"ვალენსიას" ფეხბურთელს ბენზინგასამართ სადგურზე ავტომობილის ხელის მუხრუჭზე დაყენება დაავიწყდა
"ვალენსიას" ფეხბურთელმა ევერ ბანეგამ ბენზინგასამართ სადგურზე ფეხის ორმაგი მოტეხილობა მიიღო. ბანეგას ხელის მუხრუჭის ამოწევა დაავიწყდა და მანქანიდან გადმოვიდა, რის შემდეგაც ავტომობილი დაგორდა და ფეხბურთელის ფეხი მანქანის ბორბალსა და ბარდიურს შორის აღმოჩნდა.

ფეხბურთელმა წვივის დიდი და პატარა ძვლის მოტეხილობა მიიღო.

20 თებერვალს ბანეგას ოპერაციას ჩაუტარებენ. არგენტინელი ნახევარმცველის გამოჯანმრთელებას ექვსი თვე დასჭირდება.

ექიმმა ენრიკე გასტალდიმ, რომელიც ბანეგას ოპერაციას ჩაუტარებს, მოთამაშის მოტეხილობებს რთული უწოდა. გასტალდიმ თქვა, რომ მას ძვლის ნამსხვრევების მოცილება მოუწევს.

23 წლის ბანეგამ კარიერა არგენტინის "ბოკა ხუნიორსში" დაიწყო, 2008 წლის იანვარში კი "ვალენსიაში" გადავიდა. ნახევარი წლის შემდეგ ის იჯარით მადრიდის "ატლეტიკოში" გაუშვეს. იქ ბანეგამ 2008/09 წლის სეზონი გაატარა, რის შემდეგაც "ვალენსიაში" დაბრუნდა.

არგენტინის ნაკრებში დებიუტი ბანეგას 2008 წლის თებერვალში ჰქონდა. ის პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა, მაგრამ 2010 წლის მუნდიალზე ნაკრებში არ მიიწვიეს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა