ფაბიო კაპელო ბულგარეთის განადგურებით (4:0) გვარიანად განიტვირთა. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ არაერთგზის, თანაც ძალიან მძიმედ...

ბულგარეთი-მონტენეგრო

შვეიცარია-ინგლისი

ფაბიო კაპელო ბულგარეთის განადგურებით (4:0) გვარიანად განიტვირთა. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ არაერთგზის, თანაც ძალიან მძიმედ გაკრიტიკებულმა იტალიელმა მწვრთნელმა თქვა კიდეც, ძალიან დიდი ტვირთი მოვიშორე და ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა ძველებურად დიდ სიამოვნებას მანიჭებსო. "დონ ფაბიოს" შეგირდები დღეს შვეიცარიას სტუმრობენ და აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში შვეიცარიელებს არ უთამაშიათ.

შვეიცარიის ნაკრების დამრიგებელი ოტმარ ჰიტცფელდი ამბობს, პირველივე თამაშში ჯგუფის მთავარი ფავორიტის დამარცხება ჩვენთვის საოცნებო სტარტი იქნებოდაო. "ჩვენი მიზანი პირველ ადგილზე გასვლაა, მაგრამ ცხადია, უფრო რეალური ის არის, რომ მეორე ადგილი დავიკავოთ," - აღიარებს ჰიტცფელდი.

შვეიცარიამ ინგლისთან პირველ რიგში თავდაჯერება უნდა დაიბრუნოს. ჰიტცფელდს ამ ბოლო დროს ძალიან ბევრჯერ წამოაძახეს ის, რომ მისმა გუნდმა ბოლო ათ თამაშში მხოლოდ ოთხი გოლის გატანა შეძლო. პარასკევს შვეიცარიამ ავსტრალიასთან ამხანაგური თამაში 0:0 დაასრულა და იმ შეხვედრაში გუნდის ლიდერმა და მთავარმა დამრტყმელმა ძალამ, ალექსანდერ ფრაიმ (40 გოლით შვეიცარიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია) თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. თუმცა ჰიტცფელდი ფრაის დღესაც ძირითად შემადგენლობაში ათამაშებს და მას სავარაუდოდ ერენ დერდიოკს შეუწყვილებს. თუმცა ავსტრალიასთან ამ უკანასკნელმაც ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და გამორიცხული არაა, რომ ჰიტცფელდმა მის ნაცვლად მარკო შტრელერი ათამაშოს.

ინგლისთან განადგურებული ბულგარელები კი იმ მონტენეგროს მასპინძლობენ, რომელმაც პარასკევს უელსი დაამარცხა (1:0) და ინგლისთან ერთად, ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. ამ შეხვედრაში ფავორიტი არ არსებობს, მაგრამ თუ ვინმეზე ვიტყვით, რომ ლოგიკურად, მოგების მეტი შანსი აქვს, პირველ რიგში ეს ბულგარეთზე ითქმის, რადგან ამ გუნდს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს. მონტენეგროსთან ვერმოგება ბულგარელთათვის ძალიან არასახარბიელო შედეგი იქნება. მირკო ვუჩინიჩსა და კომპანიას კი სოფიაში ფრეც დააკმაყოფილებს.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა