ფინურ ვირუმაეკში დამთავრებულ ევროპის ჩემპიონატში ქართველი მსროლელები წარუმატებლად გამოვიდნენ
ქართველი მსროლელები წარუმატებლად გამოვიდნენ ფინურ ვირუმაეკში დამთავრებულ ევროპის ჩემპიონატში - ახალგაზრდების დარად, მედლის მოპოვება ვერც უფროსებმა შეძლეს.

თავის შესაძლებლობებზე აშკარად სუსტად გამოვიდა გუნდის ლიდერი, მსოფლიოს შვიდგზის, ევროპის სამგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, რომელმაც შესარჩევი ეტაპი მისთვის უჩვეულოდ დაბალი შედეგით - 380 ქულით დაასრულა, რაც მეცხრამეტე მაჩვენებელი აღმოჩნდა.

ცხადია, ჩვენებური ვერც ფინალში მოხვდა. 375 ქულით 64 მონაწილეს შორის 35-ე ადგილზე გავიდა ნინო უჩაძე. ეს წარმატება ნამდვილად არაა, მაგრამ რამდენიმეწლიანი შესვენების ფონზე (სპორტიდან წასული იყო და ამ ტურნირზე დაბრუნდა) ქულათა რაოდენობა საყურადღებოა.

ქალებში ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა სერბი ბობანა ველიკოვიჩი, რომელიც 388 ქულით შესარჩევიდანვე დაწინაურდა, რასაც ფინალში 99.1 დაუმატა და ჯამში 487.1 დააგროვა.

ვერცხლი წლის ქალ მსროლელად დასახელებულმა უკრაინელმა მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ოლენა კოსტევიჩმა მოიპოვა 486.7 ჯამური შედეგით, ბრინჯაო კი ახალგაზრდა რუსმა ლუბოვ იასკევიჩმა დაისაკუთრა 483.9-ით.

ვაჟთა შორის ლევან ქადაგიძე გამოდიოდა, რომელიც 570 ქულით 51-ზე გავიდა. აქ ფურორი მოახდინა აქამდე უტიტულო ესპანელმა პაბლო კარერამ, ვინაც ფინალში 584 ქულით მეოთხე შედეგით შევიდა, იქ კი ყველაზე კარგად ისროლა - 103.1 ქულა დააგროვა და 687.1-ით ჩემპიონი გახდა.

ვერცხლი 685.7-ით თურქმა იუსუფ დიკეჩმა ირგუნა, ბრინჯაო - 684.5-იანმა რუსმა ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა ლეონიდ ეკიმოვმა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა