საქართველოს ჩემპიონატში გოგიტა გოგუას დაბრუნებას თემურ ქეცბაიც დაესწრო
ნებისმიერი გამარჯვება დასაფასებელია და მნიშვნელობა არა აქვს, ესა თუ ის მატჩი სატურნირო თვალსაზრისით რაიმეს ნიშნავს თუ არა ორივე გუნდისთვის.

სწორედ ასეთი სიტუაცია იყო 22 თებერვალს გამართულ შეხვედრაშიც: როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო "დინამო"-"სიონის" დაპირისპირება, მეტოქეთათვის არაფერი შეიცვლებოდა; თუმცა, დინამოელები აშკარად მოტივირებულნი გამოვიდნენ მოედანზე და გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით ზედიზედ მეორე გამარჯვებაც მოიპოვეს.

მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა წინა მატჩისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოახდინა: დავით ოდიკაძე, ალექსანდრე კოშკაძე, ირაკლი ძარია, რობერტინიო და კოტო სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ, ჩისკო, კი, საერთოდ დაასვენა.

სამაგიეროდ, ხანგრძლივი პაუზის მერე "დინამოს" ძირითადში ლევან ხმალაძე გამოჩნდა, საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ესპანელმა საყრდენმა ანდრეუმ (სწორედ ასე უნდა მოვიხსენიოთ - გ.ტ.) და, რაც მთავარია, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ჩვენ ჩემპიონატს დაუბრუნდა გოგიტა გოგუა!

გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ პირველ ტაიმში სწორედ გოგუა და "დინამოს" კიდევ ერთი ცნობილი ახალწვეული, გიორგი მერებაშვილი იყვნენ ერთ-ერთი გამორჩეულნი. თუმცა, არც მათი და არც დანარჩენი დინამოელთა აქტიურობა საკმარისი არ გამოდგა "სიონის", უფრო ზუსტად, სტუმართა მეკარის მინდია ბობღიაშვილის წინააღმდეგობის დასაძლევად. ბოლნისურ კლუბში ექვსთვიანი პაუზის მერე დაბრუნებულმა ბობღიაშვილმა ბენეფისი მოაწყო: ჯერ მხოლოდ პირველ ტაიმში საკუთარი გუნდი, სულ მცირე, 6-7 აშკარა გოლისგან იხსნა!

"სიონის" მეკარემ არც ალბერტ იაგუეს დაანება გოლის გატანა (ამ ეპიზოდში მერებაშვილის ჩინებული პასია აღსანიშნავი), არც მიკელ ალვაროს (ესპანელ ნახევარმცველი სამჯერ აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაზე) და აღარაფერს ვამბობთ გოგუა-ბობღიაშვილის "დუელზეც"! ბევრს ეცადა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებული გოგუა, რომ პირველსავე მატჩში გოლი გაეტანა, მაგრამ ბობღიაშვილი უშეცდომოდ თამაშობდა.

სხვათა შორის, პირველ ტაიმში ერთი-ორჯერ "სიონმაც" შეუტია; უფრო ზუსტად, მწვავე კონტრშეტევა განახორციელა, მაგრამ "დინამოს" მცველებმა სიტუაცია განმუხტეს. თამაშის შინაარსი არც მეორე ტაიმში შეცვლილა; თანაც, დინამოელთა თავკაცმა ცვლილებებითაც სცადა სასურველი შედეგის მიღწევა, რამდენიმე ფეხბურთელს პოზიციაც შეუცვალა, მაგრამ სტუმართა მეკარე კვლავაც ჩინებულ რეაქციას ავლენდა. მერებაშვილს (სამჯერ), რობერტინიოს (ორჯერ) და ოდიკაძეს გოლის გატანის რამდენიმე ჩინებული შანსი ჰქონდათ, მაგრამ ბურთი ბოლნისელთა გუნდის კარში არა და არ შედიოდა.

და აი, მაშინ, როცა ყველას ეგონა მატჩი ნულოვანი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მასპინძელთა ახალწვეულმა ირაკლი ძარიამ ეფექტური თავური დარტყმით "დინამოს" მაისურით პირველი გოლი გაიტანა. ამ ეპიზოდში ბობღიაშვილიც უძლური იყო და რობერტინიოს საგოლე პასიც უნდა აღინიშნოს. მით უფრო, რომ ბრაზილიელმა გარემარბმა მანამდე რამდენიმე უაღრესად ხელსაყრელი მომენტი გააცუდა.

საქართველოს ჩემპიონატი XIX (გამოტოვებული) ტური

22. 02. თბილისი. დინამო-არენა. 500 მაყურებელი

დინამო-სიონი 1:0

1:0 ძარია (90, რობერტინიოს პასით)

დინამო (4-3-3) სიონი (4-4-2)

ლორია ბობღიაშვილი

ტვილდიანი კობაური

კვეკვესკირი გ. ოქროპირიძე

თომაშვილი ქემოკლიძე

ხმალაძე ჩიკვილაძე

ალვარო ჭანკოტაძე

ანდრეუ კაციტაძე

ჯიღაური ჯოჯუა

მერებაშვილი ო. გველესიანი

იაგუე უგულავა

გოგუა მეტრეველი

მწვრთნელი გ. დევდარიანი მწვრთნელი: ხ. ქასრაშვილი

დინამო

46. ხმალაძე - ოდიკაძე

50. იაგუე - რობერტინიო

73. ჯიღაური - ძარია

სათადარიგოები: კ. სეფიაშვილი, სანდოხაძე, კოტო, კოშკაძე

სიონი

38. უგულავა - ლ. ჩხეტიანი

62. ჭანკოტაძე - ხიდეშელი

79. კაციტაძე - გაბრიჭიძე

სათადარიგოები: ზუხბაია, ავსაჯანიშვილი, ისიანი, ხურციძე

გაფრთხილება: ალვარო (58), მეტრეველი (88), ძარია (90)

არბიტრი: ხ. გაგნიძე

მატჩის შემდეგ

გიორგი დევდარიანი: "ჩვენთვის ეს თამაში ერთობ რთულად წარიმართა. ჩვენთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. მოგვეცა საშუალება, რომ თამაშში გვენახა რამდენიმე ფეხბურთელი, შესაბამისად კოტო და ჩისკო დავასვენეთ. პრობლემა, რომელიც ამ თამაშმა თვალნათლივ გამოაჩინა - დამამთავრებელ ფაზაში საგოლე მომენტების ცუდი რეალიზაციაა".

ხვიჩა ქასრაშვილი: "მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. დასანანია ბოლო წუთზე მარცხი, თუმცა აღვნიშნავ, რომ თამაშიდან გამომდინარე შედეგი ლოგიკურია. ჩვენს მდგომარეობაში წარმოუდგენელია რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა. სასიამოვნო იყო ესეთ ძლიერ გუნდთან თამაში და ამ შეხვედრამ უფრო ნათლად დაგვანახა ჩვენი მინუსები, რაზეც განსაკუთრებით მოგვიწევს მუშაობა".

ირაკლი ძარია: "ჩვენი გუნდისთვის მთლიანად თამაში ძალიან რთული გამოდგა. მომენტების რეალიზაციაში მოვიკოჭლებდით, თუმცა მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და ვეცდებით წარმატებული სვლა მომავალშიც გავაგრძელოთ.

რაც შეეხება ჩემს თამაშს, ძალიან გახარებული ვარ, რომ "დინამოს" მაისურით მოვახერხე პირველი გოლის გატანა. ამ გოლს ყველა "დინამოს" გულშემატკივარს ვუძღვნი და ვპირდები, რომ მომავალშიც ყველანაირად შევეცდები მათი იმედების გამართლებას"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა