კენი დალგლიშის გუნდს უწინდელ დონეზე დაბრუნება სურს და საამისოდ რამდენიმე ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს

მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ფანკლუბის ვებგვერდზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ “მილანის”, “ჩელსისა” და “პარი სენ-ჟერმენის” შემდეგ კიდევ ერთი კლუბი, ვინც “ლოს ბლანკოდან” კაკას შეძენა მოინდომა, “ლივერპულია”.

კენი დალგლიშის გუნდს უწინდელ დონეზე დაბრუნება სურს და საამისოდ რამდენიმე ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს. “წითლები” მზად არიან 29 წლის ბრაზილიელში 41 მილიონი ფუნტი გაიღონ.

ფეხბურთელს ჟოზე მოურინიოსთან პრობლემები აქვს, რადგან პორტუგალიელი მასზე მეტად მესუთ იოზილს ენდობა. პრიმერა დივიზიონში კაკას 18 შეხვედრაში (9 სასტარტოში) 4 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს. ბუნებრივია, სუპერვარსკვლავს სათარადიგოთა შორის ჯდომა არ აკმაყოფილებს, ამიტომ გამორიცხული არ არის, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს წინადადებას მართლა დათანხმდეს.

“ლივერპულზე” წერას კი იმით დავასრულებთ, რომ ასოციაციის თასზე “ბრაიტონის” წინააღმდეგ (19 თებერვალს, 20:30 თბილისის დროით) მერსისაიდელებს შეიძლება მაქსი როდრიგესის იმედი ჰქონდეთ. არგენტინელმა ბოლოს “მანჩესტერ იუნაიტედთან” თასის წინა ეტაპზე ითამაშა. შემდეგ კი ტერფის ტრავმა მიიღო და ლაზარეთში გადაინაცვლა. კენი დალგლიშს შეუძლია ამოისუნთქოს, მის გუნდს ტრავმის გამო ახლა ერთადერთი ფეხბურთელიღა აკლია - ლუკას ლეივა. გამოჯანმრთელდნენ ახალგაზრდები ჯონ ფლენაგანი და ჯეკ რობინსონიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა