ლეგენდარულმა რუსმა მძლეოსანმა სტოკჰოლმის ტურნირზე ერთი სანტიმეტრით გააუმჯობესა რეკორდი, რომელიც სამი წლის წინ დონეცკში დაამყარა
ლეგენდარულმა რუსმა მძლეოსანმა ელენა ისინბაევამ ჭოკით ხტომაში დარბაზებისთვის ახალი რეკორდი დაამყარა. ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა სტოკჰოლმის ტურნირზე ერთი სანტიმეტრით გააუმჯობესა რეკორდი, რომელიც სამი წლის წინ დონეცკში დაამყარა.

ისინბაევამ მთლიანად ჩააგდო შარშანდელი სეზონი - მისი წარუმატებლობების სერიის კულმინაცია გახდა ტეგუში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი, როცა რუსმა მისთვის უჩვეულოდ დაბალ სიმაღლეზე - 4 მეტრსა და 65 სანტიმეტრზე დაასრულა გამოსვლა. 2010 წლის აპრილში, დარბაზებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩავარდნის შემდეგ, ისინბაევამ კარიერაში გაურკვეველი ვადით პაუზით აიღო.

ახლა, როგორც ჩანს, ელენა თანდათან შედის ფორმაში. წელს, შვედეთის ტურნირამდე მას ორი სტარტი ჰქონდა და შესაბამისად, 4.68 და 4.70 მეტრი აიღო.

სტოკჰოლმის ტურნირი რუსმა მხტომელმა 4.72 მეტრიდან დაიწყო და ეს სიმაღლე მეორე ცდიდან აიღო. იგივე სიმაღლე დაძლიეს კუბელმა იარისლეი სილვამ და ბრიტანელმა ჰოლი ბლისდეილმა. 4.82 მეტრი კი მხოლოდ ისინბაევამ აიღო. მან უკვე გამარჯვებულის რანგში დაძლია 4.92 მეტრი და სეზონის ლიდერი გახდა, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდა და მეორე ცდიდან მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა - 5.01 მეტრი. ეს რიგით 28-ე რეკორდი იყო ისინბაევას კარიერაში.

შეგახსენებთ, რომ ღია არენებისთვის რუსის რეკორდი 5 მეტრსა და 6 სანტიმეტრს უდრის.

სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლეგენდარულმა იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა კიდევ ერთხელ გადადო სეზონის სტარტი. როგორც სპრინტერის აგენტი ამბობს, მისმა კლიენტმა ქალაქ კინგსტონში გასამართ ტურნირს ვარჯიში არჩია. 100 და 200 მეტრზე მსოფლიოს რეკორდსმენის ტრავმაზე არაფერს იტყობინებიან.

შეგახსენებთ, რომ ბოლტი 11 და 25 თებერვალს უნდა გამოსულიყო სარბენ ბილიკზე, მაგრამ ორივეჯერ გამოიტანა განაცხადი. პირველ შემთხვევაში უარის მიზეზი ევროპაში მგზავრობა იყო, რომელიც გერმანიაში ექიმთან ვიზიტსაც ითვალისწინებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა