ქუთათურთა თავდამსხმელს 7 გოლი აქვს გატანილი და ლიდერ ჩისკოს სამით ჩამორჩება
...2004 წელს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული "ოქროს მატჩით" გამოვლინდა, "ვიტ ჯორჯიამ" "სიონი" 2:0 დაამარცხა, ბოლნისელებს პირველი გოლი რევაზ გოცირიძემ გაუტანა, იმ სეზონში ის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა, ახლა კი მიმდინარე ეროვნულში ჯერ 7 გოლი აქვს გატანილი და მეგოლეებში დაწინაურებულ ჩისკოს სამი ბურთით ჩამორჩება.

წინა ტურში ქუთაისის "ტორპედომ" "გაგრას" 5:2 რომ მოუგო, ტორპედოელმა გოცირიძემ ორი გოლი გაიტანა. "ტორპედოს" ბოლო დროს მეგოლე ფორვარდის პოზიცია გაუხდა პრობლემად და გოცირიძის დუბლი ამ მხრივაც უნდა იყოს ფასეული.

"გოლის შეგდება მოსამზადებელ პერიოდში მართლაც გვიჭირდა, დიდი დატვირთვების ფონზე ვთამაშობდით, ახალი ფეხბურთელები დავიმატეთ, ახლა კი თანდათან უმჯობესდება ყველაფერი, "გაგრასთან" ხუთი გოლი გავიტანეთ და იმედია, კიდევ ბევრს გავიტანთ", - გვითხრა "ტორპედოს" ცენტრფორვარდმა.

ქუთაისელთა გუნდმა "გაგრასთან" სამი თავდამსხმელით ითამაშა, გოცირიძეს ფლანგებიდან გრიგოლ დოლიძე და თორნიკე თარხნიშვილი ეხმარებოდნენ. თურქულ შეკრებაზე კი "ტორპედომ" ორი თავდამსხმელით თამაშიც მოსინჯა, გოცირიძის მეწყვილე ნიკა საბანაძე გახლდათ.

"თავდამსხმელი ვარ და ძალიან გამიხარდება, თუ ხელმეორედ გავხდები ჩემპიონატის ბომბარდირი, თუმცა მთავარი ეს არ არის - "ტორპედომ" რაც შეიძლება მაღალ შედეგს უნდა მიაღწიოს.

ვფიქრობ, 2003-04 წლების სეზონთან შედარებით ურიგო ფორმაში ნამდვილად არ ვარ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს" - პროგნოზებში ფრთხილია გოცირიძე.

ის ჯანმაგარი თავდამსხმელია, ორთაბრძოლაში ძნელად დასაჯაბნი, მას შეუძლია მეტოქის კარისკენ ზურგით მდგომმა ბურთი შეიმაგროს და, ასე ვთქვათ, გუნდი ამოიყვანოს. "ვიტ ჯორჯიას" შემდეგ მან არაერთ უცხოურ თუ ქართულ გუნდში ითამაშა, საკმაოდ გამოცდილია, ნაირგვარი სტილის გუნდებს მორგებია.

"ჩვენი გუნდი ისე თამაშობს, რომ ცენტრფორვარდისგან ბურთის შემაგრება მიზანი არ არის. სწრაფი პასები, მყისიერი შეტევა, იერიშის დაცვიდან ორგანიზება - ასეთი "ტორპედოს" სათამაშო კონცეფცია - ბურთი გაგორდეს და მეტოქის კარამდე სწრაფად მივიდეს", - განგვიმარტა გოცირიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

datokutaiseli
ვინაა გოცირიძე?მეგრელაძე გაუშვით და ვინ დატოვეთ.ასე ქუთაისში დიდ გუნდ ვერ გააკეთებენ,მე არ დავდივარ მაგათ თამაშებზე,იმიტომ,რომ საკუთარ თავს არ ცემენ პირველ რიგში პატივს და მე რა ვალდებული ვარ პატივი ვცე.
Burton
რაღაც შეცდომაა. 2003-2004 წლების სეზონში ბომბარდირი სულიკო დავითაშვილი გახდა, ხოლო 2004-2005 წლების სეზონში - ლევან მელქაძე. (შეგიძლიათ ვიკიპედიაშიც გადაამოწმოთ)
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა