24 თებერვალს სპორტკომპლექს "არენაში" თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი იწყება
24 თებერვალს სპორტკომპლექს "არენაში" საქართველოს ჩემპიონატი იწყება თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის.

ამ ასაკის მოზარდებს ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე მოსახვედრად დიდი შანსი ეძლევათ, რადგან შარშანდელი შემადგენლობიდან ერთის გარდა უკლებლივ ყველა ლიდერმა დაასრულა გამოსვლა ახალგაზრდებში და უფროსებში გადაინაცვლა. ის დარჩენილი ერთი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილია, რომელიც შარშან ახალგაზრდებში ევროპის მესამე პრიზიორი გახდა, ჭაბუკებში მოიგო კონტინენტის პირველობა, მსოფლიოზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ შარშან ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვა - ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო, მსოფლიოზე კი ხუთი ჯილდო ირგუნა - ორ-ორი ოქრო-ვერცხლი და ერთიც ბრინჯაო. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები აწ უკვე ეროვნული ნაკრების ლიდერები და მომავალი ოლიმპიადის ფავორიტები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) და დავით მარსაგიშვილი (84) გახდნენ.

ევროპაზე ვერცხლის მედალი ბექა პეტრიაშვილმა (74) მოიპოვა, ბრინჯაო თენგიზ ჩოჩიშვილმა (60), თედორე ებანოიძემ (96) და ზემოხსენებულმა გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა.

მსოფლიოზე მეორეზე მამუკა კორძაია (96) და უკვე მძიმე წონაში გადანაცვლებული ებანოიძე გავიდნენ, დავით გალეგაშვილი (66) კი მესამეზე გავიდა.

წლეულს ნაკრების თავკაც ნუგზარ სხირელს ახალი გუნდის შექმნა მოუწევს.

"არენაში" შეხვედრები 11 საათზე დაიწყება. 24 თებერვალს 50, 60, 74 და 96-ის ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენები კი 25-ში გაარკვევენ მედალოსანთა ვინაობას.

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა