"არსენალის" თავკაცმა ჟურნალისტებთან საუბრისას პირველად აღიარა, რომ მისი გუნდისთვის სეზონის "ამბიციური ნაწილი" დასრულებულია
"არსენალის" მთავარმა მწვთნელმა არსენ ვენგერმა ჟურნალისტებთან საუბრისას პირველად აღიარა, რომ მისი გუნდისთვის სეზონის "ამბიციური ნაწილი" დასრულებულია და მაქსიმუმი, რისი მიღწევაც ამიერიდან მათ შეეძლებათ, ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ოთხეულში ადგილის დამკვიდრებაა.

"დღეიდან ჩვენი მთავარი ამოცანა პრემიერლიგაზე ძალების კონცენტრაციაა. ყველას აინტერესებს, ბოლოს და ბოლოს როდის მოვახერხებთ ტიტულის მოგებას, მაგრამ ჩემი აზრით, სეზონის შედეგების მიხედვით ოთხეულში მოხვედრა ნამდვილად კარგი მიღწევა იქნება.

ჩვენთვის ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. როცა ჩემი გუნდის შემადგენლობაში ყველა ჯანმრთელია, ის გრანდების დონეზეა დაკომპლექტებული, მაგრამ სეზონის განმავლობაში ხშირად გვიწევდა და გვიწევს წამყვან ფეხბურთელებზე უარის თქმა.

აგერ, თებერვალი ლამის დასრულდეს და ხომ ხედავთ, უილშირს ჯერ მატჩიც არ ჩაუტარებია, დიაბისაც არ უთამაშია, ახლა მერტეზაკერიც გამოგვაკლდა სეზონის ბოლომდე, სანტოსიც რა ხანია ლაზარეთშია. მსოფლიოში ნებისმიერ კლუბს გაუჭირდებოდა მსგავსი პრობლემების შემთხვევაში. 2-3 ფეხბურთელის ტრავმაც კი მძიმე გადასატანია, ჩვენ კი ბევრად მეტი დავკარგეთ. ჯერჯერობით ახალი სეზონისთვის გეგმები არ განგვისაზღვრავს და ამიტომ ვერაფერს მოგახსენებთ," - აცხადებს ვენგერი.

არსენ ვენგერს პრესისა და გულშემატკივრების გარდა უკვე ვეტერანი ფეხბურთელებიც აკრიტიკებენ. მაგალითად, "არსენალის" თამაშით აღშფოთება არ დაუმალავს როი კინს: "ის, რასაც ახლა ვხედავ, არის ყველა დროის ყველაზე ცუდი "არსენალი". ფეხბურთელები თითქოს ისე თამაშობენ, რომ არც სურვილი ეტყობათ და არც მონდომება, რომ რამე შეცვალონ".

ბუნებრივია, "მეთოფეების" თაობაზე კინზე მეტი სიტყვა "არსენალის" ყოფილ ვარსკვლავ ემანუელ პეტის ეთქმის. ფრანგმა ხომ ძველ "ჰაიბერიზე" კარიერის საუკეთესო 4 წელიწადი გაატარა: "ეს დღეები არსენ ვენგერის კარიერაში, რა თქმა უნდა, ყველაზე ცუდია.

გუნდის ფეხბურთელები ვალდებულნი არიან სარკეში ჩაიხედონ და თავიანთ თავს მარტივი შეკითხვები დაუსვან. ისინი ისე თამაშობენ, თითქოს არ იცოდნენ რა ხდება გუნდის თავს. არ გამოვრიცხავ, არც იცოდნენ სხვანაირად თამაში. მენტალურად ისინი ძალიან სუსტები არიან".

გულშემატკივრები დღემდე გაოცებულები არიან, თუ რატომ გადაწყვიტა "არსენალის" თავკაცმა გასულ ზაფხულს სამირ ნასრისა და ფრანსესკ ფაბრეგასის შემცვლელებზე ფული არ დაეხარჯა.

მათში ხომ ლონდონურმა კლუბმა 57 მილიონი ფუნტი მიიღო. ფრანგმა მიკელ არტეტა და პერ მერტეზაკერიც მხოლოდ მას მერე გადაიბირა, რაც გუნდს პრემიერლიგაში კატასტროფული სტარტი გამოუვიდა (0:2 "ლივერპულთან", 2:8 მანჩესტერ იუნაიტედთან"). ზემოთ ხსენებულ 57 მილიონს ზაფხულზე შეიძლება კიდევ 15 მილიონი დაემატოს, რადგან ალექს სონგის სამსახურით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი "პარი სენ-ჟერმენი" და "ბარსელონა".

ისინი მზად არიან კამერუნელში ეს თანხა გადაიხადონ. 24 წლის ფეხბურთელს "მეთოფეებთან" კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს, მაგრამ მან უკვე რამდენჯერმე ახსენა გაკვრით, რომ არ იქნებოდა წინააღმდეგი, კარიერა უფრო ამბიციურ კლუბში გაეგრძელებინა.

დაბოლოს, "ტელეგრაფის" ცნობით, "არსენალში" შექმნილი კრიზისული სიტუაციის ადგილზე გასაცნობად ამ დღეებში ლონდონს ესტუმრება კლუბის მესაკუთრე სტენ კროენკე. ამერიკელი მილიარდერი ვენგერთან და კლუბის დირექტორატთან შეხვედრას გეგმავს.

გაზეთის მტკიცებით, კროენკე ვენგერს მხარდაჭერას იმ შემთხვევაშიც გამოუცხადებს, თუკი "არსენალი" მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება. კლუბის დირექტორატის წევრები უარყოფენ პრესით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა სეზონის ბოლოს ვენგერის ნაცვლად გუნდი ხოსეპ გვარდიოლამ ჩაიბაროს, თავად ფრანგმა კი დირექტორატში განაგრძოს მუშაობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა