ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა აღიარა, რომ არ გეგმავს უახლოეს წლებში კარიერის დასრულებას

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, ლეგენდარულმა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა აღიარა, რომ არ გეგმავს უახლოეს წლებში კარიერის დასრულებას და 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე გამოსვლას აპირებს.

"ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ კარიერის დასრულება არ მაქვს დაგეგმილი. კიდევ რამდენიმე წელი ვაპირებ თამაშს. სპორტიდან წასვლის შესახებ კონკრეტული თარიღებზე არ მიფიქრია და ამაზე ფიქრით განსაკუთრებით არ ვიღლი გონებას. უფრო მეტიც, მე იმედი მაქვს, რომ რიოში ოლიმპიადაზე ვითამაშებ", - ამბობს ფედერერი The Tennis Times-თვის მიცემულ ინტერვიუში.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ამერიკელმა ვენუს უილიამსმა უაილდ-ქარდი მიიღო მაიამის ტურნირში მონაწილეობისთვის, რომელიც 20 მარტს დაიწყება და პირველ აპრილამდე გასტანს. შეგახსენებთ, რომ ეს იქნება ვენუსის პირველი ოფიციალური ტურნირი შარშანდელი აგვისტოს შემდეგ, როცა უფროსი უილიამსი ამერიკის ღია პირველობაზე გამოდიოდა.

ვენუსს სამჯერ აქვს მოგებული მაიამის ტურნირი - 1998, 1999 დ 2001 წლებში. გარდა ამისა, 2010 წელს ფინალში ითამაშა. შარშან მან ტრავმის გამო გამოტოვა ეს ჩემპიონატი.

როგორც იცით, უილიამსის კორტზე დაბრუნება სამი კვირის წინ შედგა, როცა ვენუსმა ფედერაციის თასზე ბელარუსის წინააღმდეგ წყვილთა თანრიგში ითამაშა.

ავსტრალიური ჩოგბურთის ვეტერანი ვარსკვლავი ლეიტონ ჰიუიტი დაახლოებით ოთხი თვე ვერ შეძლებს თამაშს - მას ფეხის ცერა თითზე ოპერაცია გადატანა მოუწევს.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის თქმით, მას ეს დაზიანება სამი წელი უშლის ხელს თამაშში, შარშანდელი გაზაფხულიდან მოყოლებული კი ყოველი მატჩის წინ ტკივილგამაყუჩებელს იკეთებს.

ჰიუიტი მსოფლიოს რეიტინგში 170-ე ადგილს იკავებს, ამასთან არ კარგავს იმედს, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსასვლელად უაილდ-ქარდს მოიპოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა