ჯილა უკვე ამ უქმეებზე უნდა დაბრუნებულიყო მოედანზე, მაგრამ მთლად ასე კარგად არ ყოფილა საქმე
მიმდინარე სეზონში, "ჯენოა" არასტაბილურად ასპარეზობს და შედეგად, მხოლოდ მეთორმეტე ადგილი უკავია სატურნირო ცხრილში.

არადა, გენუელები ამბიციების ნაკლებობას არ უჩივიან და უკვე დიდი ხანია აცხადებენ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა მოიპოვონ. სურვილი ერთია, მაგრამ რეალობა მეორე... ფაქტია, რომ დღეს "ჯენოა" ძალიან შორს არის ლიდერთა სამეულისგან და შესაბამისად, ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირისგან.

ერთი ხანობა, "ჯენოამ" თითქოს გამოასწორა თამაში და ეს პერიოდი გუნდში ალბერტო ჯილარდინოს გადაბარგებას დაემთხვა. თუმცა, შემდეგ ჯილამ ტრავმა მიიღო და გენუელთა საქმე ისევ შავად წავიდა. ვერ გეტყვით, ეს დამთხვევა იყო, თუ კანონზომიერება, მაგრამ ფაქტია, რომ ჯილარდინოს დაბრუნებას გუნდის გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯილა უკვე ამ უქმეებზე უნდა დაბრუნებულიყო მოედანზე, მაგრამ მთლად ასე კარგად არ ყოფილა საქმე - მოვუსმინოთ თავად ფეხბურთელს და ყველაფერი გაცხადდება: "ფეხის ტკივილები ჯერ კიდევ მაქვს და სავარაუდოდ, "პარმასთან" უახლოეს პაექრობაში ვერ მივიღებ მონაწილეობას.

ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ექიმებისგან დაიმედებული ვიყავი და მეგონა, რომ უკვე ამ უქმეებზე შევძლებდი თამაშს. რა გაეწყობა, უნდა გავაგრძელო მკურნალობა, რადგან ჯანმრთელობის გარისკვა არაფრით არ შეიძლება. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მოედანს XXVI ტურში დავუბრუნდები და თუ მწვრთნელმა ინება, "ლეჩეს" წინააღმდეგ ვითამაშებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა