ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დერიკ როუზი: მინდა ყველას იმედი ვიყო

დერიკ როუზი: მინდა ყველას იმედი ვიყო

გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე, "ჩიკაგო ბულზის" ლიდერმა ESPN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა
გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე, "ჩიკაგო ბულზის" ლიდერი დერიკ როუზი ამჟამად ზურგის ტრავმის გამო არ თამაშობს. ამიტომაც მოიცალა და ESPN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მოყვა იმის შესახებ, როგორ შეიძლება გახდე ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა MVP...

- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ეს სეზონი კინაღამ გაუქმდა ლოკაუტის გამო. საბოლოოდ, დაპირისპირებულმა მხარეებმა შეძლეს მოლაპარაკება. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს იდეალური ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს მოთამაშეებისა და კლუბების მფლობელების ურთიერთობას?

- მე მირჩევნია იყოს ისე, როგორც ადრე, როცა სახელფასო ლიმიტის ზედა ზღვარი არ არსებობდა. კალათბურთი მუდმივად ვითარდება და პროგრესირებს. არ არის საჭირო ხელოვნური დამუხრუჭება ან პროცესის შეჩერება.

- ლოკაუტი მთელი სეზონი რომ გაგრძელებულიყო, ითამაშებდით თუ არა რომელიმე ევროპულ კლუბში?

- სიმართლე გითხრათ, ბოლო მომენტამდე იმედი მქონდა, რომ საერთო ენას გამოვნახავდით კლუბების მფლობელებთან. სავარაუდოდ, ჩემი აგენტი მიიღებდა წინადადებებს ევროპიდან, თუმცა ამის შესახებ, უმჯობესია მას ჰკითხოთ.

- მას შემდეგ, რაც პროფესიულ დონეზე დაიწყეთ თამაში, შეიცვალა თუ არა თქვენი ვარჯიშების პრინციპი?

- საკუთარ თავზე მუდმივად ვმუშაობ. ვეძებ ახალ იდეებს. მაგალითად, ადრე არასოდეს ვიყენებდი ვარჯიშების დროს სიმძიმეებს - არც სკოლაში, არც კოლეჯში და არც NBA-ის პირველ სეზონებში. მაგრამ ახლა დავიწყე ამის კეთება. მინდა ყველაზე ძლიერი ვიყო მოედანზე - ამისთვის მზად ვარ დღე და ღამე ვიშრომო. ჩემი მიღწევები - ეს, პირველ რიგში, დაძაბული ყოველდღიური მუშაობის შედეგია.

- მოდის ვილაპარაკოთ 2010-11 წლების სეზონზე, რომლის შემდეგაც რეგულარული ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა MVP გახდით, “ჩიკაგო” კი მაიკლ ჯორდანის ეპოქის შემდეგ პირველად გავიდა კონფერენციის ფინალში...

- გასული სეზონი მართლაც წარმატებული გამოვიდა ჩემთვის და მთლიანად გუნდისთვის. ასე რომ, საწუწუნო არაფერია. დარწმუნებული ვარ, იგივე აზრს იზიარებენ “ბულზის” სხვა მოთამაშეები. და, რა თქმა უნდა, გახარებულები არიან გულშემატკივრები. მაქსიმუმი, რასაც “ჩიკაგომ” ჯორდანის შემდეგ მიაღწია - 2006-07 წლების სეზონში გადალახა პლეი ოფის პირველი რაუნდი, რის შემდეგაც “დეტროიტთან” დამარცხდა. გუნდის თაყვანისმცემლებს მოენატრათ ის პერიოდი, როცა გუნდი რეგულარულად იმარჯვებდა.

- ჰქონდა თუ არა “ჩიკაგოს” იმ წელს “მაიამის” დიდი ტრიოს - ლებრონ ჯეიმსის, დუეინ უეიდისა და კრის ბოშის დამარცხების შანსი?

- რა თქმა უნდა, იყო. გარკვეულ მატჩებში ჩვენ აშკარად არ გვიმართლებდა, ზოგიერთში თავად ვუშვებდით ბევრ შეცდომას. ნებისმიერ შემთხვევაში, სასაყვედურო არაფერი გვაქვს. პატიოსნად ვაკეთებდით ჩვენს საქმეს და ყველაფერი ვდებდით გამარჯვების მოსაპოვებლად. ამასთან ვიცი: ჩვენს გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. ამ სეზონში ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა მაქსიმალურად მაღალ შედეგს მივაღწიოთ.

- როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია, როცა გაიგეთ, რომ სეზონის MVP გახდით?

- ბუნებრივია, ძალიან გამეხარდა. ახლა ვცდილობ, ამ ტიტულის მფლობელის შესაბამისად ვითამაშო. თუ ამგვარ სიმაღლეს მიაღწიე, იქ ადგილის შესანარჩუნებლად ყოველდღე დაძაბული ვარჯიში და ყოველ სათამაშო ეპიზოდში მაქსიმალურად დახარჯვა გიწევს. მე ბევრი რამ მაქვს დასახვეწი: უნდა გავაუმჯობესო ნახტომში სროლა, სისწრაფეს უნდა მოვუმატო... ავტომატიზმამდე უნდა დავიდეს ყველა მოძრაობა, რომელსაც მოედანზე ვაკეთებ.

- 2010 წელს პირველად მიიღეთ მონაწილეობა “ყველა ვარსკვლავის მატჩში”. როგორია შთაბეჭდილებები?

- მრავლად იყო გართობა. უამრავი დადებითი ემოცია მივიღე. შესანიშნავი იყო ამ ბიჭებთან ერთად ყოფნა. გასულ სეზონში კი გულშემატკივრებმა აღმოსავლეთი კონფერენციის სასტარტო ხუთეულში ამირჩიეს, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ. თავიდან არ დავიჯერე. თუ სიმართლე გაინტერესებთ, მაყურებლების აღიარება, აგრეთვე პირადი ჯილდოები და ტიტულები ჩემთვის ერთგვარი ავანსია. ეს მაიძულებს უფრო მეტი ვიმუშაო.

- 2010 წელს დებიუტი გქონდათ აშშ-ის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატზე და იქ ოქროს მედალი მოიპოვეთ. ამ ტიტულს როგორ შეაფასებდით?

- საკუთარი ქვეყნისთვის თამაში - უდიდესი პატივი და სიამაყის საბაბია. სათამაშო თვალსაზრისით, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა - მნიშვნელოვანი და კარგი გამოცდილებაა. გუნდში ბევრი უმაღლესი დონის კალათბურთელი გვყავდა. მათთან ერთად ყოველდღე თამაში და ვარჯიში, მათ მოქმედებებზე დაკვირვება - ამან ფასდაუდებელი სარგებლობა მომიტანა. და კიდევ, საინტერესო იყო სხვა საკალათბურთო კულტურებთან შეხვედრა. მიუხედავად იმისა, რომ ოქროს მედლები მოვიგეთ, ყველა გუნდი ცდილობდა ჩვენთვის მაქსიმალური წინააღმდეგობის გაწევას.

- გეგმავთ ლონდონის ოლიმპიადაზე გამგზავრებას?

- თუ ჩვენი მწვრთნელი მაიკ კრჟიჟევსკი დამიძახებს - რა თქმა უნდა, წავალ. ბედნიერი ვიქნები თუ ნაკრებს სარგებლობას მოვუტან.

- დავუბრუნდეთ “ჩიკაგოს”. ფიქრობს თქვენი გუნდი ამ სეზონში ტიტულის მოპოვებას? კიდევ რომელი გუნდი აცხადებს პრეტენზიას ჩემპიონობაზე?

- როგორც უკვე გითხარით, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. სიმართლე გითხრათ, “მაიამისთან” წაგების შემდეგ, გარკვეული ხანი კალათბურთის დავიწყებას ვცდილობდი. ტელევიზორით სპორტულ ამბებს არ ვუყურებდი, თვალი არ მიდევნებია დრაფტის ცერემონიისთვის.

რაც შეეხებათ ტიტულისთვის პრეტენდენტებს, ვფიქრობ, წელს ეს სია საკმაოდ გრძელია.

- ბოლო წლებში NBA-ში სულ უფრო მეტი კალათბურთელი თამაშობს ევროპიდან...

- კალათბურთის თამაში ყველგან იციან. მაგალითად, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ “ჩიკაგოში” გადავიდა თურქი ცენტრი ომერ აშიქი. სხვათა შორის ჩვენი გზები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გადაიკვეთა. მართალია, ის ახალგაზრდაა, მაგრამ ჩანს, რომ ნამდვილი პროფესიონალია. სწრაფად ითვისებს ინფორმაციას მწვრთნელებისგან და პარტნიორებისგან, არ მალავს სწავლის სურვილს, კარგად იცის თავისი როლი გუნდში... სწორედ ასეთი მოთამაშეები გვჭირდება.

- როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

- მუდმივად ვუსმენ საყვარელ სიმღერებს iPod-ით. მაგალითად, უილ უეინს, სხვა რეპერებს. ბოლო დროს სულ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ ბიგ შონის ხელოვნებას. ეს ბიჭი დეტროიტიდანაა, დეტროიტი და ჩიკაგო კი თითქმის ერთი და იგივეა. მომწონს როგორ კითხულობს შონი რეპს. მისი სიმღერები პატივისცემას იმსახურებს.

- საყვარელი ფილმი თუ გაქვთ?

- კონკრეტულად ამორჩევა გამოჭირდება. ძველი ფილმებიდან მომწონს “ილუზიონისტი”, “საწვრთნელი დღე”, “შვიდი ცხოვრება”... ერთ-ერთი ბოლო ფილმი, რომელზეც მეგობრებთან ერთად წავედი - “ძალიან ცუდი მასწავლებელი” იყო კემერონ დიასით მთავარ როლში. მაგრამ ასეთი კინო, რა თქმა უნდა, გოგონებისთვისაა.

- თვალს ადევნებთ სპორტის სხვა სახეობებს?

- ფანი ვარ ყველაფრის, რაც ჩიკაგოს უკავშირდება. ამიტომაც “ბერზის” დიდი გულშემატკივარი გახლავართ (“ჩიკაგო ბერზი” - ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში). ასევე ძალიან მომწონს მაგიდის ჩოგბურთი. ალბათ, იმიტომ, რომ ცუდად არ ვთამაშობ და მუდმივად ვუგებ ჩემს მეგობრებს.

- NBA-ის ბევრი კალათბურთელი ჭკუას კარგავს ვიდეოთამაშებზე...

- ჩემი საყვარელი თამაშებიაა - Mortal Combat, Call of Duty, Rainbow Six და, რა თქმა უნდა, 2K.

- პროფესიონალი კალათბურთელი რომ არ გამოსულიყავით, რა პროფესიით შეინახავდით თავს?

- მე მგონი Apple-ში ვიმუშავებდი. ძალიან მომწონს ტექნიკური სიახლეები, რომელსაც მუდმივად იგონებენ. ვფიქრობ, ამ სფეროში ვცდიდი ძალებს.

- ზაფხულში NBA-ის კიდევ ერთ ვარსკვლავთან დუაიტ ჰოვარდთან ერთად ჩინეთში იმოგზაურეთ. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ამ მგზავრობიდან?

- ფანტასტიკური! ეს მართლაც რაღაც დაუჯერებელი იყო. სიმართლე გითხრათ, კარგად არ ვიცნობდი ამ ქვეყანას და არც ის ვიცოდი, რამდენად უყვართ იქ კალათბურთი. ძალიან კარგი დახვედრა მოგვიწყვეს. აღმოჩნდა, რომ ჩინეთში კალათბურთი პოპულარულია. ამ ზაფხულსაც დიდი სიამოვნებით გავემგზავრები.

- სავარაუდოდ, ბევრი პერსონალური ფანი გყავთ. ეს პასუხისმგებლობას გმატებთ?

- უკვე გითხარით, რომ გულშემატკივრებისთვის ვთამაშობ. და ხშირად ვფიქრობ ჩვენს ნორჩ თაყვანისმცემლებზე. ზოგიერთი ბავშვისთვის კალათბურთი - ერთადერთი სიხარულია ცხოვრებში. მაჯაზე სვირინგიც კი გავიკეთე - ერთადერთი სიტყვა: Hope (“იმედი”). როცა ხვდები ბავშვებს გაჭირვებული ოჯახებიდან ან საერთოდ ობლებს, ხვდები რამდენად უჭირთ მათ და რამდენად მარტოსულად გრძნობენ თავს. აუცილებელია ისე გავაკეთოთ, რომ მათ მუდმივი იმედი ჰქონდეთ.

მოკლედ, მინდა ასეთი იმედი გავხდე არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვის. არასოდეს არ უნდა დანებდნენ. შანსი ყოველთვის არსებობს და მისთვის უნდა იბრძოლო. ვცდილობ, სხვებს მაგალითი მივცე. როცა ისინი მხედავენ, უნდა გაიფიქრონ: ეს ბიჭიც ქუჩაში თამაშობდა კალათბურთს, ახლა კი მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში გამოდის.

დერიკ მარტელ როუზი

დაიბადა 1988 წლის 4 ოქტომბერს ქალაქ ჩიკაგოში

გამთამაშებელი. სიმაღლე: 191 სმ. წონა: 86 კგ.

კალათბურთის თამაში დაიწყო სამი უფროსი ძმის ხელმძღვანელობით

თამაშობდა მემფისის უნივერსიტეტის გუნდში, რომელიც შემადგენლობაში 2007-08 წლების სეზონში NCAA-ის ფინალში გავიდა

2008 წლის დრაფტზე "ჩიკაგო ბულზმა" პირველ ნომრად აირჩია. სადებიუტო სეზონში საშუალოდ 16.8 ქულას, 6.3 შედეგიანი გადაცემასა და 3.9 მოხსნას აგროვებდა. გახდა სეზონის საუკეთესო ახალბედა

2010-11 წლების სეზონში (25.0 ქულა, 7.7 პასი, 4.1 მოხსნა) "ბულზი" 1998 წლის შემდეგ პირველად გაიყვანა NBA-ის პლეი ოფის ნახევარფინალში

2010-11 წლების სეზონის MVP

არის ყველაზე ახალგაზრდა MVP ისტორიაში (22 წლის და 6 თვის)

"ყველა ვარსკვლავის მატჩის" ორგზის მონაწილე (2010, 2011)

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი აშშ-ის შემადგენლობაში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!