chess-news.ru-ს თავკაცმა და ჟურნალისტმა თბილისურ ბატალიებზე შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს
უკვე ვწერდით, რომ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის სუპერთასის გათამაშება ნანა ძაგნიძის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.

ამ შეჯიბრების გასაშუქებლად სხვადასხვა ქვვეყნიდან ჩამოვიდნენ ჩვენი კოლეგები. მათ შორის იყვნენ ინტერნეტსაიტ chess-news.ru-ს თავკაცი ევგენი სუროვი და ამავე საიტის მინსკელი ჟურნალისტი, 2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე ბელარუსის ქალთა ნაკრების წევრი ელენა კლიმეცი.

მართალია, ეს საჭადრაკო საიტი 2010 წლის შემოდგომით გამოჩნდა საინტერნეტო სივრცეში, მაგრამ უკვე მოიპოვა საყოველთაო აღიარება

- აშკარად გაუსწრო კონკურენტებს: გულშემატკივრებს ამომწურავ ინფორმაციებს აწვდის მნიშვნელოვანი ტურნირებიდან, თვლა არა აქვს ექსკლუზიურ ინტერვიუებს, ფოტორეპორტაჟებს, პარტიების მიმოხილვას პირდაპირ ეთერში... თბილისშიც სუპერთასის გათამაშებისას წუთითაც არ ჰქონიათ მოცლა.

და აი, ახლა, როცა ასპარეზობა დამთავრდა, ევგენიმ და ელენამ თბილისურ ბატალიებზე შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს. უპირველესად ევგენის მივმართე შეკითხვით, რადგან იგი ქართველთა სიძეა და თბილისშიც შინაურ კაცად მიიჩნევა.

- აბა, რას ვიფიქრებდი, ქართველთა სიძე თუ გავხდებოდი, მაგრამ, ერთი ქართული სიმღერის ტექსტისა არ იყოს, "ბედი ისეთი რამ არის, ვერ გაექცევა ვერავინ": ეს იყო ეკატერინბურგში, 2007 წელს, მოჭადრაკე ქალთა პირველი გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრების წევრმა ლელა ჯავახიშვილმა, მისდა საუბედუროდ (ეღიმება), 13 წლის ჩინელ ვუნდერკინდს - ჰოუ იფანს მოუგო.

არადა, იფანი მაშინაც ელიტის წარმომადგენელი გახლდათ. ცხადია, ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დამიტოვებია - ლელასგან ინტერვიუ ავიღე და... ყველაფერი იქიდან დაიწყო. ერთი წლის შემდეგ დავქორწინდით. დღეს სამი წლის ალექსანდრე გვყავს.

- და სიძეს მოსწონს თბილისური ტურნირი?

- ქართველებს შეჯიბრებების ორგანიზება არ ეშლებათ. ახლაც ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო. ამის თაობაზე ჩვენი საიტის პირდაპირი გადაცემებისას არაერთხელ თქვეს როგორც შეჯიბრების მონაწილეებმა, ისე საპატიო სტუმრებმა და უცხოელმა ჟურნალისტებმა.

მართლაც, ასოციაციისა და ორგანიზატორების დამსახურებაა, რომ სუპერთასის გათამაშებაში ტიტულოვანმა მოჭადრაკეებმა მოიყარეს თავი. მათ შორის 10 მონაწილეს ვაჟთა დიდოსტატის წოდება ჰქონდა. საპრიზო ფონდიც სარეკორდო იყო. მიხარია, რომ ეს ყველაფერი ჩემს საყვარელ თბილისში მოხდა.

ყოველთვის სიამოვნებით ჩამოვდივარ აქ და ბედნიერი ვარ, რომ ზოგიერთი ჟურნალისტივით ტურისტად არ ვგრძნობ თავს. თუმცა მათ თბილისის სილამაზით ტკბობის ბედნიერება წინ აქვთ.

რუსი პოეტებისა და პროზაიკოსების მსგავსად საქართველოს სილამაზეს და სტუმართმოყვარეობას ვერ გადმოვცემ, მაგრამ ვიზიარებ მათს აღტაცებას და ყველას ვურჩევ, ესტუმრონ თბილისს, სადაც ყოველთვის დახვდებათ ქართველი კაცის მოსიყვარულე გული.

ვფიქრობ ამ სიტყვების სიმართლეში კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ ასპარეზობის მონაწილენი და ის უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც ტურნირის გასაშუქებლად ჩამოვიდნენ.

- ევგენის აღტაცებას მეც ვიზიარებ, - ჩაერია საუბარში ელენა კლიმეცი. - ბევრჯერ მსმენია თქვენს ქვეყანაზე, განსაკუთრებით დედაჩემისგან, რომელიც სამი ათეული წლის წინათ ყოფილა საქართველოში. დღემდე იხსენებს აქაურ ბუნებას, სტურმართმოყვარებას. რომ შეიტყო, თბილისში მოვდიოდი, თვალები გაუბრწყინდა და, მგონი, კეთილი შურითაც აღივსო.

შესანიშნავად ორგანიზებული სუპერტურნირის გაშუქებით ისე ვიყავი დაკავებული, რომ ბევრი რამის დათვალიერება ვერ მოვასწარი, თუმცა ნანახმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ბევრგან ვყოფილვარ შეჯიბრებებზე, ჟურნალისტებისთვის ასე კეთილმოწყობილი პრესცენტრი კი იშვიათად მინახავს. ჩაი, ყავა და ნამცხვარი, ჰო, მაგრამ პრესცენტრში შამპანური და უმაღლესი მარკის კონიაკი ულევად თუ იქნებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. მართალია, დღეს ვტოვებთ თბილისს, თუმცა ეს დროებითი განშორებაა, რადგან ჩვენ კიდევ დავბრუნდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა