ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მიურეის ტრიუმფი გადაიდო

მიურეის ტრიუმფი გადაიდო

გუშინ, "ფლეშინგ მედოუს" კორტებზე მამაკაცებმა სრულად დააკომპლექტეს მერვედფინალური წყვილები, ქალებმა კი პირველი ოთხი მეოთხედფინალისტი გამოავლინეს.

გუშინ, "ფლეშინგ მედოუს" კორტებზე მამაკაცებმა სრულად დააკომპლექტეს მერვედფინალური წყვილები, ქალებმა კი პირველი ოთხი მეოთხედფინალისტი გამოავლინეს.

სხვა ფავორიტებისგან გასხვავებით, ენდი მიურეის პირველი კორტი არ დაუთმეს და ლუის არმსტრონგის სახელობის მოედანზე გაუშვეს სათამაშოდ. ისე გამოვიდა, რომ სწორედ ბრიტანელის მატჩში დაფიქსირდა დღის მთავარი სენსაცია.

აქამდე ტურნირს საუკეთესო ათეულის სხვა წევრებიც გამოეთიშნენ - ტომაშ ბერდიხი, ნიკილაი დავიდენკო, ენდი როდიკი, ელენა იანკოვიჩი, მაგრამ ამათგან მიურეის მთავარი პრიზის მოპოვების ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა, ამიტომაც ენდის მარცხს სტანისლას ვავრინკასთან არავინ ელოდა. ცნობისთვის, ბრიტანელს შვეიცარიელთან ყოველთვის უჭირდა: 2009 წლის უიმბლდონზე ხუთსეტიანი მატჩის ჩატარება მოუხდა, 2008 წელს ტორონტოში მოიგო, მაგრამ ერთი სეტი "მშრალი" ანგარიშით დათმო. თუმცა ვავრინკას წელს სერიოზული შედეგები არ უჩვენებია, სეზონის საზაფხულო ნაწილი კი პირწმინდად ჩააგდო - როლან გაროსის შემდეგ ჩატარებული ექვსი მატჩიდან ოთხი დათმო, ამიტომაც აშშ-ის ღიაზე მისგან გმირობა მოსალოდნელი არ იყო.

შვეიცარიელის მცირე უპირატესობა პირველივე გეიმებიდან გამოიკვეთა. ის უკეთ გამოიყურებოდა მოწოდებაზე, ხშირად უტევდა და ძალიან სწრაფად დაწინაურდა ბრეიკით. მიურეიმ სიტუაცია მაშინ გამოასწორა, როცა ვავრინკა სეტზე აწვდიდა. ენდიმ ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა და ტაი-ბრეიკი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 7:3.

მეორე პარტიის სტარტზე მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც განმეორდა პირველი სეტის სცენარი, ოღონდ ამჯერად 5:3 მიურეი დაწინაურდა, სეტზე ვერ ჩააწოდა და ტაი-ბრეიკი წააგო.

ამის შემდეგ ვავრინკას უპირატესობა კიდევ უფრო ცხადი გახდა. თანაც მიურეიმ ექიმს უხმო, რადგან ფეხში ტკივილი იგრძნო. მესამე სეტის ბოლოს ვავრინკასაც მოუწია სამედიცინო ტაი-აუტის აღება. ამასობაში, პარტია შვეიცარიელმა 6:3 მოიგო.

მეოთხე სეტში მიურეის უკვე კისერი ატკივდა. ენდი ბევრს ეცადა, ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ თამაშის დონით აშკარად ჩამოუვარდებოდა მეტოქეს. საბოლოოდ, ოთხსაათიანი ბრძოლის შემდეგ ვავრინკამ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ენდი კი 2008 წელს ფინალში თამაშის შემდეგ, ზედიზედ მეორედ ნაადრევი ეტაპიდან გამოეთიშა აშშ-ის ღია პირველობას: შარშან მეოთხე წრეში წააგო ხორვატ მარინ ჩილიჩთან. მიურეიმ 2011 წლისთვის გადადო "დიდი სლემის" ტურნირის მოგება - ბრიტანელები ამ დონის ტრიუმფს 1936 წლიდან ელიან.

კიდევ ერთი ფავორიტი რაფაელ ნადალი იოლად გაუსწორდა ფრანგ ჟილ სიმონს. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კვლავ სამ სეტში გაიმარჯვა, მაგრამ პირველად მოხდა ისე, რომ ტაი-ბრეიკის თამაში არ მოუწია - 6:4, 6:4, 6:2.

სხვათა შორის, გუშინ კაცების ბადეში გამართულ რვა შეხვედრაში შვიდი ესპანელი მონაწილეობდა და ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანას ნახევარფინალში აუცილებლად ეყოლება ერთი წარმომადგენელი. ბადის ზედა ნაწილში ორი მეოთხედფინალური წყვილი მთლიანად ესპანურია, შესაბამისად, საუკეთესო ოთხეულში ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად მოხვდება.

ესპანურ დერბიში დავიდ ფერერმა სამ სეტში მოუგო დანიელ ხიმენო-ტრავეროს - 7:6, 6:2, 6:2 და მერვედფინალში ან თანამემამულესთან ან სეხნიასთან მოუწევდა თამაში. საბოლოოდ გაირკვა, რომ ფერერი ზედიზედ მეორე ესპანურ დერბის ითამაშებს, რადგან ფერნანდო ვერდასკომ დავიდ ნალბანდიანს მოუგო. ამ შეხვედრას ყველა დიდი ინტერესით ელოდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. თავიდან დაძაბული ბრძოლა იყო, ოღონდ მხოლოდ არგენტინელის გეიმებზე. როგორც კი ნალბანდიანმა თავისი მოწოდება დათმო, იქვე სეტიც წააგო. არგენტინელმა შეძლო თამაშის დალაგება, მაგრამ დროებით. მეორე სეტის მოგების შემდეგ, უპირატესობა კვლავ ვერდასკოს მხარეს გადავიდა. ნალბანდიანის მთავარი პრობლემა უნებლიე შეცდომების რაოდენობა (63) გახდა. ამ მაჩვენებლით გამარჯვებაზე ფიქრი ზედმეტი იყო - 2:6, 6:3, 3:6, 2:6.

გუშინ ერთადერთი დამარცხებული ესპანელი (ხიმენო-ტრავეროს თუ არ ჩავთვლით) ალბერტ მონტანიესი აღმოჩნდა. მან ადგილობრივი პუბლიკის იმედთან სემ კუერისთან წააგო. მასპინძელმა თითო სეტში თითო ბრეიკი აიღო და უპრობლემოდ გაიმარჯვა - 6:3, 6:4, 6:4.

ქალებმა მერვედფინალში დაიწყეს ურთიერთობის გარკვევა. ცენტრალურ შეხვედრად კიმ კლაისტერსისა და ანა ივანოვიჩის დაპირისპირება მიიჩნეოდა. ბელგიელი ამ მატჩს ფენომენალური მაჩვენებლით შეხვდა - ზედიზედ 17 მოგება აშშ-ის ღიაზე. ქების ღირსი იყო ივანოვიჩიც - სერბი შარშანდელი უიმბლდონის შემდეგ პირველად თამაშობდა "დიდი სლემის" ტურნირის მერვედფინალში.

შეხვედრას საკმაოდ დამაინტრიგებელი დასაწყისი ჰქონდა. საწყის გეიმებში ჩოგბურთელებმა მეტად სანახაობრივი თამაში აჩვენეს. მოქმედ ჩემპიონს მხოლოდ მცირედი უპირატესობა ჰქონდა და ყველას ეგონა, რომ ასეთი თანაბარი თამაში ბოლომდე გაგრძელდებოდა. მაგრამ ბრძოლა სულ მალე შეწყდა და "ცალკარა" თამაში დაიწყო. 3:2-დან მოყოლებული, ბელგიელმა ათიდან ცხრა გეიმი მოიგო და სულ რაღაც 58 წუთში საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 6:2, 6:1. "ფლეშინგ მედოუზე" კლაისტერსის მოგებათა სერია 18 მატჩამდე ავიდა.

კაცების ტურნირის მსგავსად, ქალებშიც ამერიკას ერთადერთი წარმომადგენელი დარჩა. ეს გახლავთ "დიდი სლემის" ტურნირების შვიდგზის გამარჯვებული ვენუს უილიამსი, რომელიც გუშინ მეათედ გავიდა ამერიკის ღიას მეოთხედფინალში.

ამ შეხვედრამდე ისრაელელ შაარ პეერს ხუთიდან ხუთი მატჩი ჰქონდა წაგებული ვენუსთან, თანაც ამერიკელს სეტიც არ მიუცია მეტოქისთვის. ისტორია განმეორდა, ოღონდ პეერმა ამჯერად გაცილებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მეტოქის მოწოდებაზე ორი მოგებული გეიმი და მხოლოდ 16 უნებლიე შეცდომა - ამ სტატისტიკით პეერი აშკარად მეტს იმსახურებდა, მაგრამ ამერიკელმა ტრადიციის დარღვევა არ ისურვა.

კიდევ უფრო შთამბეჭდავი ანგარიშით უგებს უფროსი უილიამსი თავის მომდევნო მეტოქეს: 7:0 - ასეთია ვენუსისა და როლან გაროსის ჩემპიონ ფრანჩესკა სკიავონეს ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკა. იტალიელს პარიზული ტრიუმფის შემდეგ შესამჩნევი ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ აშშ-ის ღიას ოპტიმალურ ფორმაში შეხვდა. რუს ანასტასია პავლიუჩენკოვასთან მატჩამდე ფრანჩესკამ მეტოქეებს სეტი არ დაუთმო, გუშინ კი ორ პარტიაში მხოლოდ სამი გეიმი გაიმეტა 20 წლის მოწინააღმდეგისთვის. მოკლედ, სკიავონე ძალიან მაღალი დონის ჩოგბურთს აჩვენებს და შანსი აქვს შეწყვიტოს უილიამსთან უიღბლო სერია. უფრო მეტიც, სპეციალისტებმა სკიავონეს ტურნირის მთავარ ფავორიტებს შორის მოხსენიება დაიწყეს.

რუსების უიღბლობა დღის ბოლო მატჩში გაგრძელდა და ქალთა ბადის ქვედა ნაწილი ამ ქვეყნის წარმომადგენლების გარეშე დარჩა. არ გაუმართლა პეკინის ოლიმპიურ ჩემპიონ ელენა დემენტიევას, რომელმაც სამსეტიანი მარათონი წააგო როლან გაროსის ფინალისტ სამანტა სტოსურთან. ჩოგბურთელებმა ვერ აჩვენეს ჩვეული დონის თამაში - დემენტიევა ძალიან პასიური იყო, სტოსური კი ბევრ შეცდომას უშვებდა. პირველ სეტში გადამწყვეტი აღმოჩნდა მეხუთე გეიმი - 0:2-ის შემდეგ დემენტიევამ ანგარიში გაათანაბრა და სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, თუმცა ვერცერთი შანსი ვერ გამოიყენა და ამის შემდეგ საკუთარი გეიმი წააგო. ამის შემდეგ პარტიაში ბრეიკები არ ყოფილა და სტოსურმა 6:3 მოიგო. მეორე სეტი პირიქით, თითქმის მთლიანად ბრეიკებისგან შედგებოდა - ავსტრალიელმა ვერცერთხელ ვერ აიღო საკუთარი მოწოდება, ელენამ კი ორჯერ შეინარჩუნა თავისი გეიმი და 6:2 გაიმარჯვა.

გადამწყვეტ პარტიაში დემენტიევამ შეძლო წარმატებული სერიის გაგრძელება - მეორე სეტში 3:2-ის შემდეგ, რუსმა ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო, მაგრამ 4:0 დაწინაურება ვერ შეძლო. სტოსურმა მალე გაათანაბრა ანგარიში, თუმცა მერვე გეიმში დემენტიევამ კიდევ ერთი ბრეიკი აიღო და თითქოს საბოლოო გამარჯვებაც გაიფორმა: რუსმა ერთბაშად ოთხი მატჩბოლი გაანიავა - ერთი საკუთარ მოწოდებაზე და სამი მიღებაზე. ამას მოჰყვა ტაი-ბრეიკი, რომელიც რუსმა ჩააგდო - მხოლოდ ორი ქულა აიღო და მეოთხედფინალში სტოსური გაამგზავრა.

კაცები

1/16 ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ჟილ სიმონი (საფ) 6:4, 6:4, 6:2; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 25)-ენდი მიურეი (ბრიტ, 4) 6:7(3), 7:6(4), 6:3, 6:3; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 8)-დავიდ ნალბანდიანი (არგ, 31) 6:2, 3:6, 6:3, 6:2; დავიდ ფერერი (ესპ, 10)-დანიელ ხიმენო ტრავერო (ესპ) 7:6(2), 6:2, 6:2; მიხაილ იუჟნი (რუს, 12)-ჯონ ისნერი (აშშ, 18) 6:4, 6:7(7), 7:6(5), 6:4; სემ კუერი (აშშ, 20)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 14) 6:3, 6:4, 6:4; ფელისიანო ლოპესი (ესპ, 23)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 6:3, 4:0 სტახოვსკის უარი; ტომი რობრედო (ესპ)-მიკაელ ლოდრა (საფ) 3:6, 7:6(6), 6:4, 2:1 ლოდრას უარი.

1/8 ფინალი

ნადალი (1)-ფ. ლოპესი (23); ფერერი (10)-ვერდასკო (8); ვავრინკა (25)-კუერი (20); იუჟნი (12)-რობრედო; გასკე-მონფილსი (17); ფიში (19)-ჯოკოვიჩი (3); სიოდერლინგი (5)-მონტანიესი (21); მელცერი (13)-ფედერერი (2).

ქალები

1/8 ფინალი

კიმ კლაისტერსი (ბელ, 2)-ანა ივანოვიჩი (სერ) 6:2, 6:1; ვენუს უილიამსი (აშშ, 3)-შაარ პეერი (ისრ, 16) 7:6(3), 6:3; სამანტა სტოსური (ავსტრა, 5)-ელენა დემენტიევა (რუს, 12) 6:3, 2:6, 7:6(2); ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 6)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 20) 6:3, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი ლელო

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!