ესპანელი ფეხბურთელი "ბარსა ტვ-სთან" ინტერვიუში გვარდიოლაზე და "ბარსელონას" მომავალ გეგმებზე საუბრობს
"ფეხბურთში ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, რომ ხანდახან ხალხს ავიწყდება, თუ რას მივაღწიეთ ამ ბოლო წლებში", - ეს სიტყვები "ბარსა ტვ-სთან" ინტერვიუში 25 წლის ჟერარდ პიკემ განაცხადა.

გთავაზობთ მისი აზრების მცირე ამონაკრებს:

გვარდიოლას კონტრაქტზე: "არა მგონია, ჩვენზე იყოს დამოკიდებული, განაახლებს თუ არა გვარდიოლა კონტრაქტს. სამაგიეროდ, კარგად ვიცი, რომ მას ძალიან ეამაყება ამ საკითხთან ჩვენი დამოკიდებულების გამო".

"რეალთან" 10-ქულიან ჩამორჩენაზე: "მიმაჩნია, რომ ჩამორჩენა არანორმალური არ არის. ჩვენ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს ვთამაშობთ. სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი ქულა ბოლო წუთებზე დავკარგეთ".

"ბარსას" უახლოეს სტრატეგიაზე: "არ უნდა ვიფიქროთ კონკურენტთან ჩამორჩენაზე. უნდა მოვემზადოთ თითოეული მატჩისთვის და გეგმები მხოლოდ მომავალ მატჩთან დაკავშირებით დავსახოთ".

სტუმრად ცუდ თამაშზე: "ვფიქრობ, სტუმრად ცუდად არ ვთამაშობთ. უბრალოდ, მეტოქეები ძალიან მოტივირებული გამოდიან და თუ პირველი გოლი გაიტანეს, ძალიან ჭირს მათი გაძლიერებული დაცვის გარღვევა".

ხმებზე, თითქოს, გვარდიოლასთან ურთიერთობა დაძაბული აქვს: "არავითარი პრობლემა. წლებია ერთად ვმუშაობთ. ძალიან კარგად მესმის, რას სურს ჩემგან. როცა რამე სათქმელია, ერთმანეთს პირში ვეუბნებით და წყენას არ ვიტოვებთ. რასაც ხალხი ამბობს, ყველაფერს, რომ ყური უგდო, ნამდვილად გაგიჟდები".

კარლეს პუიოლმა "ბარსელონას" ბოლო 8 შეხვედრა სასტარტოში დაიწყო. მას ასეთი სერია 2008/09 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია.

ჩავიმ იტალიური ჯილდო მიიღო - "ბულგარელო ნუმერო 8". იტალიურმა ჟიურიმ ესპანელი დანიელე დე როსის (რომა) და ბასტიან შვაინშტაიგერის წინ დააყენა.

"ბარსას" პრეზიდენტი სანდრო როსელი მადრიდში ბილ გეიტსს შეხვდა.

მადრიდის "ატლეტიკომ" "ბარსას" გულშემატკივრებს მხოლოდ ათასი ბილეთი გამოუყო.

"სპორტის" ცნობით, "ბარსელონა" სარეზერვო გუნდის თავკაც ეუსებიო საკრისტანს კიდევ ერთი სეზონით უგრძელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა