არგენტინის ნაკრებმა გაამართლა ფავორიტის სტატუსი, აჯობა რა ნიგერიას B ჯგუფის მეორე მატჩში - 1:0. რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა მოულოდნელი შედეგი. არგენტინის ნაკრებს რომ დიდი პოტენციალი აქვს, ამ მატჩის ცალკეულ ეპიზოდებში აშკარად გამოჩნდა...

არგენტინა-ნიგერია 1:0

არგენტინა: რომერო, გუტიერესი, სამუელი, დემიკელისი, ჰაინცე, მასკერანო, ვერონი (74. მაქსი როდრიგესი), დი მარია (85. ბურდისო), ტევესი, მესი, იგუაინი (79. მილიტო).

ნიგერია: ენიამა, ოდია, იობო, შიტუ, ტაივო (74. უჩე), ჰარუნა, ეტუჰუ, კაიტა, ობასი (60. ოდემვინგი), ობინა (52. მარტინსი), იაკუბუ.

გოლი: 1:0 ჰაინცე (6)

მატჩი დაიწყო: არგენტინა; კარში დარტყმა: 15(7)-11(1); კუთხურები: 10-4; თამაშგარე: 0-0; ჯარიმა: 7-8; გაფრთხილება: 1-1; ბურთის ფლობა: 58%-42%.

არბიტრი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია)

არგენტინის ნაკრებმა გაამართლა ფავორიტის სტატუსი, აჯობა რა ნიგერიას B ჯგუფის მეორე მატჩში - 1:0. რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა მოულოდნელი შედეგი. არგენტინის ნაკრებს რომ დიდი პოტენციალი აქვს, ამ მატჩის ცალკეულ ეპიზოდებში აშკარად გამოჩნდა, თუმცა ისიც ნათელი იყო, რომ დიეგო მარადონას თვალი პლეი ოფზე უჭირავს - მეორე ეტაპისთვის გუნდი რაც შეიძლება ნაკლები ენერგეტიკული თუ საკადრო დანაკარგებით უნდა მივიდეს, ამიტომ, პირველ ტურში რისკზე წასვლა მიზანშეწონილად არ ჩათვალა.

"ალბისელესტე" რომ ძალებს ზოგავდა, საქმეში ჩაუხედავი კაცისთვისაც ნათელი იყო. ოღონდ, ასეთ დროსა და ამგვარი ტიპის თამაშში მეტოქის ერთ "ბრმა" შეტევასა თუ დარტყმას ყველაფრის თავდაყირა დაყენება შეუძლია. მარტო ის მომენტი რად ღირდა, როცა 83-ე წუთზე, მარტინსის ფლანგური პასის შემდეგ, უჩემ ხელსაყრელი სიტუაციიდან ააცილა - ვერ დავდებთ თავს, რომ გოლის შემთხვევაში მარადონას სამწყსოს ადეკვატური პასუხი ექნებოდა - მეორე გოლსაც გაიტანდა და დაგეგმილ 3 ქულას აიღებდა...

ინერტული იყო ნიგერიის ნაკრებიც. "სუპერარწივებს" (როგორ არ შეეფერებოდა ეს მეტსახელი ნაკრებს, რომელიც მუნდიალებზე ყოველთვის ცეცხლს ანთებდა) კარგად ესმით, რომ არგენტინა მათი ტოლ-სწორი არ არის და ჯობია, ძალები საბერძნეთსა და სამხ. კორეასთან ჭიდილისთვის შემოინახონ...

მატჩის ერთადერთი გოლი დებიუტშივე გავიდა. მე-6 წუთზე ვერონის კუთხურის შემდეგ ჰაინცემ ბრწყინვალე ნახტომში თავურით შორეული მაღალი კუთხე დალაშქრა. შეხვედრის პირველ 20 წუთში მესის საფირმო გარჯის წყალობით სამხრეთამერიკელებს კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა, ისევე, როგორც მეორე ნახევარში, მაგრამ იმავე მესის, ტევესისა და იგუაინის (ორჯერ) ძალისხმევა ამაო გამოდა. აქვე უნდა აღინიშნოს ნიგერიელთა მეკარე ენიამას სანაქებო თამაშიც.

დაბოლოს - 1994 წლის მუნდიალზე სწორედ რომ ნიგერიასთან ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი (2:1 არგენტინელთა სასარგებლოდ), ცნობილი დოპინგსკანდალის გამო, მარადონასთვის ბოლო სანაკრებო თამაში აღმოჩნდა. ვნახოთ, სადამდე წაიყვანს დიეგოს ამ ნიგერიასთან შაბათის გამარჯვება...

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა