ამ სპექტაკლს ორი შემოქმედი ჰყავდა: ტენორი ლავეცი და მატადორი კავანი

ფოტოზე: ეს ემოცია გულიდან მოდის და ასეთს მხოლოდ ნეაპოლში ნახავთ: ედინსონ კავანი და ესეკილ ლავეცი ამ უკანასკნელის მეორე გოლის შემდეგ

ნაპოლი-ჩელსი 3:1

ნეაპოლელთა თვითგამოხატვის უპირველესი საშუალება ყოველთვის "ნაპოლი" იყო - მაშინაც კი, როცა ეს გუნდი აღარაფერს წარმოადგენდა.

ნეაპოლი და ნეაპოლელები იმსახურებენ იმას, რომ ჰყავდეთ ასეთი გუნდი, დაიმსახურეს ეს გამარჯვებაც და მათზე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლაც ალალი იქნება. ნეაპოლი დღეს ფეხბურთით ცხოვრობს - ეს ძალიან კარგია ფეხბურთისთვის და შესაბამისად, ჩვენთვისაც.

რეაქციები

ვალტერ მაძარი (ნაპოლის მწვრთნელი): "მეოთხე გოლის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ მაჯოს დარტყმისას არ გაგვიმართლა. ეს კი სამწუხაროა, რადგან სამბურთიანი უპირატესობა ძალიან დაგვამშვიდებდა.

"ჩელსი" საკუთარ მოედანზე ყოველთვის ძალიან ძლიერია, რაც იმას ნიშნავს, რომ საპასუხო მატჩშიც უდიდესი შემართებით უნდა ვითამაშოთ.

ბიჭებმა კიდევ ერთხელ გამაოცეს: მატას გოლის შემდეგ, რაც უიღბლობის ბრალი იყო, ჩემმა გუნდმა ფანტასტიკური რეაქცია გამოავლინა.

ჩემი აზრით, ლოგიკურია ის, რომ ყველა მატჩს ასპროცენტიანი მონდომებით ვერ ვატარებთ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ სეზონის დიდ მატჩებში ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთს ვაჩვენებთ. ცხადია, ვხვდებით, რომ მეოთხედფინალზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. ლონდონში უმძიმესი ბრძოლა გველის."

ანდრე ვილაშ-ბოაში (ჩელსის მწვრთნელი): "გაგიკვირდებათ და კლუბის ბოსისგან ასპროცენტიან მხარდაჭერას ვგრძნობ. ეს მატჩი დეტალურად უნდა გავაანალიზოთ, შეცდომები განვიხილოთ და ვეცადოთ, რომ საპასუხო მატჩი ჩვენთვის სასურველი ანგარიშით დასრულდეს."

ხუან მატა (ჩელსი): "ცუდია, რომ გატანილი გოლის შემდეგ უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. "ნაპოლი" სახლში ძალიან მაგრად თამაშობს, მაგრამ წინ საპასუხო შეხვედრაა, რომელშიც ბოლომდე დავიხარჯებით. მჯერა, რომ მეოთხედფინალში გასვლა ჯერ კიდევ შეგვიძლია. ცხადია, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ეს შეგვიძლია."

პეტრ ჩეხი (ჩელსი): "ფეხბურთელების ინდივიდუალური შეცდომები ვილაშ-ბოაშის ბრალი არ არის! პრობლემა მწვრთნელში კი არა, გუნდშია, რადგან მისი დავალებები არასათანადოდ სრულდება."

TOP ფეხბურთელი

ესეკილ ლავეცი (ნაპოლი)

"ნაპოლის" ლიდერმა და "სან პაოლოს" პუბლიკის უსაყვარლესმა ფეხბურთელმა ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ზუსტად მაშინ გაიტანა ბრწყინვალე გოლი, როცა ნეაპოლელები საკუთარი შესაძლებლობების რწმენის დაკარგვასთან ძალიან ახლოს იყვნენ და "ნაპოლი" თამაშში დააბრუნა.

არგენტინელი როგორც ყოველთვის, ყველგან იყო და "ჩელსის" უკანახაზელებს უდიდეს პრობლემებს უქმნიდა, მათ მუდმივად მაგრად წნეხავდა.

მეორე ტაიმში კი მეორე გოლიც გაიტანა და პირდაპირ ვიტყვით, უამისოდაც საუკეთესოდ დავასახელებდით.

FLOP ფეხბურთელები

ჩელსის მცველები

ერთი კონკრეტული "ფლოპის" ამორჩევა ძალიან გაგვიჭირდა, ასეთები ბევრნი იყვნენ: ბრანისლავ ივანოვიჩი, გარი კეჰილი, დავიდ ლუისი და შეცვლაზე შესული ეშლი კოულიც - მათ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდი დღე გაუთენდათ. თამამად ვიტყვით, რომ არ გვახსოვს, ბოლოს როდის იცავდა თავს ინგლისური კლუბი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ასე ცუდად. მართალია, "ჩელსის" არც სხვა პოზიციები უვარგოდა (ამას მხოლოდ მეკარეზე ვერ ვიტყვით), მაგრამ დაცვის ხაზმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ტაქტიკა-სტრატეგია

დისკვალიფიცირებულ მაძარის არაფერი შეუცვლია: "ნაპოლიმ" ჩვეული სქემით (3-4-3) და სუპერ-წინა-ხაზით (ჰამშიკი, ლავეცი, კავანი) ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ნახევარმცველთა ოთხეულიდან სუპერტრიოს ყველაზე აქტიურად კრისტიან მაჯო ეხმარებოდა.

"ჩელსის" არ ჰყავდა ჯონ ტერი და ეს ლონდონელთა დაცვას მტკივნეულად დაეტყო. ეშლი კოულსაც ტრავმა აწუხებდა და მოედანზე გასვლა მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლების საშუალებით მოახერხა. ფერნანდო ტორესი ვილაშ-ბოაშმა სკამზე დატოვა, დაცვის მარცხენა ფრთაზე თამაში კი ბოსინგვას დააწყებინა (მარჯვნივ ივანოვიჩი ვიხილეთ). ცენტრფორვარდი დროგბა გახლდათ, დაცვის ცენტრში კი კეჰილის საჩემპიონთალიგო დებიუტი შედგა.

ანალიზი

თავიდანვე გამოჩნდა, რომ ნეაპოლელები უბრძოლველად ერთ სანტიმეტრსაც არ დათმობდნენ - მაძარის გუნდმა ბურთი დაიჭირა, ლონდონელები კი დიდხანს ეძებდნენ საკუთარ თამაშს. მეტიც: თამამად უნდა ვთქვათ, რომ პირველ წუთებში "ჩელსი" "ნაპოლის" სწრაფ ტემპში ვერ აჰყვა.

განსაკუთრებით მცველებს უჭირდათ ჰამშიკი-კავანი-ლავეცის ტრიოსთან გამკლავება. ამასთან, "ჩელსის" მცველებსა და ნახევარმცველებს შორის კავშირი გაწყვეტილი იყო, რაც ხსენებულ ტრიოს ლონდონელთა უკანა ხაზში ხვრელების პოვნას უადვილებდა. რომ არა პეტრ ჩეხი, ანგარიშს მასპინძლები გახსნიდნენ და ვინ იცის, იქნებ ასეთ შემთხვევაში პირდაპირ გვეთქვა, რომ "ნაპოლი" უკვე მეოთხედფინალშია.

სადღაც მე-20 წუთიდან ლონდონელები ოდნავ აზრზე მოვიდნენ, მაგრამ მატას გოლი მაინც არაფრისგან შეიქმნა - "ჩელსიმ" ანგარიში მხოლოდ იმიტომ გახსნა, რომ ნეაპოლელთა კაპიტან პაოლო კანავაროს ბურთი აეჭრა და მატა მორგან დე სანკტისთან პირისპირ დარჩა. ანუ, ეს გოლი "ჩელსის" არ გაუტანია - "ნაპოლიმ" გაუშვა.

მატას გოლმა მასპინძლები მხოლოდ ცოტათი დააბნია - ნეაპოლელებს თამაშის აღსადგენად ათი წუთი დასჭირდათ, ლავეცის მშვენიერმა გოლმა კი მათ თავდაჯერება არა მარტო დაუბრუნა, არამედ გაუორმაგა კიდეც. სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ "ნაპოლიმ" მეორე გოლიც პირველივე ტაიმში გაიტანა.

მეორე ტაიმში "ჩელსი" შეეცადა, მეტოქე წნეხის ქვეშ მოექცია, ნეაპოლელებმა კი ტემპი დააგდეს და სტრატეგიაც შეცვალეს - აქცენტი კონტრშეტევებზე გააკეთეს. ლონდონელებს საქმეები უკეთ წაუვიდათ, რადგან თამაში წინ გადაიტანეს და ნეაპოლელებს აიძულებდნენ, ბურთი მალევე დაეკარგათ.

ასე რომ, "ჩელსის" გულშემატკივრები მხოლოდ საკუთარ მცველებს უნდა "უმადლოდენ" იმას, რომ "ნაპოლიმ" მესამე გოლის გატანა მაინც მოახერხა. ამის შემდეგ იტალიელებმა საგრძნობლად უკან დაიხიეს, ლონდონელები კი უკვე უსისტემოდ უტევდნენ. ბოლოს ნეაპოლელებმა კინაღამ მეოთხე გოლიც გაიტანეს - კოულმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

დასკვნა

"ნაპოლის" გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებულია და უკვე ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ეს გუნდი მართლაც ვიხილოთ მეოთხედფინალში. "ჩელსი" კი თავის თავს არ ჰგავს.

მიუხედავად ამისა, "სან პაოლოზე" დაფიქსირებული 1:3 ისეთი ანგარიშია, რომელიც "არისტოკრატებს" ჯერ კიდევ უტოვებს მეოთხედფინალში გასვლის შანსს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ "არსენალი" ფაქტობრივად გავარდნილია (0:4 მილანთან), "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ინგლისის უკანასკნელი იმედია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

margal
npoli chepionta ligas moigebs
ჩემპიონთა ლიგა: "ატლეტიკომ", "ჩელსიმ", "ინტერმა", "მარსელმა" და "ბაიერნმა" გაიმარჯვეს - "ტოტენჰემმა" "ბოდო გლიმტთან" ფრეს მიაღწია
კონტე: "სპორტინგთან" მნიშვნელოვანი მატჩი გველის
პედრი: პსჟ-ზე უკეთესი გუნდი ვართ და შურისძიება გვინდა
"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
"მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა" - თორნიკე შენგელია "ბარსელონაში" დებიუტისთვის ემზადება
კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო