სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში მსოფლიოს ჩემპიონატებს საქართველო უმასპინძლებს, რომლის საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი იქნება
ამას წინათ გაცნობეთ, რომ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიდე) სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლება გადასცა პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციას, რომლის პრეზიდენტი, 2001 წლის ევროპის ჩემპიონი ემილ სუტოვსკი (ისრაელი) რამდენიმე დღეა, თბილისში იმყოფება.

საქართველოს დედაქალაქს იგი ქალთა შორის ასოციაციის სუპერთასის გათამაშებასთან დაკავშირებით ეწვია და მისი დამთავრების შემდეგ ორიოდე დღით შეყოვნდა ფრიად მნიშვნელოვანი საკითხის შესათანხმებლად. ემილ სუტოვსკი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესთან ერთად გუშინ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილსა და მინისტრის მოადგილე გია გალდავას შეხვდა.

დახურულ კარსმიღმა გამართული ბჭობის შემდეგ გაცხადდა, რომ წლეულს, დაახლოებით გაზაფხულის მიწურულსა და ზაფხულის დასაწყისში, საქართველო სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატებს უმასპინძლებს.

ვლადიმერ ვარძელაშვილი: "ემილ სუტოვსკისთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ საქართველოში სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება. თანხმობა მიღებულია. ასე რომ, ეს საკითხი გადაწყვეტილად შეგვიძლია მივიჩნიოთ. დარჩენილია ფორმალური საკითხების შეთანხმება. ჩვენთან ჩამოვლენ მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეები, რაც საქართველოში სპორტის ამ სახეობის პოპულარობას კიდევ უფრო გაზრდის და ეს შეჯიბრება ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი და სასიკეთო იქნება".

ემილ სუტოვსკი: "საქართველომ უმაღლეს დონეზე უმასპინძლა სწრაფ ჭადრაკში "ვარსკვლავთა ტურნირს", რომელშიც 9 ქვეყნის 12 საუკეთესო დიდოსტატი მონაწილეობდა. ახლა გადავწყვიტეთ, სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცშიც მსოფლიოს ჩემპიონატები თქვენს ქვეყანაში გაიმართოს.

ამგვარი ღონისძიება ოფიციალურად პირველად ჩატარდება და ბევრ ქვეყანაში უკვე დიდი რეზონანსიც გამოიწვია. მასპინძლობა უკრაინასაც სურდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც "შერატონ მეტეხი პალასში" სუპერთასის გათამაშება ვნახე, პირადად მე საქართველოს ვემხრობი. ვიმედოვნებ, რომ პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის საპრეზიდენტო საბჭოს წევრებიც მხარს დამიჭერენ. დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატებსაც უმაღლეს დონეზე ჩაატარებთ, რადგან ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციას მხარში უდგას სახელმწიფო. როგორც გითხარით, ეს იქნება ოფიციალური შეჯიბრება. მოჭადრაკეებთან ერთად თქვენს ქვეყანას უამრავი სტუმარი ეწვევა, მათ შორის - მასმედიის წარმომადგენლები და საქართველო კიდევ ერთხელ მოექცევა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში".

- როგორი სისტემით გაიმართება შეჯიბრება და მასში ვინ იასპარეზებს?

- ჩემპიონატები შვეიცარიული სისტემით ჩატარდება, მაგრამ ეს არ იქნება ღია ტურნირი, რომელშიც ყველა მსურველს შეუძლია მონაწილეობა. მედლებისთვის დაახლოებით 70-100 მოჭადრაკე იბრძოლებს. მათი რაოდენობა, გარკვეულწილად, ჩატარების ვადებზეცაა დამოკიდებული. საჭადრაკო ქვეყნებს თითო წარმომადგენელი ეყოლება, რომლებსაც რეიტინგით უძლიერესი დიდოსტატები დაემატებიან. ასეთ შემთხვევებში მასპინძელ ქვეყანას 2-3 მონაწილის ყოლის უფლებას აძლევენ, საქართველოს კი კვოტას 10 მოჭადრაკემდე გავუზრდით, რადგან თქვენს ქვეყანას ბევრი ძლიერი დიდოსტატი ჰყავს, რაც თბილისში გამართულმა ტურნირმაც დაამტკიცა - ელიტის წარმომადგენლებთან პაექრობაში ნანა ძაგნიძემ მთავარი პრიზი მოიპოვა, მაია ჩიბურდანიძემ კი მეხუთე ადგილი დაიკავა.

- დროის კონტროლსა და საპრიზო ფონდზეც ხომ ვერ გვეტყვით რამეს?

- სწრაფ ჭადრაკში დროის ლიმიტი იქნება 20 წუთს + 5 წამი ან 25 წუთს + 10 წამი და, ალბათ, ხუთწუთიანი ბლიცები. ყველაფერი ეს ჩვენი ასოაციაციის საპრეზიდენტო საბჭოს სხდომაზე გაირკვევა. რაც შეეხება საპრიზო ფონდს, მისი მინიმალური რაოდენობაა 100.000 დოლარი. არ არის გამორიცხული, სპონსორებმა ეს თანხა გაზარდონ.

გია გიორგაძე: "საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ სახელმწიფოს მხარდაჭერითა და თანადგომით რამდენიმე მნიშვნელოვანი შეჯიბრება ჩაატარა მაღალ დონეზე, მათ შორის - ახალგაზრდების მსოფლიოს და ევროპის პირველობები ბათუმში, ქალთა ინდივიდუალური ევროპის ჩემპიონატი და პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის სუპერთასის გათამაშება თბილისში, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში." ტრაბახად თუ არ ჩამითვლით, გეტყვით, რომ ასოციაციის თასზე არა მარტო სპორტული კუთხით გავიმარჯვეთ, არამედ, საერთაშორისო მედიისა და სტუმართა შეფასებით ასპარეზობის ორგანიზებაშიც გვერგო ჩემპიონობა.

სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატები ჩვენთვის ახალი გამოწვევაა - ნდობაც და დიდი პასუხისმგებლობაც, მაგრამ ჩვენს ფედერაციაში შეიქმნა ის გუნდი, რომელსაც ხელეწიფება ნებისმიერი დონის ტურნირის ჩატარება, თუნდაც იმიტომ, რომ სახელმწიფო უდგას გვერდით. ახლაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაგვიჭირა მხარი და ეს კონკურენციაში გასამარჯვებლად ძალიან ბევრს ნიშნავს. შეჯიბრებას, ალბათ, გაზაფხული-ზაფხულის მიჯნაზე გავმართავთ, უფრო - ბათუმში. თუმცა ეს დეტალები მოგვიანებით დაზუსტდება. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატებიც ისეთივე დასამახსოვრებელი გახდეს ყველასთვის, როგორც ასოციაციის თასის გათამაშება.

- უახლოეს ტურნირებზეც მინდა გკითხოთ - მხედველობაში მაქვს ქალთა და ვაჟთა ევროპის ჩემპიონატები.

- პირველი მარტიდან სტამბოლში კონტინენტის უძლიერესი მოჭადრაკე ქალბატონები შეიკრიბებიან. საქართველოს წარმომადგენლობითი დესანტი ეყოლება. ეროვნული ნაკრების წევრებს - ნანა ძაგნიძეს, ბელა ხოტენაშვილს, ნინო ხურციძესა და ლელა ჯავახიშვილს ჩვენი ფედერაცია დააფინანსებს; ბათუმელების - სალომე მელიას, ნინო ბაციაშვილისა და მირანდა მიქაძის მგზავრობის ხარჯებს აჭარა გაიღებს, ხოლო მერი არაბიძისას - ქუთიასის მერია. დიდოსტატები - სოფიო გვეტაძე და სოფიო გურამიშვილი შეჯიბრებაზე საკუთარი სახსრებით წავლენ.

19 მარტიდან 1 აპრილამდე ბულგარეთი ვაჟთა ინდივიდუალურ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. იქ სამი წარმომადგენელი გვეყოლება - ევროპის ორგზის პრიზიორი და სწრაფ ჭადრაკში კონტინენტის ჩემპიონი ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია და მიხეილ მჭედლიშვილი. მათ დაფინანსებასაც სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დიდოსტატები ევროპის ამ ჩემპიონატებზეც გვასახელებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბელინგემმა ვარჯიში დაიწყო - "რეალი" აჩქარებას არ აპირებს
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა