ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეკლან კიდნიმ თავის მორაგბეებს მოუწოდა მეტოქეს პატივისცემით მოეკიდონ
ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეკლან კიდნიმ თავის მორაგბეებს მოუწოდა, ამ უქმეებზე იტალიის ეროვნულ გუნდთან გასამართ მატჩს მაქსიმალურად მობილიზებულნი შეხვდნენ და მეტოქეს პატივისცემით მოეკიდონ.

ირლანდიელებმა ექვსი ერის წლევანდელ გათამაშებაში მხოლოდ ერთი შეხვედრა გამართეს. "სამყურები" შინ დამარცხდნენ უელისის ნაკრებთან. მეორე მატჩი, კი რომელიც პარიზში "ლე ბლოსთან" უნდა გამართულიყო, უამინდობის გამო გადაიდო. კიდნის და კომპანიას აუცილებლად გამარჯვება სჭირდება. თუმცა თავად "სამყურების" თავკაცს მიაჩნია, რომ მისი მოპოვება იტალიის ნაკრებთან ძალიან გაუჭირდება. მაგალითისთვის შარშანდელი ტურნირიც კმარა, როცა რომში ირლანდიელებმა თამაში ბოლო წუთზე რონან ოგარას ფეხჩუბინობის წყალობით მოიგეს.

"იტალიური კლუბები ორი წელია კელტთა ლიგაში ასპარეზობენ. ამან უაღრესად დადებითი გავლენა იქონია ამ ქვეყნის ნაკრების მოთამაშეებზე. ისინი საგრძნობლად მოღონიერდნენ. თუ რამდენიმე წლის წინათ "სკუადრა აძურა" 60-70 წუთის განმავლობაში სწევდა წინააღმდეგობას, ახლა ამ გუნდს მთელი თამაშის განმავლობაში შეუძლია უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ბრძოლა.

"სკუადრა აძურას" ახალმა ფრანგმა მწვრთნელმა გუნდის თამაშში სიახლე შეიტანა. იტალიელი მორაგბეები სულ უფრო მეტად ხელდახელ ბურთაობენ. ექვსი ერის მეორე ტურში ინგლისის ნაკრები მათთან შეხვედრაში წაგებას სასწაულით გადაურჩა. იტალიელებს გამარჯვების შანსი მიეცათ და ანერვიულდნენ, სწორედ ამიტომ გაუცუდდათ ორი ხელსაყრელი საჯარიმო დარტყმა.

ერთი სიტყვით, წინ საკმაოდ მძიმე ბრძოლა გველის და გამორიცხული არ არის მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდეს. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ამ დროისთვის "სკუადრა აძურას" გამარჯვების მოპოვების შანსი აღარ ჰქონდეს." - თქვა "სამყურების" თავკაცმა დეკლან კიდნიმ.

ირლანდიელთა დამრიგებელმა უკვე დაასახელა ის 22 მორაგბე, რომლებიც ექვსი ერის წლევანდელ გათამაშებაში პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან. აღსანიშნავია, რომ მიკრო ტრავმა აწუხებდა მგეზავ ჯონათან სექსტონს, თუმცა ამჯერად ის ჯანმრთელია და თამაშს შეძლებს.

შესაბამისად ისევ სათადარიგოთა შორის იქნება გამოცდილი რონან ოგარა. კვლავ ტრავმას იშუშებს და არ ითამაშებს ირლანდიელთა საუკეთესო მორაგბე, შუამარბი ბრაიან ოდრისკოლი.

ირლანდია: 15. რობ კირნი, 14. ტომ ბოუი, 13. ქის ირლზი, 12. გორდონ დარსი, 11. ენდრიუ ტრიმბლი, 10. ჯონათან სექსტონი, 9. კონორ მურეი. 1. ციან ჰილი, 2. რორი ბესტი, 3. მაიკ როსი, 4. დონჩა ოკალაჰანი, 5. პაულ ოკონელი, 6. სტივენ ფერისი, 7. შონ ობრაიანი, 8. ჯიმი ჰისლიპი.

16. შონ კრონინი, 17. ტომ კარტი, 18. დონჩა რაიანი, 19. პიტერ ომაჰონი, 20. ეოინ რედანი, 21. რონან ოგარა, 22. ფერგიუს მაკფოდენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა