ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მთავარია ბოსი - ინტერვიუ "ჩელსის" მთავარ მწვრთნელთან ანდრე ვილაშ-ბოაშთან

მთავარია ბოსი - ინტერვიუ "ჩელსის" მთავარ მწვრთნელთან ანდრე ვილაშ-ბოაშთან

“გარდიანთან” ინტერვიუში პორტუგალიელმა უცნაური განცხადებები გააკეთა
გთავაზობთ “გარდიანის” მცირე ინტერვიუს “ჩელსის” მთავარ მწვრთნელ ანდრე ვილაშ ბოაშთან, სადაც ის საკმაოდ უცნაურ (სკანდალურს თუ არ დავარქმევთ) განცხადებას აკეთებს.

მასალაში გაეცნობით “არისტოკრატთა” სხვა ამბებსაც.

- შეგიძლიათ აგვისხსნათ, თქვენი რა იდეები არ მოსწონთ თქვენს ფეხბურთელებს?

- მთავარია, რომ პრეზიდენტის ნდობა მაქვს, მოთამაშეებს რაც შეეხება, მათ მხარი კი არ უნდა დაუჭირონ ჩემს იდეებს, ისინი უნდა შეასრულონ. განა ნორმალურია, როცა ფეხბურთელებს მწვრთნელის არ სჯერათ? დარწმუნებული ვარ, რომ ისინი, ვინც გვერდში არ მიდგანან, დანარჩენებს მალე მიბაძავენ.

“ჩელსიში” მოედანზე ის ფეხბურთელები გამოდიან, რომლებიც საუკეთესო ფორმაში არიან, კონკურენცია კი ჩვენთან ძალიან დიდია. თუკი ვინმეს სურს, რომ ჩვენთან დარჩეს, მას ბოლომდე დახარჯვა მოუწევს. სწორედ მე ვარ პასუხისმგებელი შედეგზე, ასე რომ, მე ვწყვეტ ფეხბურთელების ბედსაც.

იანვარში ორმა ფეხბურთელმა უკვე დაგვტოვა. გამორიცხული არ არის, მას მალე ისინიც შეუერთდნენ, რომელთაც არ სურთ საერთო იდეების გაზიარება. რამდენიმე მოთამაშეს კონტრაქტი ეწურება, ალბათ ისინიც ამ გზას დაადგებიან. ჩვენ გუნდი სამომავლო პერსპექტივაზე გათვლით უნდა დავაკომპლექტოთ.

- დარწმუნებული ხართ, რომ “ჩელსიში” დარჩებით?

- პირადად დარწმუნებული ვარ, რომ რომან აბრამოვიჩთან ერთად სწორ გზას ვადგავარ. ცვლილებები შეგვაქვს როგორც გუნდის ტაქტიკაში, ისე მთლიანად გუნდის შემადგენლობაშიც. მხოლოდ იდეებით ჩემპიონატის მოგება შეუძლებელია. ვხვდებით, რა გვინდა და რა გვჭირდება სამომავლოდ. ჯობს, ჩემს მომავალზე აბრამოვიჩს დაუსვათ კითხვა.

- რას ელით “ბირმინგემთან” მატჩისგან?

- ამ შეხვედრაში წარმატების მიღწევა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ტურნირში გამარჯვების შანსი გვაქვს, თუმცა ჩემპიონატშიც ვაპირებთ სიტუაციის გამოსწორებას. პრემიერლიგის მესამე გუნდი 10 ქულით გვისწრებს. ამიტომ უფრო მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა მოგვიწევს, რაც ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლებას მოგვცემს.

- რა მოხდა აბრამოვიჩისა და ფეხბურთელების შეხვედრაზე?

- ჩვეულებრივი სამუშაო კრება იყო, რომელიც კლუბის მესაკუთრემ მოიწვია. შეხვედრა ძალიან დრამატული იყო. ყველა მიხვდა, რომ წარუმატებლობებში ბრალი ყველას მიუძღვის. ვგულისხმობ იმას, რომ შედეგებზე პასუხისმგებლობა პერსონალიდან დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული, ყველაზე უნდა გადანაწილდეს.

- რას იტყვით ჟოზე მოურინიოს სმს-ზე? ინგლისში ის პოპულარულ სალაპარაკო თემად იქცა.

- და რა არის აქ მოსაყოლი? ყველა ჩვენგანს აქვს ურთიერთობა ამა თუ იმ პიროვნებასთან. ჩემი ფეხბურთელები მეგობრობენ ყოფილ მწვრთნელებთან, ასევე პრინციპული მეტოქეების წარმომადგენელ ფეხბურთელებთან. პირადად დღემდე მაქვს ურთიერთობა “პორტუს” მოთამაშეებთანაც და ხელმძღვანელობასთანაც.

- რა მოხდება სეზონის ბოლოს?

- უბრალოდ ვალდებულნი ვართ, რომ ოთხეულში მოვხვდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ასოციაციის თასისა და ჩემპიონთა ლიგისთვისაც ვიბრძოლებთ. გჯეროდეთ ჩვენი.

ვილაშ ბოაშის შესახებ კომენტარი ისურვა ლონდონში დაბრუნებულმა დიდიე დროგბამ. ვეტერანმა ივუარელმა დაადასტურა, რომ კლუბმა მას უკვე შესთავაზა კონტრაქტის გახანგრძლივება და ამჟამად ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“ჩემი აზრით, მწვრთნელის ახალგაზრდული ასაკი არაფერ შუაშია. მას აქვს თავისი მოსაზრებები, რომელთაც სხვებმა პატივი უნდა სცენ. ჩვენთან ის წინა მწვრთნელებისგან განსხვავებული ფილოსოფიით მოვიდა. სწორედ ამ ფილოსოფიამ მოაპოვებინა მას გამარჯვებები “პორტუში”, რის გამეორებასაც ახლა “ჩელსიში” აპირებს.

ხდება ხოლმე, როცა მიდიხარ ახალ სამსახურში და ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გეგმავდი. ის არ არის იოლ სიტუაციაში და პასუხისმგებლობის ტვირთი მხოლოდ მარტომ არ უნდა ზიდოს. ანდრე ცდილობს ფეხბურთელების მოტივაციას და ეს გამოსდის კიდეც. ის ამბიციურია და სურს იყოს წარმატებული პრემიერლიგაში”, - აცხადებს დიდიე დროგბა.

ბოლოს კი იმას გაცნობებთ, რომ გოალ.ცომ-ის ინფორმაციით “ჩელსიმ” უარი თქვა “ლილის” 21 წლის ბრაზილიელი ცენტრალური ნახევარმცველის ედენ აზარის ტრანსფერზე. შეიძლება ამის მიზეზი ისიც გახდა, რომ ფეხბურთელის განცხადებით მას კარიერის გაგრძელების პერსპექტივა ყველაზე მეტად “ტოტენჰემში” ან “არსენალში” ხიბლავს. აზარის გადაბირება მსურველს 33,2 მილიონი ფუნტი დაუჯდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ირაკლი

რა ბრაზილიელიი აზარი ბელგიელიაა :)))

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა