თბილისის "დინამოს" გულშემატკივართა კლუბები, "გლადიატორები" და "დინამიტები" გაერთიანდნენ
წლების წინათ, როდესაც თბილისის "დინამოს" ძალიან უჭირდა, ლევან და ზურაბ ღამბაშიძეეებმა, გიორგი გულბანმა, როლანდ გაფრინდაშვილმა და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდამ თბილისელთა ფანკლუბი ჩამოაყალიბეს.

სამწუხაროდ, "ბალუ" (ლევან ღამბაშიძე) გარდაიცვალა, გიორგი გულბანი ჟურნალისტიკაში გადავიდა და კლუბში ძველებიდან მხოლოდ როლანდ გაფრინდაშვილი შემორჩა და "გლადიატორების" ის სახე ჩამოაყალიბა, რომლითაც დღეს უმაღლესი ლიგის მონაწილე გუნდების ქალაქებსა და სტადიონებზე კარგად ცნობენ - ისინი ყველაზე უკეთ ორგანიზებული საკლუბო ფანები არიან, აღარავის უკვირს "დინამოს" მატჩებზე გამოფენილი პლაკატები და ბანერები, მცირე ჯგუფის საკმაოდ ეფექტური შეძახილები და გუნდის გასვლით მატჩებზე მათი ხილვა.

"გლადიატორები" კლუბის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აქტიურად მონაწილეობენ, აქვთ საკმაოდ კარგი და ინფორმაციული ვებგვერდი და ამით "დინამოს" ის ელფერი შესძინეს, რაც ტრადიციულ კლუბებს უნდა ახასიათებდეს.

2010 წელს კი "ქართული სპორტის ქომაგებმა" დაარსეს "დინამოს" მეორე ფან-კლუბი "დინამიტები". ერთი ხანობა მათ შორის დაძაბული ურთიერთობა იყო და საყვარელ გუნდს სტადიონის სხვადასხვა სექტორებიდან ქომაგობდნენ.

მაგრამ მოსახდენი მოხდა და ერთი კლუბის სიყვარულით დაპირისპირება დაძლიეს: ბოლო რამდენიმე თამაში ერთ სექტორში მოთავსდნენ, "რადიო 1"-ის ეთერში, ელენე ბილიხოძის საავტორო გადაცემა "ესტაფეტაში" კი გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ამიერიდან ერთად იქნებიან, ერქმევა "გლადიატორები" და "დინამოს" კიდევ უფრო ძლიერი ფანკლუბი ეყოლებაო.

ასეც იქნება, რადგან ძალა ერთობაშია, შინ და გარეთ კიდევ უფრო მეტი შემართებითა და ენერგიით უგულშემატკივრებენ "დინამოს".

იმედია, ასევე მოხდება ეროვნული ნაკრების გულშემატკივართა სხვადასხვა დაჯგუფებების შემთხვევაშიც - გაერთიანება უფრო მეტ ეფექტს მოიტანს. "გლადიატორების" გადაწყვეტილება იმ კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნაკრებს "ქართული სპორტის ქომაგებთან" ერთად უგულშემატკივრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლადო
დინამოს პატარკაციშვილის დროს საუკეთესო გუნდი და ფანკლუბი ყავდა. ჯინგლები თბილისში ჩამოსვლასაც ვერ ბედავდნენ! აი გლადიატორები კი სულ ყიჟინით და გუგუნით დაატყდებოდნენხოლმე თავს ყველა ქალაქს! ახლა კი ყველაზე სუსტი და არათვითმყოფადი ფანები დინამოს ყავს, როფორც გუნდი! იმედია ყველაფერი ძველებურად კარგად იქნება!
toto
20 კაცის ორგანიზებას რა უნდა თქვენ. :) ქუთაისის შემდებ ბატონო მერაბ არიან კი საუკეთესოები
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა