საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონის გათამაშება განახლდა
განახლდა გათამაშება საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში. აქ წინა, მე-13 ტური თითქმის მთლიანად გადაიდო.

უამინდობის გამო რამდენიმე შეხვედრა არც ამჯერად ჩატარებულა. ქართველ მორაგბეთა კლუბებს უკეთესი მაჩვენებელი კვლავინდებურად A ჯგუფში აქვთ, სადაც სატურნირო ცხრილის პირველი ოთხი საფეხური "ქართულ გუნდებს" უკავიათ. სულ კი პლეი ოფში მოხვედრის შანსი ჩვენებურთა რვა გუნდს აქვს.

A ჯგუფში 46 ქულით პირველა დგილზე დავით ბოლღაშვილის "ლილია", რომელმაც მე-14 ტურში შინ დაამარცხა "ბობინი" - 25:10. ბოლღაშვილი განაცხადში არ იყო.

ლილელებს ორი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასი". პარიზელებმა ავთანდილ კოპალიანისა და შოთა საყვარელიძის "ორლეანს" შინ დიდი ანგარიშით 49:5 მოუგეს.

სუთიაშვილმა, რომელიც 52-ე წუთზე შეცვალეს, ლელო მატჩის დასაწყისშივე გაიტანა, აშვეთიამ მოედანი 55-ე წუთზე დატოვა, კოპალიანი თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო. საყვარელიძე კი მოედანზე 11 წუთის შემდეგ გამოჩნდა, კობაური განაცხადში არ იყო.

"მასის" რვა ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა შოთა მელიქიძის "მაკონი", რომელმაც სტუმრად მოუგო რეზო გიგაურის, ნიკოლოზ გიორგაძისა და დიმა ხოჭოლავას აუტსაიდერ "ბულონს" - 35:15. ჩვენებურთა ამ გუნდს ჯერ ერთი შეხვედრაც არ მოუგია და სატურნირო ცხრილში ნული ქულა აქვს.

გიორგაძე და გიგაური ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ხოჭოლავას და მელიქიძეს არ უთამაშიათ.

ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დათუნაშვილის "მონლუსონმა", რომელიც 34 ქულით მე-4 ადგილზეა, სტუმრად წააგო გიორგი მჭედლიშვილის "დიჟონთან" - 12:17. ყუფარაძე თამაშში მე-40 წუთიდან ჩაერთო, მჭედლიშვილი მოედანზე მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ჩაერთო, დათუნაშვილი განაცხადში არ იყო.

A ჯგუფი

ლილი-ბობინი 25:10, მასი-ორლეანი 49:5, დიჟონი-მონლუსონი 17:12, ბულონი-მაკონი 15:35, სტრასბური-ნევერი (გადაიდო)

სატურნირო მდგომარეობა

1. ლილი - 46 ქულა, 2. მასი - 44, 3. მაკონი - 36, 4. მონლუსონი - 34, 5. ნევერი - 32, 6. ბობინი - 31, 7. დიჟონი - 31, 8. სტრასბური - 16, 9. ორლეანი - 13, 10. ბულონი - 0.

B ჯგუფში ქართველ მორაგებთა გუნდებიდან საუკეთესო შედეგი გია ლაბაძის, რეზო ბელქანიასა და ვახტანგ მაისურაძის "ლა სეინს" აქვს.

ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი, თენგიზ გელანტიას "ნიმი" - 29:20. ბელქანია და ლაბაძე სათადარიგოთა შორის იყვნენ, მაისურაძე ტრავმირებულია.

ირაკლი ნინიძის "რომანმა", რომელიც 28 ქულით მე-6 ადგილზეა, შინ გაანადგურა აუტსაიდერი "პოკენი" - 85:5. დავით კაჭარავასა და ნიკოლოზ მაღალდაძის "ნიცას" გასვლითი შეხვედრა სტუმრად ჯგუფის ლიდერ "ბურგ ან ბრესთან" უამინდობის გამო გადაიდო. ამავე მიზეზით არ შესდგა ირაკლი მაჩხანელის "სენტ ეტიენისა" და გიორგი კუთარაშვილის "შატორენარის" მატჩიც.

"სენტ ეტიენი" 32 ქულით მე-5 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის იმედი ჯერ არ დაუკარგავს. "შატორენარი" 26 ქულით მეშვიდეა, მას "ნიცა" ოთხი ქულით ჩამორჩება.

B ჯგუფი

მონტობანი-კასტანე 28:26, რომანი-პოკენი 85:5, ლა სეინი-ნიმი 29:20, ბურგ ან ბრესი-ნიცა (გადაიდო), სენტ ეტიენი-შატორენარი (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა

1. ბურგ ან ბრესი - 42 ქულა, 2. მონტობანი - 39, 3. ლა სეინი - 36, 4. კასტანე - 36, 5. სენტ ეტიენი - 32, 6. რომანი - 28, 7. შატორენარი - 26, 8. ნიცა - 22, 9. ნიმი - 11. 10. პოკენი - 3.

ბოლო ტურებში თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად გამოასწორა მერაბ კვირკიაშვილის, გიორგი ჩხაიძის, რობერტ აბესლამიძისა და დავით ოზგებაშვილის "სენ ჟუნიენმა". ჩვენებურთა ამ გუნდმა ზედიზედ რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო და ახლა 27 ქულით მეხუთე ადგილზეა. "სენ ჟუნიენს" კარგი შანსი აქვს პლეი ოფში გასვლისთვის იბრძოლოას.

მე-14 ტურში სენჟუნიენელებმა შინ დაამარცხეს დიდი ანგარიშით სენ ჟან დე ლუზი - 45:9. ამ ჯგუფს 48 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს "კოლომიე", რომელსაც მხოლოდ ერთი წაგება აქვს. მეორეადგილოსან 'ვანს" კი "სენ ჟუნიენი" ექვსი ქულით ჩამორჩება.

C ჯგუფი

ვანი-სენ ნაზერი 13:18, სენ ჟუნიენი-სენ ჟან დე ლუზი 45:9, ლავორი-კოლომიე 14:9, სენ მედარი-მორლაა 10:15, აგეტმო-ლანჟონი 26:3.

სატურნირო მდგომარეობა

1. კოლომიე - 48 ქულა, 2. ვანი - 33, 3. სენ ნაზერი - 32, 4. ლავორი - 31, 5. სენ ჟუნიენი - 27, 6. სენ ჟან დე ლუზი - 26, 7. ლანჟონი - 26, 8. აგეტმო - 24, 9. სენ მედარი - 20, 10. მორლაა - 20.

პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის D ჯგუფში დიმა ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის "ვალანს დაჟენი", რომელიც 39 ქულით მესამე ადგილზეა.

ჩვენებურთა გუნდმა შინ გაანადგურა აუტსაიდერი რიბერაკი -51:0.

აქ გათამაშებას 46 ქულით'"ტიროსი" ლიდერობს, რომელსაც "ვალანს დაჟენი" 7 ქულით ჩამორჩება.

D ჯგუფი

ლურდი-ლიმოჟი 7:19, ოლორონი-მოლეონი 26:13, ბლანიაკი-ტიროსი 14:12, მარმანდი-ლანამეზანი 35:33, ვალან დაჟენი-რიბერაკი 51:0.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტიროსი - 46 ქულა, 2. ლიმოჟი - 41, 3. ვალანს დაჟენი - 39, 4. ბლანიაკი - 34, 5. ოლორონი - 33, 6. ლურდი - 29, 7. ლანამეზანი - 28, 8. მარმანდი - 23, 9. მოლეონი - 15, 10. რიბერაკი - 9.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

karlsoni
ყოჩაღ სუთიაშვილი:) კარგი განწყობით ითამაშებს პორტუგალიასთან:)
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!