ამბობენ, რომ გუნდს დატოვებენ: მარუან შამახი, სებასტიან სკილაჩი, ნიკლას ბენდტნერი, კარლოს ველა, მანუელ ალმუნია, დენილსონი, ანდრეი არშავინი და ტომაშ როსიცკი
“არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდში “რეპრესიებს” ამზადებს, - იუწყება “ტელეგრაფი”.

ფრანგი მწვრთნელი იმდენად აღშფოთდა “მილანთან” (4:0) მისი შეგირდების უნიათობით, რომ როგორც იუწყებიან, საფინალო სასტვენის შემდეგ გასახდელში ფეხბურთელებისთვის მთელი ტირადა წაუკითხავს, თუ რატომ არ აკმაყოფილებს მათი თამაში.

გაზეთის მტკიცებით, “ემირიტსს” აუცილებლად დატოვებენ მარუან შამახი, სებასტიან სკილაჩი, ნიკლას ბენდტნერი, კარლოს ველა, მანუელ ალმუნია, დენილსონი, ანდრეი არშავინი და ტომაშ როსიცკი. უკანასკნელ ორთან “მეთოფეებს” კონტრაქტი ეწურებათ. კლუბი კი მათთან თანამშრომლობის გახანგრძლივებას არ აპირებს.

აღნიშნულ ინიციატივას მიესალმება “არსენალის” ყოფილი ვარსკვლავი ემანუელ პეტი. ფრანგმა ვეტერანმა კომენტარი ერთ-ერთ ფრანგულ ტელეარხს “არსენალის” “მილანთან” განადგურების შემდეგ მისცა.

“ძალიან ბევრმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ვერ გაამართლა არსენ ვენგერის ნდობა. უკვე რამდენიმე წელიწადია ყველანი ველოდებით, როდის ათამაშდება უოლკოტი კიდევ უკეთესად, მაგრამ ეს არ ხდება. “მილანთან” შეხვედრაში ვუყურებდი აარონ რემსის. მეგონა, რომ მოედანზე ის კი არა მისი არაფეხბურთელი ძმა იდგა.

აუცილებელია როსიცკისა და არშავინთან გამოთხოვებაც. ამ ბიჭებს მადლობა უნდა ვუთხრათ იმისთვის, რაც გუნდისთვის გაიღეს და გზა მშვიდობისა ვუსურვოთ. უახლოეს ხანებში “არსენალს” მინიმუმ 5-6 გამოცდილი ფეხბურთელი სჭირდება, ისეთები, რომლებიც არ ეგუებიან წაგებებს და რომელთა ასაკი 27-დან 30 წლამდე იქნება. სწორედ ასეთებმა უნდა შთაბერონ სული გუნდის ახალ გამარჯვებებს,” – აცხადებს პეტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს