"მანჩესტერ იუნაიტედის" შემოსავალმა 18,5 მილიონით მოიმატა და 175 მილიონ ფუნტს მიუკაკუნა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" 2011 წლის მესამე კვარტალის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. მონაცემები მოწმობს, რომ "წითელი ეშმაკების" ფინანსური კეთილდღეობა ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად იზრდება.

2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით "იუნაიტედის" შემოსავალმა 18,5 მილიონით მოიმატა და 175 მილიონ ფუნტს მიუკაკუნა. მატჩებიდან შემოსავალი 52,2 მილიონიდან 54,5-მდე გაიზარდა, მედიაუფლებების გაყიდვით მიღებული თანხები - 53,7-დან 60,9-მდე გაიზარდა.

კომერციული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 50,4 მილიონიდან 58,6-მდე მოაღწია. გლეიზერების ოჯახის მიერ კლუბის შეძენის დროს აღებული ვალი 508-დან 439 მილიონამდე შემცირდა.

ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ "იუნაიტედმა" 2010 წელს რეფინანსირების დროს გამოშვებული ობლიგაციების ნაწილი თავად გამოისყიდა. "დეილი მეილის" ცნობით, ამავე პერიოდში შემოსავლების გარდა "იუნაიტედის" ხარჯმაც მნიშვნელოვნად მოიმატა - 96,9 მილიონიდან 110,8-მდე.

რაკი კლუბის ფინანსური კეთილდღეობა მატულობს და მატულობს, ბუნებრივია, "ეშმაკებს" აქვთ უფლება "ზედმეტი ფული" წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებაში დახარჯონ.

მაგალითად, სერ ალექს ფერგიუსონის გადაწყვეტილებით, კლუბმა უკვე დაიწყო მოლაპარაკება ნანისთან თანამშრომლობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

24 წლის პორტუგალიელს კონტრაქტში 2 წელი აქვს დარჩენილი. მას კვირაში 90 ათას ფუნტს უხდიან. "მანჩესტერი" მზადაა, ფეხბურთელს ახალი 4-წლიანი ხელშეკრულება და კვირაში 130 ათასი ფუნტი შესთავაზოს. მიუხედავად "მილანისა" და "იუვენტუსის" ინტერესისა, ნანი დიდი ალბათობით სწორედ "ოლდ ტრეფორდზე" დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა