გროზნოში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ერთერთ პოტენციურ კანდიდატად ქართველს განიხილავენ
ბაქოს "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ შესაძლოა აზერბაიჯანის ჩემპიონატი სეზონის ბოლოს დატოვოს. როგორც საიტი "აზერფუტბოლი" იუწყება, 42 წლის ქართველი სპეციალისტით ოთხი ქვეყნის კლუბებია დაინტერესებული.

აზერბაიჯანული წყაროს ცნობით, ცხადაძეს კონკრეტული წინადადება ცოტა ხნის წინ თბილისის "დინამოსგანაც" ჰქონდა, თუმცა ჩვენებურს ბაქოს "ინტერის" ვადამდე დატოვება არ უფიქრია. ამასთან, მწვრთნელზე თვალი რამდენიმე ამბიციურ აზერბაიჯანულ კლუბსაც უჭირავს.

ცხადაძის გადაბირება თურქეთის მეორე ლიგის ერთერთ კლუბსაც სდომებია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი რუსული ვარიანტია - მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ერთერთ პოტენციურ კანდიდატად ქართველ სპეციალისტს გროზნოს "ტერეკი" განიხილავს.

კახა ცხადაძეს ბაქოს "ინტერთან" კონტრაქტი მაისის ბოლოს ეწურება, ახალ ხელშეკრულებაზე კი მხარეები არ შეთანხმებულან. "ქართველების" "ინტერს" ჩემპიონატის მოგების კარგი შანსი აქვს - ლიდერ "ნეფთჩის" 1 ქულით ჩამორჩება.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა