გთავაზობთ მე-14 ტურის სიმბლურს და ინტერვიუს ლაშა გამყრელიძესთან, რომელიც "სოხუმთან" მომავალ მატჩზე საუბრობს
მე-14 ტურის ცენტრალური მატჩი ("ოლიმპი"-"შსს აკადემია") საინტერესო სანახავი გამოდგა. ოლიმპელმა გამთამაშებელმა ლაშა გამყრელიძემ 35 ქულა ჩააგდო და თანაგუნდელებს სამი ქულის სხვაობით გაამარჯვებინა.

- მატჩს დანაკლისით შევხვდით, არ თამაშობდა სლიუკა, ხოლო ტუტუს კოჭი ჰქონდა გადაბრუნებული, მაგრამ მოედანზე მაინც გავიდა. ამის მიუხედავად გუნდმა მობილიზება მოახერხა და კარგი დაცვის წყალობით გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.

- მეტოქეს ორიგინალური ტაქტიკა ჰქონდა, პერიმეტრიდან სროლისთვის სივრცეს გაძლევდა.

- ეს მათი მწვრთნელის დავალება იყო, მოწინააღმდეგე მცველი შორიდან მეთამაშებოდა, ალბათ იმიტომ, რომ ფარქვეშ გარღვევები არ განმეხორციელებინა. ცხადია, ყოველი შეტევისას ვერ ვისროდი, თუმცა საბოლოოდ 35 ქულა მომიგროვდა და რაც მთავარია, გავიმარჯვეთ.

- შეხვედრა იმითაც იყო გამორჩეული, რომ ორივე გუნდი დიდი მონდომებით იცავდა ფარს. სამწამიან ზონაში შეღწევა მართლაც რთული იყო.

- მოხსნებში არაერთ მეტოქესთან წაგვიგია, ასე მოხდა "შსს აკადემიასთანაც". თუმცა, "ოლიმპი" შეთამაშების გზაზეა, ერთი მეფარე იანვარში დაგვემატა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამოსასწორებელი გვაქვს პერიმეტრიდან ტყორცნის სიზუსტეც. ამ მხრივ ჩავარდნა "ქუთაისთან" სათასო მატჩში გვქონდა და დავმარცხდით კიდეც. ვიმედოვნებ, ნელ-ნელა თამაშს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ.

- შაბათს "სოხუმს" დაუპირისპირდებით.

- აქტიურად ვემზადებით, როგორც ტაქტიკურად, ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. "სოხუმის" დარ გუნდთან გამარჯვება თუ გინდა, მაქსიმალურად მობილიზებული უნდა გახვიდე და საუკეთესო თამაში უჩვენო.

სუპერლიგა. XIV ტური

ოლიმპი-შსს აკადემია 82:79

დინამო-სოხუმი 83:69

რუსთავი-თსუ 67:54

ბათუმი-სამედიცინო 71:78

ქუთაისი-არმია 73:81

რეკორდები

ქულა

41 - ლარი ბლერი (შსს)

2-ქულ 11/21; 3-ქულ 4/8; საჯ 7/8

17.12.11 შსს-თსუ

მოხსნა

20 - რიჩარდ მათიაშვილი (ქუთაისი)

(მეტოქ: 4; საკუთ: 16)

23.12.11 ბათუმი-ქუთაისი

პასი

14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)

29.10.11 შსს-ოლიმპი

14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)

10.12.11 დინამო-ოლიმპი

14 - ბენჟამინ ვუდსაიდი (არმია)

17.12.11 სოხუმი-არმია

ჩაჭრა

7 - რევაზ ჩაჩანიძე (რუსთავი)

29.10.11 სტუ-რუსთავი

7 - ნიკა რამიშვილი (ბათუმი)

11.11.11. ბათუმი-სოხუმი

7 - ლარი ბლერი (შსს)

23.12.11 რუსთავი-შსს

დაფარება

6 - ილიცა მილუტინოვიჩი (ოლიმპი)

15.10.11 თსუ-ოლიმპი

6 - ბექა ბექაური (სამედიცინო)

05.11.11 დინამო-სამედიცინო

6 - მილან ოლუიჩი (დინამო)

14.02.12 დინამო-არმია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა