მარიუპოლის "ილიჩივეცმა" სპარინგ-მატჩში ლვოვის "კარპატი" ქართველის გოლით დაამარცხა
მარიუპოლის "ილიჩივეცმა", რომელშიც ქართველი ლეგიონერები თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე ირჯებიან, მორიგი სპარინ-მატჩი თურქულ ჩოლაკლიში გამართა. "ილიჩივეცმა" თორნიკეს გოლით ასევე უკრაინულ "კარპატის" 1:0 მოუგო, რომლის რიგებშიც ბუბა დაუშვილი თამაშობდა (იხილეთ ვიდეო).

აღსანიშნავია, რომ საგოლე პასი ოქრიაშვილს თარგამაძემ გაუკეთა.

თარგამაძემ სრული მატჩი ჩაატარა, ხოლო ოქრიაშვილი 36-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. დაუშვილმა კი მოედანზე 50 წუთი დაჰყო.

თამაშის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა "ილიჩივეცის" ოფიციალურ ვებ-გვერდს მცირე ინტერვიუ მისცა:

- საინტერესო თამაში გამოგვივდა. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ვიზეიმეთ - ვაჯობეთ ჩვენ ძველ ნაცნობ ლვოვის "კარპატის".

საერთოდ, ორივე გუნდმა კარგი თამაში აჩვენა, თუმცა გატანა ჩვენ შევძელით, მეტოქემ კი - ვერა.

სამწუხაროდ, მსაჯობა ცუდი იყო, თანაც, ორივე გუნდისთვის. თუმცა, ამას უკვე მივეჩვიეთ - ანთალიურ შეკრებაზე ასეთი რამ ხშირად ხდება.

- ამ თამაშში გამარჯვების გოლი შენ გაიტანე...

- დიახ და სასიამოვნოა, რომ ის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. თუმცა, ამ გოლში დამსახურება დავით თარგამაძეს უფრო მიუძღვის, რომელმაც ბრწყინვალე პასი გამიკეთა. შეიძლება ითქვას, მე უფრო გამიმართლა - მხოლოდ ზუსტი დარტყმით შეტევისთვის საბოლოო წერტილის დასმა მევალებოდა. ამაში განსაკუთრებული არაფერი იყო, მე ხომ მოედანზე ჩემ საქმეს ვაკეთებდი.

ჩემი ნება რომ იყოს, ამ გატანილ გოლს თარგამაძის აქტივში ჩავათვლევინებდი.

- თამაშის საბოლოო შედეგმა დაგაკმაყოფილათ?

- დიახ. "კარპატის" მეორე ტაიმში ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, ჩვენ კი კონტრშეტევებზე ვთამაშობდით და ანგარიშის გაზრდა შეგვეძლო. ასე იყო, თუ ისე, 1:0 მთლიანად ასახავს მოედანზე განვითარებულ მოვლენებს.

- ლვოვური გუნდის შემადგენლობის სასტარტოში მურთაზ დაუშვილმა ითამაშო. იცნობთ მას?

- დიახ, ოღონდ დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს. ბოლოს ჯერ კიდევ საქართველოში შევხვდით, როდესაც ახალგაზრდულ ნაკრებში ერთად ვთამაშობდით.

მასთან შეხვედრამ ძალიან გამახარა. ასევე ძალიან მახარებს ის, რომ მურთაზი ამჟამად უკრაინაში თამაშობს და ერთმანეთს ხშირად ვნახავთ. ის კარგი ფეხბურთელია და ვფიქრობ, "კარპატის" გააძლიერებს.

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა