"ჰამბურგი" სტუმრად უკეთ თამაშობს, ვიდრე სახლში
ბუნდესლიგის 23-ე ტურის პარასკევის მატჩი ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელია: წინა ტურში მეორე ადგილზე აღზევებული „გლადბახი“ „ჰამბურგს“ მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში, ლიდერ „დორტმუნდს“ გაუთანაბრდება.

მიონხენგლადბახელებმა ამ სეზონის პირველ წრეში მთელი საფეხბურთო გერმანია (და არა მარტო გერმანია) გააოცეს და ბევრი ფიქრობდა, რომ მეორე წრეში საქმეები უკან-უკან წაუვიდოდათ, მაგრამ ლუსიენ ფავრის გუნდი ზამთრის შესვენების შემდეგ კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა.

დღეს „გლადბახი“ ბუნდესლიგის ყველაზე მომხიბვლელი გუნდია და საინტერესოა, გააგრძელებენ თუ არა მარკო როისი და კომპანია აღმაფრენას „ჰამბურგთან“ საშინაო მატჩშიც.

აღსანიშნავია, რომ „გლადბახს“ მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე ჯერ ერთი თამაშიც კი არ წაუგია, პირველ წრეში კი, ჰამბურგში 1:0 მოიგო. დღეს ფავრი პატრიკ ჰერმანს ვერ გამოიყენებს, რომელიც როისთან, მაიკ ჰანკესთან და ხუან არანგოსთან ერთად, მიონხენგლადბახელთა ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედია. სხვამხრივ, ფავრს საკადრო პრობლემები არ აქვს და ყველა ლიდერი მწყობრში ჰყავს.

„ჰამბურგმა“ წინა ტურში „ვერდერთან“ უპრინციპულესი მატჩი (ჩრდილოეთის დერბი) წააგო (1:3) და ამის შემდეგ ტორსტენ ფინკის გუნდში ისევ ყველა იმედგაცრუებულია. თუმცა გასათვალისწინებელია ერთი რამეც: „ჰამბურგი“ ამ სეზონში სტუმრად უფრო კარგად გამოიყურება (15 ქულა), ვიდრე შინ (11).

გერმანია. ბუნდესლიგა. XXIII ტური

დღეს

ბორუსია (მ)-ჰამბურგი 23:30

პირველ წრეში: 1:0

ტრავმა: ჰერმანი, იუნესი - მიკელი, ტიორე

სატურნირო ცხრილი

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბორუსია (დ) 22 15 4 3 47-14 49

2. ბორუსია (მ) 22 14 4 4 36-13 46

3. ბაიერნი 22 14 3 5 49-14 45

4. შალკე 22 14 2 6 50-28 44

5. ვერდერი 22 10 6 6 37-36 36

6. ლევერკუზენი 22 9 7 6 32-29 34

7. ჰანოვერი 22 8 10 4 27-27 34

8. ვოლფსბურგი 22 8 3 11 27-42 27

9. შტუტგარტი 22 7 5 10 33-32 26

10. ჰოფენჰაიმი 22 6 8 8 24-26 26

11. ჰამბურგი 22 6 8 8 27-37 26

12. ნიურნბერგი 22 7 4 11 21-32 25

13. მაინცი 22 5 9 8 30-36 24

14. კიოლნი 22 7 3 12 30-43 24

15. ჰერტა 22 4 8 10 25-37 20

16. კაიზერსლაუტერნი 22 3 9 10 16-28 18

17. აუგსბურგი 22 3 9 10 20-37 18

18. ფრაიბურგი 22 4 6 12 27-47 18

ბომბარდირები

18 - ჰუნტელაარი (შალკე), გომესი (ბაიერნი); 15 - პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 14 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 13 - როისი (ბორუსია /მ/).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა