საქართველოსა და ისრაელის ნაკრებები ერთმანეთს მეხუთედ დაუპირისპრდებიან, ოღონდ, წინა ოთხისგან განსხვავებით, დღევანდელი მატჩი ოფიციალურია...

საქართველოსა და ისრაელის ნაკრებები ერთმანეთს მეხუთედ დაუპირისპრდებიან, ოღონდ, წინა ოთხისგან განსხვავებით, დღევანდელი მატჩი ოფიციალურია. ამ პრინციპულ შეხვედრას მეტოქეები ამაღლებული განწყობით ხვდებიან: საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთიდან ქულა წამოიღო, ხოლო ისრაელმა "დაგეგმილი" სამი ქულა მალტასთან (3:1) მოიპოვა...

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიშმა ქართული მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია; თუმცა, ჟურნალისტების გარდა ტრიბუნებზე გულშემატკივართა გარკვეული ჯგუფიც იმყოფებოდა, რომელთა შორისაც საქართველოს ნაკრების ახლო წარსულის ფეხბურთელები სჭარბოდნენ.

ჩვენი ნაკრების ვარჯიში 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყო. ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, მისი ასისტენტი სოსო ჭედია, მეკარეების მწვრთნელი მამუკა აბუსერიძე და 21 ფეხბურთელი: მეკარეები - ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლორია, გრიგოლ ბედიაშვილი; მცველები - კახა კალაძე, მალხაზ ასათიანი, ალექსანდრე ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე, ლაშა სალუქვაძე, მათე ღვინიანიძე; ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, გოგიტა გოგუა, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით კვირკველია, ჯანო ანანიძე, თორნიკე აფციაური, ალექსანდრე კოშკაძე; თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი, გიორგი მერებაშვილი, დავით სირაძე, - ვარჯიშის მთავარი მოქმედი პირები სწორედ ესენი გახლდნენ.

მოედნის ცენტრში მცირე "თათბირი" და მერე ვარჯიშიც გახურდა: სამივე მეკარე მამუკა აბუსერიძის ხელმძღვანელობით "მთავარ ჯგუფს" გამოეყო და ცალკე ვარჯიშობდნენ; დანარჩენი 18 ფეხბურთელი კი სამ ექვსგუნდინ "ჯგუფებში" გადანაწილდა. ტრიბუნებზე მსხდომთათვის, ყველაზე დიდი ინტერესი, რაღა თქმა უნდა, "ორკარას" მოლოდინი იყო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ასეთ შემთხვევებში ხომ მეტ-ნაკლებად მოსალოდნელია... ძირითადი შემადგენლობის გამოცნობა. თუმცა ქეცბაიამ ამ შემთხვევაში ყველას გარკვეული სიურპრიზი მოგვიმზადა: ერთ გუნდში თუ მეკარისა და დაცვის ხაზი სავარაუდო შემადგენლობისგან დააკომპლექტდა.

აი, ნახევარდაცვაში და თავდამსხმაში კი ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სხვადასხვა ვარიანტები მოსინჯა ერთი მხრივ, ეს არც არის გასაკვირვი; ჯერ ერთი, თემურ ქეცბაიას უკვე მოფიქრებულიც ექნება, ძირითად შემადგენლობაში ვინ დააყენოს; ეგაც რომ არ იყოს, ჩვენი ვარჯიში გახურებული იყო, ეროვნულ სტადიონზე ისრაელის ნაკრების დელეგაციის წევრები (მწვრთნელები, ოფიციალური პირები, ჟურნალისტები) რომ გამოჩნდნენ.

...ახლა კი ათ-ათკაციანი გუნდების შემადგენლობასაც გავეცნოთ და დასკვნების გამოტანა თქვენთვის მოგვინდია. პირველი გუნდი: რევიშვილი - ლობჟანიძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე - მერებაშვილი, კოშკაძე, ანანიძე - დვალიშვილი, გელაშვილი;

მეორე გუნდი: ლორია - სალუქვაძე, ღვინიანიძე, ხიზანიშვილი, კვირკველია - აფციაური, კობიაშვილი, გოგუა - სირაძე, იაშვილი.

...სახალისო ორკარა გაჩაღდა და გიორგი მერებაშვილმა ყოფილი თანაკლუბელის გიორგი ლორიას კარში შორეული დარტყმით ეფექტური გოლი რომ გაიტანა, სწორედ ამ დროს... საპრესკონფერენციო დარბაზისკენ გავეშურეთ, სადაც სტუმართა მთავარი მწვრთნელის ლუის ფერნანდესის პრესკონფერენცია გველოდა...

ანზორ
მაგარია
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა