ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ნანა ძაგნიძემ სიჩქარეს უმატა

ნანა ძაგნიძემ სიჩქარეს უმატა

თბილისში მიმდინარე "ვარსკვლავთა ტურნირში" მე-8 ტურის შემდეგ ჩვენეური ლიდერებს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩება
სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გრძელდება პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის თასის გათამაშება ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში (თითოეული პარტიისთვის 20 წუთს+ 5 წამი) 12 დიდოსტატის მონაწილეობით.

გუშინ სამი ტურის პარტიები გათამაშდა. განსაკუთრებით ნანა ძაგნიძემ იყოჩაღა, რომელმაც სუპერტურნირის სტარტზე მაინცდამიანც თავი ვერ გამოიჩინა.

მე-6 ტურში ნანამ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) დაამარცხა, მერე კონტინენტის მოქმედ ჩემპიონს ვიქტორია ჩმილიტეს (ლიტვა) დააყრევინა ფარ-ხმალი, მერვე ტურში კი თავისი კერპი - ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებული მაია ჩიბურდანიძეც არ დაინდო - 32-ე სვლაზე გააჩერებინა საათი.

ძაგნიძეს 8 ტურის შემდეგ 5,5 ქულა აქვს და ლიდერებს, ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონებს - კატერინა ლაგნოს (უკრაინა) და პია კრამლინგს (შვედეთი) მხოლოდ ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება ჩიბურდანიძეს, გუშინდელი დღე მისთვის უიღბლო გამოდგა - ერთი ყაიმი (ალექსანდრა კოსტენიუკთან, რომელიც აუცილებლად უნდა მოეგო, მაგრამ ეტლების ენდშპილში აშკარა გამარჯვების შანსი ხელიდან გაუშვა) და ორი მარცხი (სტეფანოვასთან და ძაგნიძესთან). ჯერჯერობით 4 ქულით მას მე-7 ადგილი უკავია.

გაუწყებთ გუშინ გამართული შეხვედრების შედეგებს:

VI ტური: ნანა ძაგნიძე - ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) 1:0, მაია ჩიბურდანიძე - ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) 0,5:0,5, ანა ზატონსკიხი (აშშ) - პია კრამლინგი (შვედეთი) 0,5:0,5, ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი) - ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) 0,5:0,5, ანა მუზიჩუკი (სლოვენია) - კატერინა ლაგნო (უკრაინა) 0,5:0,5, ზეინაბ მამედიაროვა (აზერბაიჯანი) - ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა) 0:1.

VII ტური: ჩმილიტე - ძაგნიძე 0:1, ლაგნო - მამედიაროვა 1:0, ტ. კოსინცევა - მუზიჩუკი 1:0, კრამლინგი - ნ. კოსინცევა 0,5:0,5, კოსტენიუკი - ზატონსკიხი 0:1, სტეფანოვა - ჩიბურდანიძე 1:0.

VIII ტური: ძაგნიძე - ჩიბურდანიძე 1:0, ზატონსკიხი - სტეფანოვა 0:1, ნ. კოსინცევა - კოსტენიუკი 0:1, მუზიჩუკი - კრამლინგი 0:1, მამედიაროვა - ტ. კოსინცევა 0:1, ჩმილიტე - ლაგნო 0,5:0,5.

რვა ტურის შემდეგ: ლაგნო, კრამლინგი - 6-6, ძაგნიძე - 5,5, მუზიჩუკი - 5, ნ. კოსინცევა, ტ. კოსინცევა, მ. ჩიბურდანიძე - 4-4, კოსტენიუკი, სტეფანოვა, ზატონსკიხი - 3,5-3,5, ჩმილიტე - 3, მამედიაროვა - 0 ქულა.

დღეს "ვარსკვლავთა ტურნირის" ბოლო სამი ტური გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა