"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლონდონის "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ ლონდონის "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"გვიპირისპირდება "ჩელსი" - გუნდი, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგაში ასზე მეტი თამაში ჩაატარა, როდესაც "ნაპოლის" მხოლოდ ექვსი შეხვედრა აქვს ნათამაშები. ამიტომ ჩვენ ფავორიტად არავინ მიგვიჩნევს.

იმედი მაქვს, "ჩელსი" თავის თამაშს ვერ იპოვნის, რადგან სხვა შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება. მინდა ჩემმა მოთამაშეებმა განსაკუთრებული განწყობით ითამაშონ, მთელი მატჩის მანძილზე ყურადღებით იყვნენ. სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ და "ჩელსის" კონტრშეტევაზე გამოჭერის საშუალება არ უნდა მივცეთ.

თუ ჩვენს საუკეთესო ფეხბურთს ვანახებთ, შედეგის მიღწევა შეგვიძლია. უბრალოდ კარგად თამაში ჩვენი მხრიდან საკმარისი არ იქნება. მთელმა გუნდმა ბრწყინვალედ უნდა ითამაშოს.

მნიშვნელოვანია, რომ "ჩელსიმ" ჩვენსავე მოედანზე არ გაგვიტანოს. რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ ჩვენ გავიტანთ. "სან პაოლოზე" ნებისმიერ შემთხვევაში საოცარი ატმოსფერო იქნება. როდესაც ასეთ მატჩებს ვთამაშობთ, ჩვენს გულშემატკივრებს ევროპაში ვერავინ შეედრება", - განაცხადა მაძარიმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა