"კრივბასის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გუნდის ლეგიონერებს ნაკრებში მიწვევა მიუვიდათ
საქართველოს ეროვნული გუნდი 2012 წლის პირველ მატჩს 29 თებერვალს, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.

ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას მომავალი ამხანაგური შეხვედრისთვის გამოძახებულთა სია ოფიციალურად ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ნაკრების მოთამაშეებისა და მათი კლუბების ინფორმირება უკვე დაწყებულია.

როგორც უკვე გაუწყვეთ, კიევის "არსენალის" ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ნაკრებში მიწვევა მიიღო. უკრაინული კლუბიდან ნაკრებში ქეცბაიამ კიდევ ორ ქართველ ფეხბურთელს უხმო. "კრივბასის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ნაკრებში გამოძახებულია უჩა ლობჟანიძე და ჯაბა კანკავა.

შეგახსენებთ, რომ ნაკრებში უვკე გამოძახებულები არიან "კრასნოდარის" ფეხბურთელები - ნუკრი რევიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი და ოთარ მარცვალაძე და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე. დიდი პაუზის შემდეგ, რომელიც ტრავმებით იყო გამოწვეული, ეროვნულ გუნდს ლევან ყენია დაუბრუნა (იხილეთ სტატია).

საქართველო-ალბანეთის მატჩი 18:00 სთ-ზე დაიწყება და მასზე დასწრება გულშემატკივრებისთვის უფასო იქნება.

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა