დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა ინგლისში თავიანთი ცნობილ შვიდსაძინებლიან სახლს ჰყიდიან, რაც მხოლოდდამხოლდ ერთს შეიძლება ნიშნავდეს...

დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა ინგლისში თავიანთი ცნობილ შვიდსაძინებლიან სახლს ჰყიდიან, რაც მხოლოდდამხოლდ ერთს შეიძლება ნიშნავდეს - ისინი საბოლოოდ გადადიან ამერიკაში. სახლს, რომელსაც პრესა "ბექინგემის სასახლეს" უწოდებდა (მოგეხსენებათ, ინგლისის მეფის სასახლეს ბუკინგემისა ჰქვია და სიტყვათა თამაშიც ამაზე იყო აწყობილი) გარს 24 აკრი მიწა (1 აკრი 4,046 კვადრატული მეტრია) აკრავს. ფეხბურთელმა და პოპ-ვარსკვლავმა ჰერტფორდშირში მდებარე ეს უძრავი ქონება 1999 წელს 2,5 მილიონ ფუნტად შეიძინეს, ახლა კი გასაყიდად 18 მილიონად გააქვთ.

ეს თანხა, 18 მილიონი, "ბექინგემის სასახლეზე" ლაპარაკისას კიდევ ერთხელ გვხვდება - სწორედ ამდენი დახარჯა ვარსკვლავურმა წყვილმა 11 წლის განმავლობაში ადგილ-მამულის მოწყობაზე. რა შეჰმატეს იქაურობას? შიდა და გარე საცურაო აუზი, პატარა ზოოპარკი, ხმის ჩამწერი სტუდია, სნუკერის სათამაშო ოთახი, სპორტული დარბაზი და კორტი ღამის განათებით.

ბაღში სამი ტალავერია, სამივე სხვადასხვა თემით: ერთგან თავი ტბის ნაპირას გეგონებათ, მეორე უფრო რომანტიკულია, მესამე კი ორნამენტებით უხვი. ბექჰემებმა გააკეთეს ბაღი-პავილიონიც, რომელსაც მარმარილოს იატაკი აქვს. აქვეა მწვადის შესაწვავი ბუხარ-ღუმელი, რომელიც 70 ათასი ფუნტი დაჯდა.

ინგლისური ტაბლოიდები ხაზს უსვამენ, რომ ბექჰემები ლოს ანჯელესში სამი წლის წინ გადასახლსდნენ და ძალიან იოლად აუღეს უცხოეთში ცხოვრებას ალღო. ოჯახი, რომლის ქონებაც 125 მილიონ ფუნტად არის შეფასებული საბოლოოდ ამერიკაში აპირებს დასახლებას. შეგახსენებთ, რომ დევიდსა და ვიქტორიას სამი ვაჟი ჰყავთ: 11 წლის ბრუკლინი, 8 წლის რომეო და 5 წლის კრუზი. ლოს ანჯელესში ბექჰემების ოჯახს სამეგობრო წრეც გამოუჩნდა. მათთან ახლობლობენ ტომ კრუზი, ევა ლონგორია და კეიტ ბეკინსეილი.

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე