7 სექტემბერს ბოლო ტურში თურქები ირლანდიას ქოჯაელის "ისმეტფაშას" სტადიონზე უმასპინძლებენ, ოთარ გაბელიას შეგირდები კი თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სომხეთს მიიღებენ.

პიერლუიჯი ტამის მიერ გაწვრთნილმა შვეიცარიელმა ახალგაზრდებმა ლუგანოს "სტადიო დე კორნარედოზე" ირლანდიას 1:0 სძლიეს და ჩვენს ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდეს. ერთადერთი გოლი 48-ე წუთზე ფაბიან ფრაიმ გაიტანა. II შესარჩევ ჯგუფში სადღეისოდ ასეთი მდგომარეობაა:

თ მ ფ წ ბ ქ

1. შვეიცარია 10 6 2 2 15-8 20

2. საქართველო 9 4 3 2 12-7 15

3. თურქეთი 9 4 1 4 12-11 13

4. ესტონეთი 10 3 3 4 9-16 12

5. სომხეთი 9 3 1 5 16-19 10

6. ირლანდია 9 1 4 4 11-14 7

7 სექტემბერს ბოლო ტურში თურქები ირლანდიას ქოჯაელის "ისმეტფაშას" სტადიონზე უმასპინძლებენ, ოთარ გაბელიას შეგირდები კი თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სომხეთს მიიღებენ.

საქართველოს სომხეთთან ფრეც ჰყოფნის ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად. ირლანდიასთან მოგებით ჩვენი დაწევა თურქეთს შეუძლია, მაგრამ რაკი მათ ორივე შეხვედრა მოვუგეთ (4:0, 1:0) და სომხეთთან ფრის შემთხვევაშიც ვინარჩუნებთ მეორე ადგილს. მაგრამ საკმარისია კი ეს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად?

ტურნირის დებულებაში ვკითხულობთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშობს 8 გუნდი - მასპინძელი, პლუს პლეი ოფში გამარჯვებული 7 გუნდი. საუკეთესო "შვიდეულს" ჯგუფის გამარჯვებულებსა (სულ 10) და პლუს 4 საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის პლეი ოფში გამარჯვებულები გამოავლენენ. წყვილები შინ და გარეთ ითამაშებენ. დანარჩენი 6 მეორეადგილოსანი ჯგუფში ჩარჩება...

ასე რომ, თბილისში სომხებს აუცილებლად უნდა მოვუგოთ და რაც შეიძლება დიდი ანგარიშით, რადგან ბურთების შეფარდებასაც დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.

ახლა იმაზე, თუ როგორ შეირჩევა 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი. 10 ჯგუფიდან ორში (I და II, ანუ ჩვენი) 6-6 გუნდია, დანარჩენ რვაში კი 5-5. ბუნებრივია, 6 და 5-გუნდიანი ჯგუფის მეორეადგილოსნები არათანაბარ მდგომარეობაში არიან. ამის გამოსარიცხად, ანუ ქულები თანაბარი რაოდენობის თამაშებიდან რომ დაითვალოს, 6-გუნდიანი ჯგუფების მეორეადგილოსნებს ბოლოადგილოსანთან დაგროვილი ქულები აკლდებათ.

ამ წესის გათვალისწინებით, საქართველო ახლა 13-ქულიანია, რადგან ბოლოადგილოსან ირლანდიასთან ორივე მატჩი ფრედ ითამაშა. სამწუხაროდ, ქულები მარტო ჩვენ და რუსეთს გვაკლდება, რადგან მხოლოდ ჩვენი ჯგუფებია 6-გუნდიანი. რუსეთს აუტსაიდერებთან მაქსიმუმი - 6 ქულა აქვს მოპოვებული და ჩვენზე მეტი დააკლდება.

თუმცა აქ მეორე ვარიანტია - თურქეთთან ირლანდიამ რომ მოიგოს, 10 ქულას დააგროვებს და თუკი თბილისში სომხებს მოვუგეთ, მათ თანაბარი ქულები (10-10) უგროვდებათ. ასეთ შემთხვევაში, რომელი მათგანი დარჩება ბოლო ადგილზე? სომხებს მეტი მოგება აქვთ, ირლანდიას ორივე შეხვედრა მოუგეს - ანუ, ირლანდია მაინც ბოლოზე რჩება.

ეგ არის, რომ საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად არც ესაა საკმარისი. ჯერ - სომხეთი რაც შეიძლება დიდი ანგარიშით უნდა დავამარცხოთ, ბურთების უკეთესი სხვაობა რომ შევიქმნათ. მეორე - სხვა ჯგუფებში მეორეადგილოსნებს მეტი ქულაც აქვთ დაგროვილი, თუნდაც აუტსაიდერებთან გამოკლებულის გათვალისწინებით.

ესტონეთში სასტარტო მატჩი ფრედ რომ დაგვემთავრებინა და ირლანდიასთან თუნდაც ერთი თამაში მოგვეგო, საკმაოდ კარგი შანსი გვექნებოდა. მაგრამ მცირე შანსიც შანსია. ბოლოს კი, მეტი თვალსაჩინოებისთვის, ვნახოთ რა მდგომარეობაა ამ მომენტისთვის მეორეადგილოსნებს შორის.

ჯ გ ბ/სხ ქ

V ისლანდია +20 16

IV ესპანეთი +9 16

I რუსეთი +16 15

VIII ბელგია +3 15

X ავსტრია +7 14

IX ინგლისი +5 14

VII სლოვაკია +3 14

III იტალია +6 13

II საქართველო +5 13

VI ჩერნოგორია +3 13

(ჯ - ჯგუფი, გ - გუნდი, ბ/სხ - ბურთების სხვაობა, ქ - ქულები)

ika
სტატიის ავტორს, ერთი უზუსტობა შეეპარა: რუსეთი ნაკრებს ჯგუფის ბოლო ადგილოსან ანდორასთან აღებულ 6 ქულასთან ერთად ანდორასთან გატანილი ბურთებიც აკლდება, ანუ რუსეთის ნაკრებს ამჟამად გამოსდის 15 ქულა და ბურთების ბალანსი +8
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა