ბარსელონაში განახლდა 2012 წლის სეზონისთვის მზადება. გუშინ, ტესტების მეორე სერიაში 11 გუნდი ჩაება
ბარსელონაში განახლდა 2012 წლის სეზონისთვის მზადება. გუშინ, ტესტების მეორე სერიაში 11 გუნდი ჩაება.

კატალონიაში ჩავიდა ყველა საჯინიბო ესპანური HRT-ის გარდა, რომელმაც ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის აუცილებელი კრაშ-ტესტი ვერ გაიარა, ახალი რეგლამენტი კი კრძალავს ყველანაირი შემოწმების გარეშე ტრასაზე სამუშაოდ გასვლას. რუსულმა "მარუსიამ" ბარსელონაში შარშანდელი MVR-02 ჩაიყვანა - ახალი ბოლიდი ჯერ მზად არ არის, მაგრამ გუნდმა დებიუტანტ შარლ პიკს პრაქტიკის მიღების საშულება მისცა. საბოლოოდ, ფრანგმა დიდი დისტანცია გაიარა და ბოლო ადგილი დაიკავა.

დილით, "მერსედესმა" ჟურნალისტებს ახალი მანქანა წარუდგინა და ფოტოსესიის შემდეგ ბოლიდი ტრასაზე გაუშვეს. პირველ დღეს საჭესთან მიხაელ შუმახერი დაჯდა. გერმანული საჯინიბოსთვის დღემ პრობლემის გარეშე არ ჩაიარა - შესვენების შემდეგ გერმანელი დიდი ხანი დარჩა ბოქსებში ჰიდრავლიკის სისტემაში გაჟონვის გამო.

მოკლე აღმოჩნდა სატესტო დღე "ლოტუსისთვის". გუნდმა ბარსელონაში მეორე შასი - E20-02 ჩაიტანა. რომენ გროსჟანმა წრეების სერია დაიწყო, როცა ინჟინრებმა პრობლემები აღმოაჩინეს, რომლის ადგილზე გადაჭრა შეუძლებელი აღმოჩნდა. გუნდმა პროგრამა შეწყვიტა, E20-02 ენსტოუნში გუნდის ბაზაზე გაგზავნეს დიაგნოსტიკისთვის, დღეს კი "ლოტუსი" მუშაობას პირველი შასით გააგრძელებს, რომელსაც ხერესში იყენებდნენ. თუმცა მის ბარსელონაში ჩამოტანას გარკვეული დრო დასჭირდება.

ტესტების დაწყებიდან ორი საათის შემდეგ, სესია ჰეიკი კოვალაინენის "კატერჰემის" პრობლემების გამო შეწყდა. მანქანის ევაკუაციას ათი წუთი დასჭირდა. ფინელი ტრასაზე მხოლოდ საღამოს დაბრუნდა - სესიის დასრულებამდე 40 წუთით ადრე. დღის მეორე ნახევარში ტესტები წითელი დროშებით შეწყვიტეს დანიელ რიკარდოს პრობლემების გამო.

ბევრმა პილოტმა დღის პირველ ნახევარში კვალიფიკაციის იმიტაცია მოაწყო - საწვავის მინიმალური რაოდენობით წრეების მოკლე სერიაზე გავიდნენ.

სწორედ აქ დაფიქსირდა დღის საუკეთესო შედეგები, თუმცა ამ მომენტში ბევრი არ იყენებდა რბილ საბურავს. კომპანია "პირელიმ" ბარსელონაში ოთხივე შემადგენლობის საბურავი ჩაიტანა, მაგრამ გუშინ ბევრი გუნდი უფრო ხისტ საბურავს იყენებდა.

საბოლოოდ, საკმაოდ მჭიდრო შედეგები მივიღეთ, საუკეთესო დრო კი მსოფლიოს ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა აჩვენა, მაგრამ ლიდერთან წამზე ნაკლები ერთბაშად ექვსმა პილოტმა დააფიქსირა.

1. ს. ფეტელი (Red Bull) 1.23,265 (79 წრე)

2. ნ. ჰიულკენბერგი (Force India) +0,175 (97)

3. ლ. ჰემილტონი (McLaren) +0,325 (114)

4. დ. რიკარდო (Toro Rosso) +0,353 (76)

5. ფ. ალონსო (Ferrari) +0,835 (75)

6. მ. შუმახერი (Mercedes) +0,885 (51)

7. ს. პერესი (Sauber) +0,954 (66)

8. ბ. სენა (Williams) +2,446 (97)

9. ჰ. კოვალაინენი (Caterham) +2,770 (31)

10. რ. გროსჟანი (Lotus) +3,544 (7)

11. შ. პიკი (Marussia) +4,761 (121)

P. S. გუშინ, გვიან გაირკვა, რომ "ლოტუსი" ტოვებს ბარსელონას. სიტუაციის ანალიზის შემდეგ, ფრანგულმა საჯინიბომ გადაწყვიტა აღარ ჩაიტანოს ბარსელონაში ხერესში გამოყენებული შასი - შექმნილი პრობლემები ორივე მანქანას ეხება.

გამონთავისუფლებულ დროს გუნდი დაზიანებული ბოლიდის შესწავლასა და E20-ის კონსტრუქციის შეცვლას მოანდომებს, რათა მომავალში თავიდან აიცილონ მსგავსი პრობლემები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა