მილანის "ინტერის" პრეზიდენტმა ვესლი სნეიდერის შესაძლო ტრანსფერის შესახებაც გააკეთა კომენტარი
იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურისთვის ბრძოლა მაქსიმალურად დაძაბულია. დიახ მესამე, რადგან "იუვენტუსი" და "მილანი" რომ პირველ-მეორე ადგილებს გაინაწილებენ, ეს ცხადზე უცხადესია.

პრეტენდენტი ბევრია: "უდინეზე", "ლაციო", "ნაპოლი", "რომა" და "ინტერი"... მილანურმა გრანდმა ბოლო წაგებებით მნიშვნელოვნად შეირყია პოზიციები და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე დაეშვა; არადა, ჯერ კიდევ სეზონის პირველ ნახევარში, "ნერაძურიმ" თითქოს საბოლოოდ დაძლია კრიზისი, მოგებათა სერია გამოაცხო და ლიგას კი არა, სკუდეტოსაც კი დაუმიზნა. თუმცა, ეს ყველაფერი სწორედაც რომ თითქოს - "ინტერი" ისევ კრიზისშია და ამ უკუსვლას ბოლო არ უჩანს.

"ნერაძურის" ბანაკში განსაკუთრებულად მძიმედ "ბოლონიასთან" მარცხი მიიღეს, ცდილობენ გაერკვნენ ვითარებაში და იმ მიზეზებში, რამაც გუნდის ასეთი ჩავარდნა განაპირობა. კლუბის პრეზიდენტი მასიმო მორატი აქამდე დუმილს ამჯობინებდა, გუშინ კი მისი კომენტარები იტალიური პრესის ფირცლებზე გამოქვეყნდა - მოვუსმინოთ პრეზიდენტს:

"ბოლონიასთან"' თამაშის გახსნებაც კი მზარავს, რადგან ასეთი ანგარიშით საკუთარ მოედანზე არ უნდა ვაგებდეთ. სანამ პირველ გოლს გავუშვებდით, მთლიანობაში კარგად ვთამაშობდით, აი შემდეგ კი თითქოს დავიბენით და ყველა კომპონენტში დავიჩაგრეთ.

ბევრი ამბობს, რომ ფეხბურთელები ფიქრებით უკვე "ველოდრომზე იყვნენ, მაგრამ არა მგონია ასე იყოს საქმე. კარგად ვიცნობ თითოეულ მოთამაშეს და მათ პროფესიონალიზმში დარწმუნებული ვარ. უბრალოდ, პირველი ტაიმის მიწურულს კონცენტრაცია დავკარგეთ და მწარედაც დავისაჯეთ. მომავალში, ასეთი რამ აღარ უნდა გავიმეოროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ძალიან გაგვიჭირდება".

მორატიმ ვესლი სნეიდერის შესაძლო ტრანსფერის შესახებაც გააკეთა კომენტარი - უფრო სწორად, ჰოლანდიელის წასვლა კატეგორიულად უარყო: "სანკტ-პეტერბურგის "ზენიტიდან" მართლაც მივიღეთ სარფიანი წინადადება, მაგრამ სნეიდერის გასხვისება აზრადაც არ მოგვსვლია". თავად ფეხბურთელმაც იუარა რუსეთში გადაბარგება, რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირი ტრანსფერი არ შედგება. ვესლი "ინტერის" ფეხბურთელია და კიდევ დიდხანს ითამაშებს შავ-ლურჯი მაისურით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა