ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გიორგი დევდარიანი: შრომა და უძილო ღამეები დაგვიფასდა

გიორგი დევდარიანი: შრომა და უძილო ღამეები დაგვიფასდა

ახალ მწვრთნელთან ერთად თბილისის "დინამომ" პირველივე შეხვედრა რუსთავის "მეტალურგს" გასვლაზე 2:0 მოუგო
გიორგი დევდარიანმა თბილისის "დინამო" ჩაიბარა და პირველივე შეხვედრა კონკურენტ რუსთავის "მეტალურგს" გასვლაზე 2:0 მოუგო.

მშვენიერი დებიუტისა და ლიდერთა მატჩის მოგებისთვის, დევდარიანი "ლელომ" ტურის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

- გილოცავთ წარმატებულ დებიუტს.

- დიდი მადლობა "ლელოს". ამდენი ხნის პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში წარმატებით დაბრუნება და ჟურნალისტების აღიარება სასიამოვნოა. ეს მხოლოდ ჩემი გამარჯვება არ იყო, ის "დინამოს" ყველა თანამშრომელმა ერთად მოვიპოვეთ, ფეხბურთელებმა კი მოედანზე თავი არ დაზოგეს. ამისთვის მადლობა მათ.

- სადებიუტო შეხვედრის მოგება, თანაც კონკურენტთან გუნდის განწყობისთვისაც მნიშნელოვანია.

- რა თქმა უნდა, ნებისმიერ საქმეში ბევრს ნიშნავს გამართლება, იღბალი, რაც გინდათ, ის დაარქვით. მაგის გარეშე შედეგს ვერ მიაღწევ. თუმცა, ისიც ნათქვამია, რომ უმართლებს იმას, ვინც უფრო ძლიერია და მეტად ინდომებს. მე დიდ პატივს ვცემ მოწინააღმდეგე გუნდის მთავარ მწვრთნელ კობა ჟორჟიკაშვილს და წრფელი გულით ვაღიარებ მის სამწვრთნელო ნიჭსა და ალღოს.

თუმცა, ეტყობა, ჩვენ უფრო მეტად გვინდოდა მოგება და სამწვრთნელო სტაფს თამაშამდე უძილო ღამეები ტყუილად არ გაგვიტარებია. ყველა დეტალი ავწონ-დავწონეთ და ეს შრომა დაგვიფასდა. პრესსამსახურით დაწყებული, გუნდის ყველა სამსახურმა გამართულად იმუშავა. თამაშის წინა დღეს ყველა წვრილმანზე ვიფიქრეთ, მათ შორის პრესსამსახურის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომ "მეტალურგმა" ყველაზე მეტი გოლი საწყის 15 წუთში ჰქონდა გაშვებული.

ამიტომ, ვეცადეთ, დასაწყისში რაც შეიძლება მწვავედ შეგვეტია. ვერ ვიტყვი, რომ წინასწარი სცენარი ყოველთვის ამართლებს, მაგრამ ამ შემთხვევაში შედეგი მოგვიტანა.

დაგეგმილი გვქონდა, რომ დაღლილობის ფონზე მოედნის ცენტრში და თავდასხმაში დასვენებული პაპავა და მერებაშვილი შეგვეყვანა. პირველი ნახევარდაცვას გააძლიერებდა, მეორე კი თამაშს გაამწვავებდა. ყველა კარგი ასე აგიხდეთ: პირველი გოლი 15-ე წუთზე გავიტანეთ, პაპავამ და მერებაშვილმა თამაში მართლაც გაამწვავეს, ამ უკანასკნელმა კი გადამწყვეტი გოლი გაუტანა.

თუმცა, შეიძლებოდა, მოვლენები სხვაგვარად განვითარებულიყო და "მეტალურგს" მოეგო, იღბალი ჩვენს მხარეს რომ არ ყოფილიყო.

- ძირითად შემადგენლობაში გამოუცდელი არჩილ ტვილდიანის დაყენება მოულოდნელი აღმოჩნდა. არადა, ურიგოდ არ უთამაშია, პირველი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

- წრფელად ვამბობ, ტვილდიანთან დაკავშირებით არანაირი შიში არ მქონია. უბრალოდ, ყველა ჯანმრთელად რომ ყოფილიყო, გამოცდილებს სკამზე არ დავტოვებდი, მაგრამ ამ ახალგაზრდა ბიჭს ადრე თუ გვიან მაინც წამოვწევდი. ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ტვილდიანი "დინამოს" პირველ გუნდში უნდა გამოგვეყენებინა.

ახლა რთული ვითარებაც იყო, განაპირა მცველებში პრობლემა შეგვექმნა და ერთი წამითაც არ დავფიქრებულარ, ისე დავაყენე. აჩიკო ნდობას მართლაც იმსახურებს, ბოლო ექვსი წელიწადია, გავიცანი მისი შესაძლებლობები, პასუხისმგებლობის გრძნობა, ფიზიკური კონდიციები... იგივეს ვიტყვი პაპავაზე, თავიდანვე ისიც ძირითადისთვის შევიგულე.

- მერებაშვილი გაოცებული და კმაყოფილი იყო, "მეტალურგთან" გამოკვეთილ თავდამსხმელად რომ დააყენეთ, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, საუკეთესო გადაწყვეტილება იყოო.

- მერებაშვილისგან შეტევის გამწვავებას ველოდი. გიორგის გამოსაყენებლად, უკეთესი იქნებოდა მისი შავი სამუშაოსგან გათავისუფლება, მთელი შემოქმედებითი ნიჭი შეტევის დამამთავრებელ ფაზაში რომ გადაგვერთო. ამიტომ არ დავაყენე მოედნის ცენტრში და მივეცი სრული თავისუფლება. მისი დადებითი თვისება კი დრიბლინგია, ბურთს რომ მიიღებს, სამ კაცს ადვილად ატყუებს.

სხვათა შორის, გოლის გარდა, კიდევ იყო ეპიზოდი, როდესაც მეკარესთან ერთ-ერთზე გადიოდა და ცენტრალურ მცველს გია კვარაცხელიას ისეთი სისწრაფით ჩაუქროლა, მისი დამწევი კაცი არ იყო, მაგრამ ხელით გააჩერა - მე მგონია, ეს ბოლო იმედის ჯარიმა იყო, მაგრამ, მხოლოდ ყვითელი ბარათი აჩვენეს.

- "ზესტაფონთან" ცხრაქულიანი ჩამორჩენა გაქვთ, დაწევა ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი - წინ 17 ტურია.

- შეუძლებელი მართლაც არაფერია, მით უფრო, თუ ტრავმირებულთა სიას გადავხედავთ - ეს ხალხი კი მალე დაგვიბრუნდება. ცხადია, თავიდანვე ოპტიმალურ ფორმაში ვერ იქნებიან, დრო დასჭირდებათ, მაგრამ დღეს "დინამოს" საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია.

თუმცა, მოთამაშეთა ფიზიკურ მომზადებაში გარკვეული პრობლემა გვაქვს; რუსთავში მატჩის პირველ ტაიმში უპირატესობას ვფლობდით და გავიტანეთ კიდეც. მაგრამ 1:0-ის მერე, მეორე ტაიმში მოთამაშეებს დავავალე, წინ წასვლა არ გაგვერისკა და ბურთი გვეკონტროლებინა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მეტოქის მოთამაშეებს ბევრი ერბინათ და დაღლილიყვნენ. ასე ჩვენს შემტევებს ხელფეხი გაეხსნებოდათ. საბედნიეროდ, ბიჭებმა ჩანაფიქრი კარგად განახორციელეს, მაგრამ მეორე ტაიმის ბოლო თხუთმეტწუთიან ეპიზოდში დაღლილობა დაგვეტყო და მეტოქის უპირატესობა გამოიკვეთა.

აქვე ვიტყვი, რომ კალენდარი რთულია, რადგან ყოველ მესამე-მეოთხე დღეს ტურია. "დინამოს" კი ახლა ძალიან მოკლე სკამი აქვს და თამაშიდან თამაშამდე ძალების აღდგენა და პიკზე მისვლაც გაგვიჭირდება. თუმცა შუეძლებელი უნდა შევძლოთ და ეს მოვახერხოთ - "დინამოსგან" ხომ გულშემატკივარი მხოლოდ მოგებას ელის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• GIA

ძალიან გამიხარდა დინამოს გამარჯვება. ვულოცავ გუნდს და გიორგი დევდარიანს. ასე გევლოთ ბიჭებო. დევდარიანი კარგათ აფასებს გუნდში არსებულ სიტუაციას, ესმის გუნდის მაჯისცემა. დარწმუნებული ვარ ის კარგათ შეაფასებს არსებულ სიტუაციას და სწორი ტაქტიკით გაიყვანს გუნდს საბრძოლველად. მიხარია რომ ქართულ ფეხბურთში გამოჩნდა საღად მოაზროვნე და ჭკვიანი მწვრთნელი. გიორგი მომავალში კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს.

• gio

დევდარიანის ხელში დინამო სულაც ცემპიონი რო გახდეს არ გამიკვირდება. გილოცავთ ბიჭებო გამარჯვებას, ეგ ერთი და სხვა მრავალი.

• bondo

სოსო,ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ვინმე გაძალებს კომენტარების გაკეთებას.სხვაგვარად ვერ ამიხსნია ვისიმეს წარმატება რატომ არ უნდა გაგიხარდეს.რასაკვირველია ქართველებზეა ლაპარაკი.

• roma

სადაა ჩემი კომენტარი?

• gio

ერთხელ კი არ მოიგეს ეს მოგება მეხუთასე იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე რასაც დინამო თამაშობს ასე რომ ერთხელ არ მოუგიათ!!!

• soso

ერთხელ მოიგეს და არ აგვიკლეს. ამათი აღებული გერმანია რა ვთქვი.

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ