„ლევერკუზენის“ ბოსმა ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერმა მიკიბვ-მოკიბვის გარეშე განაცხადა, რომ 35 წლის ნახევარმცველს შეუძლია, აიბარგოს
მორჩა, მიხაელ ბალაკის დღეები ლევერკუზენში დათვლილია. ის, რაც აქამდე სავარაუდო იყო, ახლა უკვე ოფიციალურია: „ლევერკუზენის“ ბოსმა ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერმა პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე განაცხადა, რომ 35 წლის ნახევარმცველს შეუძლია, აიბარგოს. თანაც, ახლავე!

„მიხაელთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე, ანუ, 30 ივნისამდე გვაქვს გაფორმებული, მაგრამ თუ ბალაკი მანამდე მოისურვებს გუნდის დატოვებას, უარს არ ვეტყვით და სიამოვნებით მოვუსმენთ,“ - განაცხადა „ბაიერის“ 62 წლის ბოსმა ჟურნალ „ფოკუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ამით ჰოლცჰოიზერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მოსაზრება იმის შესახებ, რომ „ლევერკუზენი“ მომავალ სეზონს ბალაკის გარეშე გეგმავს. მეტიც, ჰოლცჰოიზერი იმაზეც თანახმაა, მიხაელი გუნდიდან ახლავე გაუშვას.

ერთი სიტყვით, „ლევერკუზენში“ გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტნის მეორე ერა ცუდად მთავრდება. „ბაიერში“ ის აღარც მწვრთნელს სჭირდება და აღარც ხელმძღვანელებს. ბალაკისადმი კარგად მხოლოდ გულშემატკივრები არიან განწყობილები, რომლებსაც ყველაფერი კარგად ახსოვთ და მიხაელს „ლევერკუზენის“ წინაშე ძველ დამსახურებებს უფასებენ.

მიხაელი ახლა ტრავმირებულია, თუმცა ჯანმრთელადაც რომ იყოს, მაინც არ ათამაშებდნენ. რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს: ბალაკს ჯერჯერობით არ უთქვამს, რომ კარიერის დამთავრებას აპირებს. მას შეუძლია, აშშ-ში გადავიდეს, სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერაც ღიაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა