ფერგიუსონის შეგირდებმა ამსტერდამში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა, შინ კინაღამ ქარს გაატანეს
ევროპის ლიგის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩები 22 თებერვალს "მანჩესტერ სიტისა" და "პორტუს" დაპირისპირებით დაიწყო, დანარჩენი შეხვედრები კი 23 თებერვალს გაიმართა.

რობერტო მანჩინის შეგირდებმა პორტუგალიურ გრანდს და ევროპის ლიგის მოქმედ ჩემპიონს საკუთარ კედლებში "გადაუარეს" და 4:0 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ანგარიში სერხიო აგუერომ მე-19-ე წამზე გახსნა.

23 თებერვალს გამართული შეხვედრებიდან გამოსარჩევი რამდენიმე მატჩია. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ამსტერდამის "აიქსთან" პირველ შეხვედრაში მოპივებული ორბურთიანი უპირატესობა კინაღამ ქარს გაატანა.

მასპინძლები ხავიერ ერნანდესის გოლით მეექვსე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ ჰოლანდიელებმა ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრეს, მატჩის მიწურულს, 87-ე წუთზე კი ალდერვაიელის თავურით წინაც გავიდნენ. თუმცა, გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე ალექს ფერგიუსონის გუნდს მერვედფინალში გასაღწევად კლასი მაინც ეყო.

მატჩის შემდეგ მანჩესტერელთა თავაკაცმა განაცხადა:

"დასასრული ძალიან ნერვიული გამოდგა. მეორე ტაიმში მეტოქე ჩვენზე გაცილებით უკეთ თამაშობდა. დამარცხებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე დავაყენე, განსაკუთრებით დაცვაში. მათ პოტენციალი გააჩნიათ, მაგრამ ევროპულ სარბიელზე გამოცდილებაც აუცილებელია.

"აიაქსს" კარგი ახალგაზრდული და მზარდი გუნდი ჰყავს, ჩვენმა ახალგაზრდებმა კი საჭირო გამოცდილება მიიღეს".

ბილბაოს "ატლეტიკმა" მოსკოვის "ლოკომოტივი" 1:0 დაამარცხა, რაც პირველ შეხვედრაში 1:2 დამარცხების შემდეგ მერვედფინალში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ესპანელებმა გოლი მე-60-ე წუთზე ამორებიეტას გაძევების შემდეგ, ორიოდ წუთში გაიტანეს. თავი ბასკების ლიდერმა მუნიაინმა გამოიჩინა.

კიდევ ერთმა ესპანურმა გუნდმა, მადრიდის "ატლეტიკომ" რომის "ლაციოსთან" საშინაო შეხვედრაშიც იმარჯვა. ესპანელებს პირველი შეხვედრა სტუმრად 3:1 ჰქონდათ მოგებული და, ფაქტობრივად შემდეგ ეტაპზე გასვლა განაღდებული ჰქონდათ. მადრიდელებმა ამჯერად გოდინის გოლით მონიმალური სხვაობით გაიმარჯვეს.

ევროპალიგა. 1/16 ფინალი. საპასუხო მატჩები

ბილბაო-ლოკომოტივი 1:0 (1:2)

გოლი: 1:0 მუნიანინი (62)

ბრიუგე-ჰანოვერი 0:1 (1:2)

გოლი: 0:1 დიუფი (21)

პაოკ-უდინეზე 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 დანილო (6), 0:2 ფლორესი (15), 0:3 დომიცი (51) პენ

პსვ ეინდჰოვენი-ტრაბზონსპორი 4:1 (2:1)

გოლები: 1:0 მერტენსი (15) პენ, 2:0 მატავზი (31), 3:0 სტროოტმანი (38), 3:1 ილმაზი (41), 4:1 მატავზი (52)

ტვენტე-სტიაუა 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ჩადლი (29)

ვალენსია-სტოკ სიტი 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ხონასი (24)

ანდერლეხტი-ალკმაარი 0:1 (0:1)

გოლები: 0:1 მარტენსი (54)

ატლეტიკო-ლაციო 1:0 (3:1)

გოლები: 1:0 გოდინი (48)

ბეშიქთაში-ბრაგა 0:1 (2:0)

გოლები: 0:1 ლიმა (25)

მანჩესტერ იუნაიტედი-აიაქსი 1:2 (2:0)

გოლები: 1:0 ერნანდესი (6), 1:1 ოზბილიზი (38), 1:2 ბლინდი (87)

მეტალისტი(ხ)-ზალცბურგი 4:1 (4:0)

გოლები: 1:0 ჰინტერეგერი (28) ს.კ-ში, 1:1 იანტშერი (57), 2:1 კრისტალდო (62) 3:1 ბლანკო (63), 4:1 ბლანკო (87)

ოლიმპიაკოსი-რუბინი 1:0 (1:0)

გოლები: 1:0 ჯებური (14)

სპორტინგ-ლეგია 1:0 (2:2)

გოლები: 1:0 ფერნანდესი (84)

შალკე-ვიქტორია 2:1 დ.დ (1:1)

გოლები: 1:0 ჰუნტელაარი (8), 1:1 რაიტორალი (88), 2:1 ჰუნტელაარი (106)

სტანდარდი-ვისლა 0:0 (1:1)

1/8-ფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

"მეტალისტი"-"ოლიმპიაკოსი"; "სპორტინგი"-"მანჩესტერ სიტი"; "ტვენტე"-"შალკე"; "სტანდარდი"-"ჰანოვერი"; "ვალენსია"-პსვ; "ალკმაარი"-"უდინეზე"; "ატლეტიკო"-"ბეშიქთაში"; " მანჩესტერი"-"ბილბაო".

მერვედფინალური მატჩები 8 და 15 მარტს გაიმართება.

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა