ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

გიორგი მერებაშვილი: იმედი მაქვს, თემურ ქეცბაია ნაკრებში მიმიწვევს

გიორგი მერებაშვილი: იმედი მაქვს, თემურ ქეცბაია ნაკრებში მიმიწვევს

25 წლის ფეხბურთელმა ნოვი სადის "ვოევოდინადან" თბილისის "დინამოში" დაბრუნება გოლით აღნიშნა
გიორგი მერებაშვილმა ნოვი სადის "ვოევოდინადან" თბილისის "დინამოში" დაბრუნება გოლით აღნიშნა. 25 წლის ფეხბურთელი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს შეცვლილ კლუბზე, ესპანელებზე, განახალებულ დიღმის ბაზაზე...

- "მეტალურგთან" შენი გამოკვეთილ თავდამსხმელად გამოჩენა ბევრისთვის ალბათ, სიურპრიზი იქნებოდა...

- ამ პოზიციაზე ადრეც მითამაშია, მაგრამ ჩემთვის მაინც უჩვეულოა. თუმცა, მოულოდნელი და ალოგიკური ნამდვილად არ ყოფილა.

- რატომ?

- მოსამზადებელ ეტაპზე ტერფმა შემაწუხა და გუნდთან ერთად სამი კვირა ვერ ვივარჯიშე. მხოლოდ ინდივიდუალურად, ტრენაჟორებში ვიტვირთებოდი და ისიც მსუბუქად. ვარჯიში მატჩამდე სამი დღით ადრე დავიწყე. სწორედ აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ გამოკვეთილ თავდამსხმელად დაყენება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს იმიტომ, რომ ნაკლებს ვირბენდი. გიორგი დევდარიანიც მატჩამდე ამას ამბობდა, რომ ჩემი თამაში თავდასხმაში, ან მარცხენა ფლანგიდან აჯობებდა.

- ფაქტია, "დინამოში" გოლით დაბრუნდი - კარგი დასაწყისია.

- მეც ძალიან გამიხარდა. ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს კარიერაში, როდესაც სადებიუტო მატჩი გოლით აღვნიშნე. "ვოევოდინაში" პირველი მატჩი კარგად ვითამაშე და საგოლე გადაცემა ჩავიწერე, ასევე იყო "დინამოშიც", როდესაც კარიერას ვიწყებდი. მაგრამ გოლი პირველად ახლა გავიტანე. რაც მთავარია, პრინციპულ მატჩში კონკურენტს 3 ქულა ავართვით.

არ შემიძლია, ორიოდე სიტყვა ჩვენი გულშემატკავრზე არ ვთქვა: როდესაც სერბეთში წავედი, "დინამოს" საშინაო მატჩს 20-დან 50-მდე ფანი თუ ესწრებოდა. ჩამოვედი, პირველი თამაში გასვლაზე გვქონდა და თვალებს ვერ ვუჯერებდი, როდესაც ერთბაშად 100-მდე ადამიანი გვქომაგობდა, თანაც ასე გულიანად. ჩვენს უშუალო კონკურენტს რომ მოვუგეთ, მათი დიდი დამსახურებაც არის. მე ის მიხარია, "დინამო" რომ ძლიერდება საფეხბურთო კუთხითაც და ქომაგობითაც.

- თავად გუნდში რა დაგხვდა შეცვლილი?

- ძალიან ბევრი რამ. უპირველესად, არ შეიძლება არ აღვნიშნო ახალი ბაზა. სავარჯიშო მოედნებით და გასახდელებით დასრულებული, ყველანაირი პირობაა, ფეხბურთელმა მხოლოდ თამაშზე რომ იფიქროს და მოუმატოს. ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა, რაც საერთოდ მინახავს. ასეთი პირობების მქონე გუნდს უფლებაც არ აქვს, დიდი მიზნები რომ არ დაისახოს.

თავად გუნდს რაც შეეხება, ადრე სხვა ვითარება იყო, უმრავლესობა "დინამოს" აკადემიიდან და დუბლებიდან ერთად მოვდიოდით და ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებდით. ახლა განსხვავებულია სათამაშო სქემა, მოთამაშეები, პოტენციალის გამოსავლენად შეთამაშება და დრო გვჭირდება. მაგრამ მჯერა, ამ გუნდით წარმატებას მივაღწევთ და ხალხს გავახარებთ.

- ახლა "დინამოს" ბაზა გამჭირვალე მესერით არის შემოღობილი, თითქოს ღია ქალაქში ვარჯიშობთ - ეს დისკომფორტს არ გიქმნით?

- მიმაჩნია, ეს უკეთესია, ვიდრე სამხედრო ბაზის მსგავსი კედლის მიღმა ვარჯიში. ჯერ ერთი, "დინამო" ხალხის გუნდია და სასიამოვნოა, თვალს რომ გადევნებენ. ასე ფეხბურთელი საკუთარ თავს ვეღარ მისცემ უფლებას უგულოდ ივარჯიშო, გულშემატკივარის მოგერიდება.

- ახალ თანაგუნდელებთან საერთო ენა გამონახე?

- ესპანელების გარდა, უცხო არავინ იყო, თუმცა შეთამაშება გვჭირდება. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ და გულშემატკივარს პირობასაც ვაძლევ, რომ რამდენიმე მატჩის შემდეგ "დინამო" სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს.

სხვათა შორის, პრობლემა ესპანელებთანაც არ მქონია, ოთხივე კარგი ადამიანია და ეს ურთიერთობას გვიადვილებს. მაგალითად, ჩისკო ავიღოთ: კაცს რა დონეზე უთამაშია და ძალიან უბრალო და უშუალო ადამიანია. ასეთი ფეხბურთელისა და პიროვნების გვერდით თამაში სასიამოვნოა.

- აშკარაა, რომ სერბეთში წასული ინდივიდუალისტი გუნდურ მოთამაშედ ჩამოყალიბდი.

- ამას მეც ვატყობ. სერბეთის ჩემპიონატს ბევრი ზერელედ უყურებს, მაგრამ იქ ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან ბევრს ისწავლის. მართლაც დიდი სკოლა გავიარე, შევეჩვიე მეტ სირბილს, ბრძოლასა და გუნდურ თამაშს. ზედმეტი ინდივიდუალისტობა ასაკის ბრალიც იყო, საკუთარ თავზე მეტს ვიღებდი. ახლა 20 წლის ბიჭი აღარ ვარ, თუმცა, სასწავლი კიდევ ბევრი მაქვს.

- შენი აზრით, "დინამოდან" ნაკრებში მიგიწვევენ?

- იმედი ნამდვილად მაქვს. სერბეთის ჩემპიონატს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ და თავს გარიყულად ვგრძნობდი. მაგრამ თემურ ქეცბაია საქართველოს ჩემპიონატის ლიდერთა მატჩებს ესწრება და ახლა ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული.

- "დინამო" კი გაძლიერდა, მაგრამ ლიდერ "ზესტაფონთან" ჩამორჩენა მაინც სოლიდურია. ამ სხვაობის შემცირება ლამის შეუძლებელი ჩანს...

- ჩამორჩენა მართლაც საგრძნობია, თან "ზესტაფონი" ძლიერი გუნდია და ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. თუმცა, ჩვენთან ისეთი მწვრთნელი და ფეხბურთელები მოვიდნენ, რომ უიმედოდ არ ვარ. ჩვენ ყველა მატჩში ვიბრძოლებთ და დრო გვაჩვენებს, რა გამოგვივა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• bondo

გიორგი ,სკეპტიკოსებს უნდა დაუმტკიცო, რომ მაგარი ხარ.წარმატებას გისურვებ.

• soso

ქუჩის ფეხბურთელად ჩამოვიდა. გული დამწყდა სულ დავიწყებია თამაში, მაგრამ იღბალი მაქო ამან უნდა თქვას, მარჯვნივ ურტყამს და მარცხნივ გადის. იღბლის ბუკეტია.

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს

"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა