ფოთის "კოლხეთის" საშინაო სტადიონი "ფაზისი" შესაძლოა ბორის პაიჭაძის სახელობის გახდეს
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 19 თებერვალს განახლდება. ფოთის "კოლხეთი" თბილისის "ვიტ ჯორჯიას" მასპინძლობს, თუმცა ჯერაც არ არის გადაწყვეტილი, რომელ სტადიონზე გაიმართება ეს შეხვედრა.

"კოლხეთის" დირექტორ ზაალ კუჭუხიძეს 16 თებერვალს სწორედ ამის თაობაზე დავუკავშირდით და ისიც შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, ფოთის სტადიონს სახელი გადაერქვას...

- ალბათ, "ვიტ ჯორჯიას" ფოთში ვუმასპინძლებთ. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ოფიციალური დასტური ჯერ არ მიგვიღია, თუმცა საქმე სწორედ ამისკენ მიდის, ფედერაციიდან წინასწარი თანხმობა უკვე გვაქვს. ფედერაციამ უსაფრთხოების ზომებზეც მოგვცა მითითება და ეს საკითხიც მოგვარებადია. რაც მთავარია, ქალაქის ხელმძღვანელობა კლუბს ყველანაირად გვერდში უდგას.

- ფოთის სტადიონს ტრიბუნა არ აქვს...

- ტრიბუნის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, თუ უამინდობა ხელს არ შეგვიშლის, ბეტონი მალე გაშრება და ინდივიდუალური სკამების მონტაჟიც დაიწყება. მომდევნო საშინაო მატჩისთვის სტადიონის ერთ ტრიბუნაზე სკამები უკვე დამონტაჟებული იქნება. ორივე ტრიბუნა რომ გაკეთდება, სტადიონის ტევადობა 3500 გახდება.

- გასახდელი რა მდგომარეობაშია?

- გავარემონტეთ და ნორმალურ კონდიციაშია, სტუმარ გუნდს რიგიანად დავხვდებით.

- რა დაერქმევა ფოთის განახლებულ სტადიონს?

- სტადიონს ჯერჯერობით "ფაზისი" ჰქვია, თუმცა არის წინადადება, რომ ფოთის სტადიონი ბორის პაიჭაძის სახელობის გახდეს. ვნახოთ, ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა