ირანულ მეშხედში მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირში ჩვენებური 7.5 ქულით ქალებში მიუწვდომელი გახდა
ირანულ მეშხედში დამთავრდა ხაიამისა და ფირდოუსის საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირები, რომლებშიც საქართველოს სამი წარმომადგენელიც მონაწილეობდა.

ქალებში დიდოსტატმა სოფიო ხუხაშვილმა იყოჩაღა. მე-8 ტურში მან სომხეთის 2012 წლის ჩემპიონი მარია კურსოვა დაამარცხა შავი ფიგურებით, მეცხრეში კი მასპინძელ მიტრა ჰეჯაზიპურს დაუზავდა და 7,5 ქულით სხვებისთვის მიუწვდომელი გახდა.

გამარჯვებულს თითო ქულით ჩამორჩნენ და შესაბამისად, მეორე-მეექვსე ადგილები მინოო აშგარიზახედმა, სარასადათ ხადემალშარიმ (ორივე - ირანი), მარია კურსოვამ (სომხეთი), მიტრა ჰეჯაზიპურმა და ზაჰრა აზადვარიმ (ორივე - ირანი) გაინაწილეს.

ვაჟებში აკაკი შალამბერიძემ ბოლო ტურში იბრაჰიმ აჰმადინიას მოუგო და 8 ქულით მხოლოდ მე-10 ადგილს გამორჩა, ბაჩანა მორჩიაშვილი 6 ქულით დაკმაყოფილდა, რაც შეეხება ლიდერებს, მშვიდობიანად დაშორდნენ ალექსანდრ ფომინიხი - არმან პაშიკიანი, პურია დარინი - ნიმა ჯავანბახი, ხოლო სერგეი ტივიაკოვმა ამირ კოვსარინია დაამარცხა.

თერთმეტი შესაძლებლიდან 9 ქულით პირველი ადგილი არმან პაშიკიანმა (სომხეთი) დაიკავა. 8,5-8,5 ქულით მეორე-მეხუთე ადგილები სერგეი ტივიაკოვს (ჰოლანდია), პურია დარინის (ირანი), ალექსანდრ ფომინიხს (რუსეთი) და ნიმა ჯავანბახს (ირანი) ერგოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა