვარებულია და მზად ვართ საიმისოდ, რომ უმაღლესი დონის ტურნირს სათანადოდ ვუმასპინძლოთ", - აღნიშნა შეხვედრისას ლადო ვარძელაშვილმა.

მამუკა ქაცარავა: "თბილისი, მართლაც, მაღალი დონის სუპერტურნირის მასპინძელი იქნება, რაც დიდწილად 2011 წლის ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ჩატარებამ განაპირობა. ჩვენს დედაქალაქში უძლიერესი მოჭადრაკეები გამოვლენ. მათთან ერთად ორი ჩვენებურიც იქნება, რაც ქართული ჭადრაკისთვის წინგადადგმული ნაბიჯია".

გია გიორგაძე: "დარწმუნებული ვარ, როგორც 2011 წლის ევროპის ჩემპიონატს, პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის სუპერტურნირსაც უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლებთ, რაც საშუალებას მოგვცემს თბილისში სამომავლოდ უფრო პრესტიჟული შეჯიბრებები ჩატარდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა