საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა 25 თებერვალს გასამართი მატჩისთვის არც რეზო გიგაურს უხმო

საქართველოს ნაკრები 25 თებერვალს ერთა თასის გათამაშების მორიგი ტურის მატჩში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა საწვრთნელ შეკრებაზე, რომელიც ორშაბათიდან დაიწყება, 28 მორაგბეს უხმო.

ესპანეთთან მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად გუნდში გამოძახებულნი არიან პირველხაზელები ვასილ კაკოვინი, დავით ქუბრიაშვილი, რეზო ბელქანია. სავარაუდოდ, მეორე ხაზში ითამაშებს შალვა სუთიაშვილი. მესამე ხაზს დაემატა მამუკა გორგოძე და ვიქტორ კოლელიშვილი.

ცხრა ნომრის პოზიციაზე გამოძახებულთა შორის არ არის ირაკლი აბუსერიძე. პორტუგალიელებთან სათამაშოდ აქ ბიძინა სამხარაძე და გიორგი ბეგაძე მოემზადებიან.

არ გამოუძახიათ ასევე ფულბეკად მოთამაშე რეზო გიგაურიც. კვლავ არ არის ნაკრებში შუამარბი თედო ზიბზიბაძე.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: ვასილ კაკოვინი (ბრივი), დავით ქუბრიაშვილი, ლევან ჩილაჩავა (ორივე-ტულონი), რეზო ბელქანია (ლა სეინი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები).

მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), შალვა სუთიაშვილი (მასი).

მესამე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), დიმიტრი ბასილაია (ვალანს დაჟენი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), გიორგი კალმახელიძე (არმია), ბექა ბიწაძე (ბრივი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი).

#9 ბიძინა სამარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ბათუმი XV)

#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა მალაღურაძე (ვალანსი).

#12-13: მერაბ შარიქაძე (აკადემია), დავით კაჭარავა (ნიცა),

#11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), ალექსანდრე თოდუა (ლელო), გიორგი შკინინი, ირაკლი ჩხიკვაძე (ორივე-აკადემია).

#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (გდინია).

ერთა თასი 2012

თ მ ფ წ ბ ქ

1.რუმინეთი 1 1 0 0 +8 4

2.ესპანეთი 1 1 0 0 +7 4

3.რუსეთი 1 1 0 0 +1 4

4.პორტუგალია 2 0 0 2 -9 2

5.საქართველო 1 0 0 1 -7 1

6.უკრაინა 0 0 0 0 0 0

ორი წლის ჯამი

თ მ ფ წ ბ ქ

1.საქართველო 6 5 0 1 +126 23

2.რუმინეთი 6 4 0 2 +105 20

3.პორტუგალია 7 3 0 4 +6 16

4.რუსეთი 6 3 0 3 +3 15

5.ესპანეთი 6 3 0 3 -26 14

6.უკრაინა 5 0 0 5 -164 0

III ტური

25 თებერვალი

საქართველო-პორტუგალია, რუსეთი-რუმინეთი, უკრაინა-ესპანეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nik
ვნახოტ აბა რას იზავს და მერე ეხლაც ტუ ვერ მოვუგეტ პორტუგალიას, კველამ ერტად ვაგინოტ ჰეიგს
kao
ერთ დღეში ნაკრების დაშლა გაგიაგიათ?ან სულ ამოგვაგდებს ეს ჰეიგი ან აგვაშენებს?!
bondo
ქართველს თუ ფეხი დაუცდა ზედ გადავუვლით.უცხოელს კი არაფერი არ უნდა ვკადროთ.ეს რა უბედურება გვჭირს.რატომ არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარს რაგბის ნაკრების მთავარ მწვრთნელზე.
bondo
წინა თამაშში გორგოძე არ გამოიძახა, ეხლა აბუსერიძე.ჩამოყვანამდე ეგ კაცი ფსიქიატრს გაასინჯეთ?
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა