მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს ამსტერდამის კაფეში საეჭვო ნამცხვარი უჭამია
მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ირაკლი ცირეკიძე (100) დოპინგის მოხმარებისთვის სამთვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ამის შესახებ 20 თებერვალს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

თავად ფედერაციაში ცნობა 19 თებერვლის საღამოს მოვიდა, ცირეკიძეს კი ტესტი დეკემბერში ტოკიოში, ძიგორო კანოს "დიდ მუზარადზე" ჩაუტარდა, როგორც მედალოსანს - მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

ახლა მას ის მედალიც ჩამოერთმევა, იქ მოპოვებული 120 სარეიტინგო ქულაც და ამის შემდეგ ჩინეთში აღებული 24-იც ანუ რეიტინგში გვარიანად დაქვეითდება. ამასთან, სადისკვალიფიკაციო ვადაში შეუჩერდება ხელფასი (აკრძალვა არ ეხება მხოლოდ კერძო სექტორს ანუ სპონსორთა მიერ დანიშნულ ანაზღაურებას), აეკრძალება მონაწილეობა როგორც საერთაშორისო შეჯიბრებეში, ასევე - ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. ანუ ცირეკიძე მონაწილეობას ვერ მიიღებს ნაკრების სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებში, თუმცა ინდივიდუალურად მომზადებას არავინ უშლის.

"საკმაოდ არასასურველი ინფორმაცია უნდა გაცნობოთ, რაც ირაკლი ცირეკიძის დოპინგთან დაკავშირებულ პრობლემას ეხება. მას შარშან დეკემბერში მოპოვებული მედლის შემდეგ წესისამებრ აუღეს სინჯები, რომელშიც გადამეტებული რაოდენობით აღმოჩნდა აკრძალული პრეპარატი. ამ ფაქტს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან ერთად აქამდე იკვლევდა და გუშინ საღამოს გვაცნობეს ოფიციალური გადაწყვეტილება ცირეკიძის სამთვიანი დისკვალიფიკაციის შესახებ.

სასჯელის ვადა მას 19 აპრილს ეწურება ანუ ევროპის პირველობაზე იჭიდავებს, რომელიც 26 აპრილს იწყება", - განაცხადა პრესკონფერენციაზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ.

"ლაპარაკია კანაბოიდების ჯგუფში შემავალ პრეპარატზე, რომლის გამოვლენაც მხოლოდ შეჯიბრებისას ხდება, ფიზიკური აქტივობის პირობებში, თორემ არასაშეჯიბრო პირობებში არც ისინჯება. ამ ტიპის პრეპარატი არაა სტიმულატორი ანუ გავლენას არ ახდენს შედეგების მომატებაზე. პირიქით - გარკვეულ მომენტში ორგანიზმს ადუნებს კიდეც, არღვევს კოორდინაციას.

ესაა აღმდგენი საშუალება, რომელიც შეჯიბრებისას იკრძალება, რადგან ეს სპორტული ეთიკის დარღვევადაა მიჩნეული. აკრძალულთა სიაშიც ამიტომაა შეტანილი. ასეთი რბილი სანქცია კი იმან გამოიწვია, რომ ეს არაა სტიმულატორი. თანაც, სპორტსმენმა გაიარა ყველა სავალდებულო პროცედურა - 19 იანვარს მიიღო შეტყობინება და მოხსენებით ბარათში მიუთითა, რომ არ იცოდა ამ პრეპარატის აკრძალვის შესახებ და ეს მისთვისაც მოულოდნელი იყო.

რაკი წამალიც არაა სტიმულატორი, საერთაშორისო ფედერაციამ ყველა ეს არგუმენტი გაითვალისწინა და მკაცრი სანქცია არ გამოიტანა", - განაცხადა საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელმა პალიკო კასრაძემ.

სიტყვა "კანაფიდან" გამომდინარე, ბევრი მიხვდება, კანაბოიდური ჯგუფი რას აერთიანებს და ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ლაპარაკია კონკრეტულად მარიხუანას კვალზე. ცირეკიძეს თავი მოხსენებით ბარათში ჩაუწერია, რომ ამსტერდამში ყოფნისას ერთ-ერთ კაფეში ნამცხვარი უჭამია და ალბათ, ის შეიცავდა მარიხუანას, მე კი ინგლისურის არცოდნის გამო მის შემადგენლობას ვერ გავიგებდიო.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში წასვლამდე ცირეკიძემ მართლაც იჭიდავა ამსტერდამში, ხოლო კანაფის, ყაყაჩოს და ამგვარ მცენარეთა თესლს უცხოეთში ფართოდ იყენებენ კულინარიაში (საქართველოში მკაცრადაა აკრძალული). თან სპორტსმენმა მართლაც არ იცის ინგლისური, ეს ყველაფერი კი საერთაშორისო ფედერაციამ გაითვალისწინა და ამიტომაც აკმარა მცირე სასჯელი.

ბუნებრივია, თავისთავად ჩნდება კითხვა - რა გავლენას მოახდენს ეს ამბავი ირაკლი ცირეკიძის ოლიმპიურ შანსებზე? მას უკვე გაუნახევრდა გერმანიაში შარშან მოპოვებული 24 ქულა, თუმცა ეს წაადგა კიდეც - ეს შედეგი 100%-იანებში მაინც არ შედიოდა ხუთ საუკეთესოში, ახლა კი ის განახევრებული 50%-იანებს დაემატება ანუ შარშანდელი მონაგარი 12 ქულით ეზრდება - 110 უხდება. თუმცა ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც წლევანდელ მაჩვენებელს აკლდება - ერთბაშად 144 ჩამოეჭრება და 296 რჩება.

ამდენად, მთლიანობაში 406 ქულა გამოუდის, რითაც ოლიმპიურ რეიტინგში სალიცენზიო 22-კაციან ზონაში კი რჩება, მაგრამ უკვე გვარიანად ჩამორჩება 644-იან ლომერ ჟორჟოლიანს. ცირეკიძე მსოფლიოს მასშტაბით წონაში მე-16-დან 25-ე ადგილამდე დაქვეითდება, ოლიმპიურში კი მე-13-დან მე-18-ზე გადავარდება. მასთან შიდა სანაკრებო კონკურენციაში ჟორჟოლიანმა კიდევ უფრო განიმტკიცა უპირატესობა - საერთაშორისო რეიტინგში ის კვლავაც მე-14, ოლიმპიურში კი მე-13 რჩება.

სალიცენზიო ტურნირები ისედაც დასასრულს მიუახლოვდა, მხოლოდ ორია დარჩენილი - უახლოეს უქმეებზე პრაღაში გასამართი მსოფლიოს თასი და 26-28 აპრილს ჩელიაბინსკში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატი. საბედნიეროდ, ცირეკიძეს ჩელიაბინსკში ჭიდაობა შეუძლია და მხოლოდ ჩეხეთის გამოტოვება მოუწევს, იქ კი მაქსიმუმი 100 ქულაა.

მართალია, მის რეიტინგს ესეც წაადგებოდა, მაგრამ არც უსაშველო დანაკლისია - 8 საუკეთესოს შორის მხოლოდ ეს შედეგი ვერ შეიყვანდა, თუ ევროპის ჩემპიონატსაც არ მოიგებდა.

ისიც საკითხავია, შეძლებდა თუ ვერა ამდენს, რას იზამდნენ მისი მეტოქეები ანუ იქნებ მაინც ვერ შესულიყო საუკეთესო ოქტეტში, ახლა კი არსებულ რეალობას უნდა შევეგუოთ. თან მადლობა ღმერთს, უფრო ხანგრძლივ დისკვალიფიკაციას რომ გადაურჩა. უბრალოდ, ამ უსიამოვნო სკანდალითა და ქულების ჩამოჭრით ჟორჟოლიანს საკუთარი ხელით გადააბარა კოლოსალური უპირატესობა. თუმცა როგორ გადაწყდება მათ შორის კონკურენცია, ამაზე ფედერაციაში ჯერ ჩამოყალიბებულები არ არიან, რაც ალექსიძემ პირდაპირ განაცხადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tiko
არაუშავს ასეთებს მიჩვეული ვარათ.ბოგმა სხვა როგორ გამოეხატა...მე მაგის კომენტარზე გავიცინე...და კიდევაც გააუქმა მისი დაწერილი მარტლა უტვინო დებილმა..თუ ვერ ხედავს ირაკლის მიგწევებს..ირაკლი გირსეული იყო და იქნება სულ..რაც უნათ ის მოუგონონ...
busa
დებილი თავი გაბია ბოგმისგან არ გასკდეთ...ისე ხართ დაბოგმილები და გინდათ ცირეკიძე ჩავარდეს და არ გებულობდეს მონაწიელეობას..ლიდერი იყო და იქნება ძიუდოში..გასკდით ეხლა.
დევიდ აირონს
რას ერჩით, თიკოს ვერ გავიგე??? აზრის გამოთქმისათვის ადამიანს შეურაცხყოფას როგორ აყენებთ? მითუმეტეს მანდილოსანს! ან რა დაწერა ისეთი???
tiko
shegcxvet amdenis cera...marixuana ara da camali gaiketa da imis xarjze igebda amdens,saqartveloshi xo kargs da girseulebs ebrzvian.erti najeri namcxvari tu shejama bijma sheizleboda shignit mogegvarebinat pederacias da ar gaerchia mtel saqartvelos amdens ki imsaxurebda es biji.irakli yoveltvis girseuli iqnebiiii saqartvelostvis!!
ლუკა
აუ რა ტვინს უბურგავენ აბ ბიჩს,თავი დაანებეთ,როგორ არ უნდათ რომ სპორტში იყოს,დახმარების მაგივრად მიწასთან ასწორებენ,მიდი ციერე შენს გვერდიტ ვართ
vano
არავინ იცის რეალური სიმართლე გარდა ირაკლისა. რაც შეეხება ჟორჟოლიანს ის ძალიან ძლიერია ფიზიკურად და არაჩვეულებრივი ტექნიკა აქვს. დარწმუნებული ვარ,- რომ ლევანი ლონდონში კვარცხლბეგზე დადგება.მას უნდა მიეცეს ოლიმპიადაზე გამოსვლის საშუალება. ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ეს მას ნამდვილად ეკუთვნის.
vasiko basiladze
რათ უნდა მაგას მტკიცება,გაუჩალიჩეს ყველაფერი ამაში დარწმუნებული ვარ,რაც შეეხება შიდა კონკურენციას ნუ ძაბავენ ძალით ყველაფერს შეაჯიბრონ ერთმანეთს სამჯერ ან ოთხჯერ და ისე გადაწყვიტონ,იციან ცირეკიძე ძალიან ძლიერი რომაა და აგარ იციან რა მოიფიქრონ მალადეც ფედერაცია მაგრები ხართ ნაცნობობა სანამ არ დამთავრდება არაფერი გვეშველება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა