წინასწარი მონაცემებით, 18-მეტრიან დისტანციაზე მშვილდს დაახლოებით 32-მდე მოისრე მოზიდავს
ამ უქმეებზე დუშეთის ოლიმპიური ბაზა მშვილდოსნობაში საქართველოს ზამთრის პირველობას უმასპინძლებს.

წინასწარი მონაცემებით, 18-მეტრიან დისტანციაზე მშვილდს დაახლოებით 32-მდე მოისრე მოზიდავს, თუმცა მოსალოდნელია, მათი რიცხვი გაიზარდოს კიდეც.

მონაწილეთა უმეტესობა თბილისიდანაა, რეგიონებიდან კი ჯერჯერობით მხოლოდ აჭარა და ასპინძაა წარმოდგენილი.

შეჯიბრება ოთხ ნაწილად ჩატარდება - ბიჭებში და გოგოებში, ქალებსა და ვაჟებში ქვეყნის ყველა წამყვანი მშვილდოსნის მონაწილეობით. დღეს საკონტროლო სროლებია, ხვალ საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები გაიმართება, კვირას კი ფინალური სერია ჩატარდება.

ცვლილებაა ნაკრების მოსამზადებელ გეგმაში. ადრე გაცნობეთ, რომ კორეელ მწვრთნელს ან ჰიუნ სანს ქალთა გუნდის წაყვანა ბანგკოგში სურდა აზიის თასზე, თუმცა საბოლოოდ ესპანეთში მიდიან, ოღონდ იქ ქალებთან ერთად ბიჭების გუნდიც წავა. ჩვენების უმთავრესი მიზანი 25-26 მაისს გასამართი ევროპის ჩემპიონატი და ივნისში ამერიკაში ჩასატარებელი სალიცენზიო ტურნირია (საგზური ევროპაზეც გაიცემა), ამ შეჯიბრებებზე კი ბიჭების გუნდის გაგზავნაც იგეგმება.

ეს მთლიანად ახალგაზრდული ნაკრებია, თუმცა მათ შედეგებს იმდენად მოუმატეს, კორეელის აზრით, იმსახურებენ ნდობას, უფროსთა შეჯიბრებებში გამოსცადოს.

თვის ბოლოსთვის ლვოვიდან თბილისში იულია ლობჟანიძის ჩამოსვლასაც ელოდებიან, რადგან მისი უკრაინიდან გადმობირების საკითხი დადებითად გადაწყდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა