„ბაზელთან“ წაგების (0:1) შემდეგ „ბაიერნის“ გასახდელში მომხდარ ჩხუბზე ლეგენდები დადის

„ბაზელთან“ წაგების (0:1) შემდეგ „ბაიერნის“ გასახდელში მომხდარ ჩხუბზე ლეგენდები დადის. ამბობენ, უშუალოდ საფინალო სასტვენის შემდეგ, რეკორდმაისტერის გასახდელიდან ყვირილის ხმა გამოდიოდაო.

გაზეთმა „ბილდმა“, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაიგო: „ბაზელთან“ მატჩის შემდეგ თომას მიულერს და ჰოლგერ ბადშტუბერს უჩხუბიათ.

როგორც ირკვევა, 22 წლის ფეხბურთელების დაპირისპირების მიზეზი შტოკერის გოლი გახლდათ, რომელიც 86-ე წუთზე გავიდა. საგოლე პასი ზუამ გააკეთა, რომელსაც თომასმა და ჰოლგერმა ისე ვერ შეუშალეს ხელი, როგორც საჭირო და იყო და „ბილდის“ ცნობით, ისინი შტოკერის გოლში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. მართალია, მიულერი და ბადშტუბერი ერთმანეთს ხელით არ შეხებიან, მაგრამ „ბილდი“ ირწმუნება, რომ უკანასკნელ ხმაზე ყვიროდნენ.

საბოლოოდ, ისინი მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა დააშოშმინა. გუშინ, „დონ იუპმა“ ეს ამბავი დაადასტურა, ოღონდ შეარბილა, თომასს და ჰოლგერს განსხვავებული აზრი ჰქონდათ და მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რაც ლოგიკურიცააო.

მაგრამ ტონი კროოსის კომენტარი გვაფიქრებინებს, რომ ჩხუბი მძაფრი იყო: „ეს გასახდელში მოხდა და გასახდელშივე უნდა დარჩეს,“ - უთხრა კროოსმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს, მაგრამ უკვე გვიანია, რადგან ყველამ ყველაფერი გაიგო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა