"შარლერუას" ახალაგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა ტრავმის მიზეზებზე ისაუბრა
შეგახსენებთ: ფიბა-ევროპამ გამოავლინა 2011 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეთა ათეული, რომელშიც მეექვსე ადგილზე თორნიკე შენგელიაა.

20 წლის ახალგაზრდას ბელგიაში დავუკავშირდით. მართალია, გამოკითხვის შედეგები მნიშვნელოვანია, მაგრამ საუბარი უფრო სერიოზული თემით დავიწყეთ. 15 დეკემბერს შენგელიას ტერფის ძვალი გაებზარა და ექიმებმა სამთვიანი დასვენება გამოუწერეს.

- გუნდთან ერთად ჯერაც ვერ ვვარჯიშობ, მხოლოდ აუზში ჩავდივარ და სატრენაჟორო დარბაზში ვმუშაობ. ექიმებთან თებერვლის დასაწყისში ვიყავი და მითხრეს, საბოლოოდ შეხორცებული ჯერ არ არის, ამიტომ კვლავ მოცდა მოგვიწევსო. მათ 20 თებერვალსაც უნდა მივაკითხო და ვიმედოვნებ, ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.

- "შარლერუას" საიტზე დაიწერა, ტრავმა გადატვირთულმა სეზონმა გამოიწვიაო.

- საიტზე არ წამიკითხავს, მაგრამ ჩემს ორ თანაგუნდელს სწორედ ასეთი ტრავმები ჰქონდა, რაც ექიმებმა დატვირთვებს დააბრალეს. მეც ივლისში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიდან პირდაპირ ეროვნულს შევუერთდი, ხოლო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მხოლოდ ერთი დღე დავისვენე, ვარჯიში "შარლერუაში" განვაგრძე.

- ალბათ, არ ელოდი, რომ გულშემატკივრების გამოკითხვას დიდი უპირატესობით მოიგებდი.

- ძალიან გამეხარდა. მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც გამოკითხვაში მხარი დამიჭირა. ვეცდები მათი იმედები სამომავლოდაც გავამართლო.

- ათეულიდან თავად ვის ანიჭებ უპირატესობას?

- ქულები ასეთი პრინციპით შეაჯამეს: ექსპერტებისა 70 პროცენტი, გულშემატკივრებისა - 30. ვფიქრობ, პირველობა ვალანჩუნასმა დაიმსახურა. ევროპის ჩემპიონატიც კარგად ჩაატარა, მანამდე კი ლიტვას მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობა მოაგებინა. შედეგად NBA-ს დრაფტზე აირჩიეს. გამოკითხვაში მეორე იყო ნიკოლა მიროტიჩი, მესამე - ენეს კანტერი, სამართლიანად.

- გასულ სეზონში ზოგიერთ მათგანთან უშუალო დუელიც გქონდა.

- ვალანჩუნასის ლიტვას საქართველოს ნაკრები ამხანაგურად ეთამაშა, ხოლო "რეალის" მეფარე მიროტიჩს ევროლიგაზე "შარლერუასთან" ერთად ორჯერ დავუპირისპირდი. მათ გარდა ათეულის მხოლოდ ერთ კალათბურთელს ვიცნობ - ენეს კანტერს, რომლის თამაში ევროპის ჩემპიონატზე მაქვს ნანახი.

- ამ ზაფხულს 20 წლამდელებში თამაში აღარ გიწევს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გელის, სადაც ბოსნია, ლატვია, ჰოლანდია და რუმინეთი დაგვიპირისპირდება.

- ჰოლანდიელებსა და ლატვიელებს საკონტროლო მატჩებში გასულ ზაფხულსაც გავეჯიბრეთ. ორივეს შესაძლებლობებს კარგად ვიცნობთ და ვერ ვიტყვი: მათზე ძლიერები ვართ, ან ისინი არიან ჩვენზე უკეთესები-მეთქი.

კარგი მეტოქეები არიან და მაქსიმალურად მომზადებულები უნდა გავიდეთ სათამაშოდ. ბოსნიის ნაკრებს უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავს: ტელეტოვიჩი, დომერკანტი, დედოვიჩი, სარიჩი... ეს მოთამაშეები ევროლიგაზე წარმატებით ასპარეზობენ, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, ჯგუფში ყველა მატჩს მოიგებენ-მეთქი. ისევე როგორც ჩამოთვლილ სამ ნაკრებთან, რუმინეთთანაც დიდი ყურადღება გვმართებს, განსაკუთრებით გასვლითი მატჩებისას. ჯგუფში თანაბარი ძალის გუნდებია შეკრებილი და თითო ქულას ოქროს ფასი ექნება.

- ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაუხანგრძლივეს.

- გამეხარდა, რადგან კარგი სპეციალისტია. ოთხი წელია ჩვენს ნაკრებს წვრთნის და შედეგებს ნელ-ნელა ვაუმჯობესებთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იგორ კოკოშკოვი გუნდსაც და ქართულ ხასიათსაც კარგად შეეწყო.

- "შარლერუას" როგორ აქვს საქმე ბელგიის ჩემპიონატში?

- ბოლოსწინა ოთხი მატჩი წაგებული ჰქონდა და ცხრილში პირველი ადგილიც დათმო, თუმცა განვლილ უქმეებზე "გენტს" საოცარი თამაში მოუგო: საფინალო სირენამდე წამნახევრით ადრე ორი ქულით აგებდა, თუმცა ჩემმა თანაგუნდელმა საკუთარი სამქულიანის ხაზიდან ისროლა და ბურთი სუფთად ჩაეშვა კალათში. "შარლერუამ" 71:70 გაიმარჯვა. ბოლოდროინდელ წაგებებს თავისი ახსნა აქვს: ჩემს გარდა ტრავმირებულები არიან ბეგინი და როდიკი. "მაქაბიში" წასული მალეტის ნაცვლად გუნდის ხელმძღვანელობამ გამთამაშებელი დაიმატა, მაგრამ მან ვერ გაამართლა და ისიც წავიდა. ვიმედოვნებ, მალე გუნდს ტრავმირებულებიც დავუბრუნდებით და ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის