ამ უქმეებზე ზე რაგბის გათამაშება იწყება, იმ ხუთ ავსტრალიურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომელიც ზე რაგბიში პირველობისთვის იბრძოლებს
ამ უქმეებზე ზე რაგბის გათამაშება იწყება. სამხრეთ ნახევარსფეროს ბობოლა სარაგბო ქვეყნების გუნდები დიდი ბატალიებისთვის ემზადებიან. ამჯერად იმ ხუთ ავსტრალიურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომელიც ზე რაგბიში პირველობისთვის იბრძოლებს.

ავსტრალიური გუნდები 2005 წლის შემდეგ პირველად შეეცდებიან ტიტულის დაცვას. შეგახსნებთ, რომ შარშან ზე რაგბის გათამაშება ქვიზლენდის "რედსმა" მოიგო. ავსტრალიური გუნდების წარდგენასაც, ბუნებრივია, ამ გუნდით დავიწყებთ.

ქვიზლენდის რედსი

ძნელი სათქმელია რას უნდა ელოდო "წითლებისგან" დამდეგ სეზონში. შარშან "რედსის" წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა მგეზავის ქუადე კუპერის შესანიშნავმა თამაშმა. თუმცა ქვიზლენდელთა კერპმა ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე მესამე ადგილისთვის მატჩში უელის ნაკრებთან მუხლი დაიშავა და დღემდე მკურნალობს. არავინ იცის, შეძლებს თუ არა ის წლეულს გამოჯანმრთელებას და ფორმის აღდგენას.

მის შემცვლელად ახალბედა მაიკ ჰარისი მოიაზრება, რომლის კონკურენტიც ახალზელანდიელი ბენ ლუკასია. ჰარისის ყველაზე გამორჩეული თვისება ფეხჩუბინობაა. არ დაგვავიწყდეს ცხრა ნომერი ვილი გენიაც, რომელსაც ხშირად მარტო გადაუწყვეტია მატჩის ბედი.

საინტერესო იქნება მესამეხაზელის ბო რობინსონის თამაშის ხილვა. ის "რედსში" სიდნეის "ვორათაზიდან" გადაბარგდა.

სიდნეის ვორათაზი

წლევანდელი ზე რაგბის გათამაშება ჯერ არ დაწყებულა, თუმცა "ვორათაზს" უკვე ტრავმების ეპიდემია სჭირს. დრიუ მიტჩელს ფეხის ტერფი ჯერაც ვერ მოურჩენია. ლაკი ტერნერმა კი სულ ახლახან მიიღო მუხლის უმძიმესი ტრავმა.

მას შემდეგ რაც ფულბეკი ქართლი ბეილი "მელბურნ რებლზში" გადაბარგდა ამ პოზიციაზე სიდნეელებს მწვავე კრიზისი შეექმნა. თუმცა "ვორათაზს" საკმარისად ბევრი ნიჭიერი მოთამაშე ჰყავს. რობ ჰორნს და ბერიკ ბარნსს ახალ სეზონში ადამ ეშლი-კუპერი და "ჩიტაზის" ყოფილი ცხრა ნომერი სერელ პრეტორიუსი დაემატა.

ტრამვა აწუხებთ ფილ ვოგს და დენ ვიკერმანსაც. სეზონის დაწყებისას, წესით, მწყიბრში უნდა იყვნენ ბენ რობინსონი, ვიკლიფი პალუ და ტატაფი პოლოტა-ნაუ. წლევანდელი გათამაშება მნიშვნელოვანი იქნება როკი ელსომისთვისაც, რომელიც მშობლიურ გუნდს "ბრამბიზში" ორწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა.

მელბურნ რებლზი

ზე რაგბის ამ ახალმა გუნდმა სატრანსფერო სეზონზე უკვე პირველი წარმატება მოიპოვა. "მელბურნ რებლზში" წლეულს ავსტრალიური რაგბის ორი უძლიერესი მოთამაშე ქართლი ბეილი და ჯეიმზ ოკონორი ჩაირიცხა. ცხადია, "ამბოხებულთა" შედეგები პირველ სეზონში შთამბეჭდავი არ იყო. გუნდი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

ბეილის და ოკონორს შეუძლიათ ინგლისელ მგეზავ დენი სიპრიანისთან ერთად საგრძნობლად გააძლიერონ შეტევითი პოტენციალი. თუმცა მელბურნელებს არც დაცვაში ულხინდათ. გასულ სეზონში მეტოქეებმა მათ 570 ქულა აართვეს, საშუალოდ თამაშში 31,7 ქულა. ეს საკმაოდ ცუდი შედეგია.

აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად "მელბურნ რებლზის" ხელმძღვანელებმა გუნდში საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ჯონ მაგლტონი მიიწვიეს.

ვესტერნ ფორსი

ამ სეზონში "ვესტერნ ფორსის" მიერ ნაჩვენები შედეგი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად აღმოფხვრის ჯეიმზ ოკონორის დანაკლისს. გუნდის მწვრთნელი რიჩარდ გრემი დარწმუნებულია, რომ სეზონისწინა საწვრთნელი შეხვედრები გუნდებში არსებულ სრულ სურათს არ იძლევა და დამდეგ სეზონში ავსტრალიის კონფერენციაში გამარჯვებას გეგმავს. "ფორსის" წამყვანი ძალა დევიდ პოქოკი, მეთ ჰოჯსონი და რიჩარდ ბრაუნი არიან.

აღსანიშნავია, რომ ზე რაგბის წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ ბუცებს ლურსმანზე დაკიდებს მეორეხაზელი ნათან შარფი. ის ავსტრალიური რაგბისთვის გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იბრძვის და ლეგენდარული ჯონ ილზის პარტნიორი იყო.

კანბერას ბრამბიზი

მას შემდეგ, რაც გუნდში ახალი მწვრთნელი ჯეკ ვაითი მოვიდა, ბევრი რამ შეიცვალა. ვაითმა გამოცდილი სტივენ მური სათვალავში არ ჩააგდო, ახალწვეული ბენ მოვენი კაპიტნად დანიშნა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი დატოვეს მეთ გიტომ და როკი ელსომმა, "ბრამბიზში" მაინც საკმაოდ დარჩნენ მაღალი დონის მორაგბეები: ბენ ალექსანდერი, პეტ მაკკები და რობი კოლმანი. კანბერელთა ქომაგებს დიდი იმედი აქვთ, რომ ახალგაზრდა მეთ ტოუმა აუცილებლად გაიბრწყინებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს