ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხების გადასაჭრელად "ქარიშხალაში" ფუტსალის ასოციაციის გამგეობის სხდომა გაიმართა
ფუტსალში დატრიალებული მოვლენებზე ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე იმსჯელეს, შემდეგ კი ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელი - რევაზ შენგელია ფუტსალის რვა კლუბის (6 - თბილისური, ქუთაისისა და თელავის) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ფედერაციის გენერალურმა სამდივნომ ფუტსალში საქართველოს ჩემპიონატის დებულების ახალი ვერსია მოამზადა, რომელიც კლუბების წარმომადგენლებს დაურიგდათ შენიშვნებისა და წინადადებების მოსამზადებლად.

ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ჩემპიონატში მონაწილეობა 8 გუნდს სურს. მკაცრ მოთხოვნებს მხოლოდ 4 მათგანი აკმაყოფილებს. ფედერაცია ასეთ გუნდებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას, გადასახადისგან გათავისუფლებასა და ტრანსპორტირების საკითხების მოგვარებას ჰპირდება. ჩემპიონატი კი, ალბათ, ორ წრედ თბილისსა და ქუთაისში ჩატარდება.

ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხების გადასაჭრელად "ქარიშხალაში" ფუტსალის ასოციაციის გამგეობის სხდომა გაიმართა, რომელსაც 9 წევრიდან 5, ანუ ნახევარზე მეტი ესწრებოდა. გამგეობის წევრის, გიორგი დარჯანიას თქმით, ეს გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილებას იძლეოდა.

სხდომას არ ესწრებოდა სფა-ს პრეზიდენტი (რომელიც გამგეობის თავმჯდომარეა). ვიცე-პრეზიდენტის, ირაკლი ქავთარაძის წინადადებით, სხდომის თავმჯდომარედ გამგეობის წევრი ლევან გრიგოლია აირჩიეს.

"ვინაიდან ფუტსალის ასოციაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტია, მისი წესდება ფედერაციის წესდებას უნდა შეესაბამებოდეს. ამასთან დაკავშირებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს წესდების ახალ პროექტს, რომლის რედაქტირება ფედერაციას ეთხოვა.

გამგეობამ დაადასტურა პატივისცემა კახა დევდარიანისადმი და ამის გამო მისი განცხადება საპატიო პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

ეს განცხადება იყო პროტესტი ასოციაციაში არსებული მდგომარეობის გამო და ქართული ფუტსალის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ბატონ კახას სფა-ს საპატიო პრეზიდენტობა შეუნარჩუნდა.

ამას გარდა, უარყოფითად შეფასდა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოსვლა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებზე და გამგეობამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას რეკომენდაცია გაუწია, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ზაალ ჩიტალაძეს კონტრაქტი შეუჩეროს.

ვინაიდან საქართველოს ფუტსალის ასოციაციის საშეჯიბრო კომიტეტმა ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების ჩატარება ვერ უზრუნველყო, ეს უფლებაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებას გადაეცა, საქართველოს ფუტსალის ასოციაციის საშეჯიბრო კომიტეტის უფლებამოსილება კი გაუქმდა.

გამგეობაზე გადაწყდა, რომ ასოციაციის მორიგი კონფერენცია 2012 წლის 10 მარტს ჩატარდება, საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგება კი გამგეობის წევრს ლევან გრიგოლიას დაევალა. სხდომის ოქმი დამოწმებულია ნოტარიულად", - ამბობს დარჯანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა